EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« შამილის განთქმული ნაიბი ახვერდი მაჰმადი 5000-იანი მხედრით მოულოდნელად თავს დაესხა შატილს »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2019-10-14 19:51:58
1843 წელს იმამ შამილმა გადაწყვიტა, რომ არღუნის ხეობიდან არაგვის აუზის გავლით საქართველოზე მოულოდნელი თავდასხმა განეხორციელებინა 1843 წლის ივნისის შუა რიცხვებში შამილის განთქმული ნაიბი ახვერდი მაჰმადი 5000-იანი მხედრით მოულოდნელად თავს დაესხა შატილს. შატილში ამ დროს ზრდასრული მამაკაცი 70-ს არ აღემატებოდა, აქედან ცეცხლსასროლი იარაღი ნახევარსაც არ ჰქონდა. იბრძოდა ყველა: ბავშვი, ქალი, მოხუცი. იარაღად იყენებდნენ ყველაფერს, რასაც ხელი მოხვდებოდათ. „60 შატილელი 3 დღეს იცავდა თავის სახლ-კარს ახვერდი
მაჰმადის 5000 ურჯულო თავდამსხმელისგან.
მოკლეს ის თვითონ და 100 კაცი
თანამებრძოლი. თვითონ კი ერთი კაცი დაჰკარგეს, რომელიც ახვერდი მაჰმადის საფლავზე დაკლეს“ – წერდა რ. ერისთავი 1855 წელს გაზეთ „კავკაზში“. ნახევარ საუკუნემდე ინახავდნენ შატილიონები ახვერდი მაჰმადის თეთრ, ნატყვიარ ნაბადს. 6 წლის შემდეგ, 1849 წელს, მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა შატილიონებს ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ქვა გამოუგზავნა რუსული და ქართული წარწერით: „უმაღლსისა ბრძანებისამებრ, ჯილდოდ შატილელთად, დამარცხებისთვის ახვერდი მაჰმადისა და მისთა შეყრილთა ჯართასა ჩყმგ წელსა შინა. აღშენებულ არს ჩყმთ წელსა განკარგულებითა კნიაზისა ნამესტნიკისათა“. ეს ქვა ამჟამად სოფლის მუზეუმის ქვითკირის კედელზეა მიმაგრებული და დაინტერესებულ სტუმრებს სიამაყით უჩვენებენ შატილელები.