EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როდესაც აინშტაინი ლექციებს კითხულობდა »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2019-10-20 12:13:18
„როდესაც აინშტაინი ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მისი მძღოლი მუდამ ესწრებოდა მის ლექციებს, იმდენჯერ ჰქონდა მოსმენილი გენიოსის ლექციები, რომ უკვე ზეპირადაც იცოდა. ერთხელაც, აინშტაინმა მანქანაში განაცხადა, რომ ძალიან ეზარებოდა ლექციის წაკითხვა. მძღოლმა კი შესთავაზა, შენს მაგივრად მე წავიკითხავ, ტანსაცმელი გავცვალოთო. აინშტაინი ბუნებით იუმორისტი იყო და დაეთანხმა. მართლაც, კოსტიუმში გამოწყობილი მძღოლი და მის უნიფორმაში ჩაცმული აინშტაინი შევიდნენ აუდიტორიაში. მძღოლმა მშვენივრად წაიკითხა ლექცია, თვით აინშტაინი კი, მძღოლის ამპლუაში იჯდა.
როცა დაასრულა ფსევდო-აინშტაინმა ლექცია, აუდიტორიის მსმენელმა მას რაღაც კითხვა დაუსვა ლექციის ირგვლივ და განმარტება სთხოვა. მძღოლი არ დაიბნა და ასეთი პასუხი გასცა:
— თქვენი კითხვა იმდენად მარტივია, რომ ამაზე ჩემი მძღოლიც კი გიპასუხებთ! და მიმართა ხელი აინშტაინისაკენ. მძღოლმა აინშტაინმა კი, დეტალურად გასცა სტუდენტების კითხვებს პასუხი."