EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ანტონიო სტრადივარი ან ანტონიო სტრადივარიუსი »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: Demien
თარიღი: 2019-11-04 19:40:28
სტრადივარიუსი სიმებიანი და მშვილდის ინსტრუმენტების ცნობილი ოსტატია. ითვლება, რომ იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კრემონაში, ანტონიო სტრადივარიუსი - ასევე შესაძლოა მოვიხსენიოთ, როგორც ანტონიო სტრადივარი, დაიბადა 1644 წელს იტალიის ქალაქ კრემონაში. იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი სიმებიანი მუსიკალური საკრავების დამზადებისა და განსაკუთრებით ვიოლინოების. ცნობილია, რომ ანტონიო დაიბადა 1644 წელს, თუმცა ზუსტი დღე და თვე მისი დაბადებისა არ არის დარეგისტრირებული დღემდე. ანტონიოს მშობლები იყვნენ: მამა – ალესანდრო სტრადივარი და დედა ანა მორონი. 1667-1679 წლებში ანტონიო უფასო დამხმარე და შეგირდი გახლდათ ისეთი მუსიკალური ინსტრუმენტების შემქმნელი ოსტატისა, როგორიც იყო – ნიკოლო ამატი (1596-1684 წლები), ისიც ცნობილია, რომ მასთან მუშაობისას ანტონიოს ყველაზე შავი სამუშაოს შესრულება უწევდა, მიუხედავად ამისა ანტონიო მთელი მონდომებით ცდილობდა შეეთვისებინა ნიკოლოსაგან მუსიკალური ინსტრუმენტების შექმნა. 1680 წელს საცხოვრებლად გადადის კრემონას ცენტრში, წმინდა დომინიკის მოედანთან ახლოს და სწორედ აქედან იწყება მისი გენიალური ნამუშევრების შექმნა. მან არა მარტო კარგად შეითვისა ნიკოლო ამატისაგან მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადების წესი, არამედ დახვეწა და სრულყო მათი დამზადება. ამასთან ერთად ანტონიომ სრულიად ახალი მეთოდით დაიწყო სიმებიანი სaკრავების დამზადება, რომელსაც ბევრად კარგი მუსიკალური ხმოვანება გააჩნდა, რითიც უამრავი მუსიკოსის დაინტერესება გამოიწვია. ანტონიოს ბიოგრაფების გადმოცემების თანახმად მისი საუკეთესო ნამუშევრები განეკუთვნება: 1698-1725 წლების პერიოდს, ხოლო მათ შორის ყველაზე ძვირფასი სიმებიანი მუსიკალური საკრავები ოსტატმა 1715 წელს დაამზადა. მეორე ვერსიით კი ანტონიომ საუკეთესო მუსიკალური ინსტრუმენტები 1725-1730 წლებში შექმნა. ვიოლინოების გარდა დიდი ოსტატი, ამზადებდა გიტარას, არფას, ვიონჩელას და გადმოცემების თანახმად მან სულ 1100 ერთეული მუსიკალური საკრავი დაამზადა. მისი მოსწავლეები იყვნენ, მისივე შვილები: ფრანჩესკო და ომობონო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მისი ღვიძლი შვილები იყვნენ, ბიოგრაფების ცნობით, ანტონიომ მათაც კი არ გაანდო მთელი საიდუმლოება ამ უნიკალური საკრავების დამზადებისა. აღსანიშნავია, რომ ყოველ მის მიერ დამზადებულ ინსტრუმენტებს ერთმანეთისაგან აბსოლუტურად სხვადასხვა ჟღერადობა გააჩნდათ, რაც კიდევ უფრო დამაინტრიგებელს და საინტერესოს ხდიდა ანტონიოს შემოქმედებას. ყოველ დამზადებულ ინსტრუმენტს, თავად ლათინური ასოებით აწერდა შემდეგ სიტყვებს: “დამზადებულია ანტონიო კრემონელის მიერ” და მიუთითებდა მისი დამზადების წლებს. არსებობს ასევე ანტონიოს შვილების მიერ დამზადებული მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებზეც თავიანთი ინიციალებია ამოკვეთილი. ანტონიო სტრადივარიუსი გარდაიცვალა 1737 წლის 18 დეკემბერს კრემონაში და იგი დაკრძალულ იქნა სან-დომინგოს ბაზილიკაში. ანტონიომ სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადების საიდუმლო, სამარადჟამოდ საფლავში ჩაიყოლა. დღემდე ექსპერტები ცდილობენ გამოიკვლიონ ის, თუ რა მეთოდითა და რა მასალით ამზადებდა იგი ამ უნიკალურ ინსტრუმენტებს. მის მიერ შექმნილ მუსიკალურ ინსტრუმენტებს კი დღესაც აღფრთოვანებაში მოყავს მსმენელი, ამასთანავე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ინსტრუმენტებად მიიჩნევა მსოფლიოში მისი დამზადებული საკრავი. სულ ანტონიოს მიერ დამზადებული 1100 მუსიკალური ინსტრუმენტიდან, შემორჩენილია მხოლოდ 650 ერთეული ინსტრუმენტი, მათ შორის 500 ვიოლინოა.