EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბალთაზარ დელა კოსა (ანტიპაპი იოანე XXIII) »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: admin
თარიღი: 2019-12-11 13:01:59
მოგეხსენებათ, შუა საუკუნეებში იყო ასეთი კაცი:
მეკობრე, ქურდი, მკვლელი და ყაჩაღი, პედოფილი, მამათმავალიც და მექალთანეც, უგარყვნილესი სექსუალური მანიაკი. ამდენი “ღირსების” მიუხედავად, რაღაც მანქანებით, იგი, ბალთაზარ კოსა, არც მეტი, არც ნაკლები, რომის პაპი გახდა, ანუ, ღმერთის მოადგილე მიწაზე და კათოლიკური სამყაროს სულიერი მამა.
იოანე XXIII – ამ სახელით ავიდა იგი პაპის ტახტზე, სადაც მისმა გარყვნილების ნიჭმა უსაზღვრო ასპარეზი შეიძინა – დედათა მონასტრები ლამის საკუთარ ჰარამხანებად აქცია. მაგრამ ეგ კიდევ არაფერი – ჯერ საკუთარ შვილთან გაიყო სარეცელი, ხოლო მოგვიანებით ამ “სიყვარულის” ნაყოფი, ანუ მცირეწლოვანი შვილიშვილიც ჩაიგორა ლოგინში.
ამ ხორცშესხმული სატანის ბოგინის აღკვეთის შემდეგ ვატიკანში გადაწყვიტეს, რომ იოანე XXIII -ს სახელიც კი ამოეშალათ პაპობის ისტორიიდან, ანუ იოანე XXII-ზე გააჩერეს ისტორია და საუკუნეების განმავლობაში იოანეს სახელით პაპი აღარ ჰყოლიათ. მხოლოდ გასულ საუკუნეში ავიდა რომის პაპის ტახტზე ადამიანი, რომელმაც, ბალთაზარ კოსას მსგავსად, იოანე XXIII დაირქვა, რითაც კათოლიკურმა სამყარომ კიდევ ერთხელ სცადა ბალთაზარ კოსას სირცხვილისაგან დისტანცირება, მისი სამარცხვინო სახელის წაშლა ისტორიის ანალებიდან.
ბალთაზარ დელა კოსა თავის დროის ყველაზე სასტიკი ადამიანი რომელიც თავიდან მეკობრე იყო შემდეგ კი ძალით მოიპოვა პაპობა, მან მოაკვლევინა იმ დროინდელი პაპი ალექსანდრე V და შემდეგ მკვლელი თავის ხელით მოწამლა და ასე გახდა რომის პაპი, იწოდა იოანე XXIII. ხალხმა თავიდანვე შეიძულა ბალთაზარ კოსა, რადგან იგი პაპობის შემდეგაც არ ეშვებოდა თავის ძველ ხელობას ანუ იგი ისევ აგრძელებდა სასიყვარულო ისტორიებს, ხლართავდა ინტრიგებს მეფის კარზე კლავდა ხალხს და ასე შემდეგ. მოვიყვან ერთ ფაქტს რომელიც მის დაუსწრებლად გასამართლების დროს წაიკითხეს “გახრწნა მთელი ოჯახი, რომელშიც შედგებოდა დედის, ვაჯიშვილის და სამი დისაგან, ამასთან ყველაზე უფროსი და თორმეტი წლის იყო” აგრეთვე მას ინტიმური კავშირი ქონდა ბერებთანაც (ამ მხრივ იგი უნივერსალური იყო) მის დაუსწრებლად გასამართლების დროს გამოტანილი განაჩენი შედგებოდა სამოცდათოთხმეტი მუხლისგან, რომელთაგანაც ოცი ბრალდება საქვეყნოდ არ წაიკითხეს, იმდენად შემზარავი დანაშაულებები ქონდა ჩადენილი ამ საზარელ ადამიანს.
ბალთაზარ კოსა ერთ-ერთი იყო იმ 7 კარდინალიდან, რომლებმაც უღალატეს რომის პაპს, გრიგოლ XII-ს, და გადავიდნენ ანტიპაპ ბენედიქტ XIII-ის მხარეს. 1409 წელს მოიწვიეს პიზის კრება, რომლის ლიდერიც იყო ბალთაზარ კოსა. კრებამ გადააყენა პაპი გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII, მათ მაგივრად ეკლესიის მეთაური გახდა ალექსანდრე V. გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII-მ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს, ამიტომ მალე ერთდროულად სამი პაპი მოქმედებდა.
ბალთაზარ კოსა წარჩინებულ, მაგრამ ღარიბ ოჯახში დაიბადა 1370 წელს. საწყის ეტაპზე ის ჯარისკაცის კარიერას მისდევდა და ომებშიც იღებდა მონაწილეობას. მისი ორი ძმა მეკობრეობის ბრალდებით გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. შემდგომში ბალთაზარი ბოლონიის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს. 1392 წლიდან ის პაპ ბონიფასე IX-ს სამსახურში ჩადგა, ჯერ ბოლონიაში და შემდეგ რომში.
1378 წლიდან დასავლური სქიზმა იყო დაწყებული და ეკლესიას ორი პაპი ჰყავდა: ერთი ავინიონში, რომელსაც საფრანგეთი და ესპანეთი მფარველობდნენ, ხოლო მეორე – რომში, მას მხარს უჭერდა იტალიის დიდი ნაწილი, გერმანია და ინგლისი.
ბალთაზარ კოსა მალე სიმონიის (საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვა) საკითხების მმართველი გახდა. ჯერ კიდევ ერისკაცი, ის მალე იქცა კარდინალად 1402 წელს, ხოლო პაპის წარმომადგენელი ბოლონიაში – 1403 წელს.
1410 წლის 3 მაისს რომის პაპი ალექსანდრე V მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი იმ სადილით მოწამვლა იყო, რომელსაც კარდინალ ბალთაზარ კოსასთან ერთად შეექცეოდა. იტალიელმა კარდინალებმა მის შემცვლელად კოსა აირჩიეს. რომის ახალ პაპს ტიტულის დაკავებისას ეწოდა იოანე XXIII (1410-1415). მას მხარს უჭერდა საფრანგეთი, ინგლისი, ბოჰემია, პრუსია, პორტუგალია, საღვთო რომის იმპერიის ნაწილი, ასევე იტალიის ჩრდილოეთი ტერიტორია, მათ შორის ფლორენცია და ვენეცია. ბენედიქტე XIII-ს კი აღიარებდნენ არაგონი, კასტილია და შოტლანდია, ხოლო გრიგოლ XII-ს – სიცილია, გერმანია, ბავარია, პოლონეთი.
მედიჩების საგვარეულოს წარმომადგენლები ეხმარებოდნენ კოსას ჯერ კარდინალად, შემდეგ კი პაპად გახდომაში. კარდინალ კოსას მანკიერი მხარე კარგად მოეხსენებოდათ როგორც იტალიელ კარდინალებს, ისე იტალიის რიგით მაცხოვრებლებს. ვერაფერი აჩვენებდა იმაზე უკეთ, თუ ვის ხელში იყო კათოლიკური ეკლესიის სადავეები ამ დროს, ვიდრე 1410 წელს მიღებული გადაწყვეტილება. ბალთაზარმა ამომრჩევლები მოქრთამა და ამგვარად გაიმარჯვა. უკვე აშკარა იყო, რომ ერთ დროს წმინდად მიჩნეულ ტიტულს ზნედაცემული ადამიანის ბინძური ხელი შეეხო.
ბალთაზარ კოსა ცნობილი იტალიელი მეკობრის შვილი გახლდათ. ის 15 წელი ატარებდა რომის პაპის ტიტულს, რასაც თავისი ავხორცი მიზნებისთვის იყენებდა. ხელი მიჰყო ინდულგენციების გავრცელებას, რითიც საკმაოდ მოითბო ხელი ფინანსურად. არად აგდებდა იმას, რომ მსგავს ქმედებას აპროტესტებდა ევროპის გარკვეული ნაწილი, მაგალითად ჩეხეთი.
სქიზმისა და რამდენიმე პაპის ერთდროული მოღვაწეობის ეპოქა რომ დაესრულებინა, იმპერატორმა ზიგისმუნდმა 1414 წელს კონსტანტინოპოლში მოიწვია ეკლესიის გენერალური საბჭო, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა. ბოლო ოთხი წელი იყო შემზარავი მონაკვეთი, რომლის დროსაც მღვდლები ეწეოდნენ აღვირახსნილობას და ქალაქის მოსახლეობის გარყვნას შეუწყვეს ხელი. საბჭოს მსვლელობის პერიოდში მღვდლებმა დაიქირავეს 1500 კურტიზანი ქალი, რომლებსაც “მოხეტიალე მეძავები” უწოდეს. საბჭოს სხდომაზე დღისით თათბირის შემდგომ ისინი ემსახურებოდნენ მათ. ქორწინების გარეშე ინტიმური ურთიერთობები სასულიერო პირებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ერთმა კურტიზანმა ქალმა ამ რამდენიმე დღეში 800 ფლორინი გამოიმუშავა.
მოწმეებისა და თვითმხილველების მოსმენის შემდგომ საბჭომ შეადგინა ვრცელი ოქმი იოანე XXIII-ის წინააღმდეგ. ეს ოქმი შეიცავდა 54 საკითხს, რომლის მიხედვითაც პაპს ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში, აღვირახსნილობაში, ინცესტში, ჰომოსექსუალიზმსა და პაპ ალექსანდრე V-ს მკვლელობაში. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, გადააყენა თანამდებობიდან და პატიმრობა მიუსაჯა. საბჭოს გადაწყვეტილებით, სამივე პაპი უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან და ახალი პიროვნება აერჩიათ. ეს ადამიანი მოგვიანებით მარტინ V გახდა.
ბალთაზარ კოსამ გერმანიის ციხეში გაატარა რამდენიმე წელიწადი, შემდეგ კი გამოსასყიდით გამოუშვეს. პაპმა მარტინ V-მ მიუტევა მას და ტუსკულის ეპისკოპოსად აკურთხა. კოსა ფლორენციაში გაემგზავრა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. როცა მისი გვამი რომში გადაასვენეს, იტალიელებმა კუბოს ტალახი და ქვები დაუშინეს.
ვატიკანში გადაწყვიტეს, რომ იოანე XXIII-ს სახელიც კი ამოეშალათ პაპობის ისტორიიდან, ანუ იოანე XXII-ზე გააჩერეს ისტორია და საუკუნეების განმავლობაში იოანეს სახელით პაპი აღარ ჰყოლიათ. 543 წლის შემდეგ, 1958 წლის 28 ოქტომბერს რომის პაპი გახდა ანჯელო ჯუზეპე რონკალი, რომელსაც იოანე XXIII ეწოდა. ამით კათოლიკურმა სამყარომ კიდევ ერთხელ სცადა ბალთაზარ კოსას “მოღვაწეობით” მიყენებული სირცხვილისაგან გათავისუფლება და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბალთაზარ კოსა ანტიპაპად შეირაცხა.
ბალთაზარ კოსას ყველაზე მნიშვნელოვანი დანაშაულები:
ინცესტი: პაპ იოანე XXIII-ს სექსუალური კავშირი ჰქონდა თავის ყველა შვილთან. ზოგიერთთან უკანონო შვილებიც შეეძინა. შემდეგ კი ამ უკანონო შვილებთანაც ჰქონდა კავშირი.
მკვლელობა: პაპის თანამდებობა რომ დაეკავებინა, იოანე XXIII-მ მოკლა იმჟამინდელი პაპი, ალექსანდრე V.
კანიბალიზმი, სექსი და მკვლელობა: იოანე XXIII-მ ეკლესიები და მონასტრები აქცია სექსუალური ორგიების მოსაწყობ ადგილად, დედათა მონასტრები – საკუთარ ჰარამხანებად. ატარებდა ბავშვების მკვლელობის სპეციალურ რიტუალებს, უარს არ ამბობდა კანიბალიზმზეც. ნამუსი ახადა ასობით უმანკო ქალწულს და ლოგინში ჩაიწვინა ასობით ქმრიანი ქალი.
ჰომოსექსუალიზმი და ბავშვების მკვლელობა: პაპი იოანე XXIII და სამღვდელოების წევრები ეძლეოდნენ ჰომოსექსუალურ კავშირებს, ხშირად ბავშვებთან ან ახალგაზრდა ბიჭებთან. ამის შემდეგ მათ ხოცავდა რიტუალურად. პაპს ურთიერთობა ჰქონდა მღვდლებთან და ბერებთანაც.
ერესები: სხვა დანაშაულებთან ერთად იოანე XXIII-ს ბრალი დაედო ათეიზმსა და ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლების გავრცელებაში. მას არ სწამდა საიქიო ცხოვრება და მიცვალებულთა აღდგომა. გმობდა ქველმოქმედებას.
ანტიპაპი – ბალთაზარ კოსა.
1958 წელს პაპის ტახტზე ასული კარდინალი რონკალი იოანე XXIII -დ შერაცხეს. კათოლიკური ეკლესიის ახალმა მეთაურმა საგანგებოდ აირჩია სახელი იოანე , ნუმერაციით ოცდამესამე , რათა ხაზი გაესვა იმ პაპის არჩევისა და მმართველობის უკანონობისთვის , რომელიც იმაე სახელს ატარებდა მე-15 საუკუნის დასაწყისში.
რელიგიის ისტორიაში ბევრია სამარცხვინო ფურცელი , რაც არა თვით რომელიმე რელიგიის , არამედ მის მიმდევართა „დამსაურებაა“.რელიგიათა უმეტესობას საერთო არაფერი აქვს ძალადობა და სხვა სახის ბოროტებასთან , თუმცა საუკუნეთა განმავლობაში სარწმუნოებას ათასგვარი ბოროტმოქმედების გასამართლებლად იყენებდნენ.
მე-14 საუკუნე დასავლეთ ეკლესიისთვის ძალიან რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქა აღმოჩნდა . რომის პაპები , რომელთა ძალაუფლებამ XI-XIII საუკუნეებში პიკს მიაღწია , მე-14 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის ხელისუფლების ძლიერი გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ. კონფლიქტი , რომელიც რომის პაპ ბონუფაციუს მე-8 სა და საფრანგეთის მეფე ფილიპე მე-4 ლამაზს შორის წარმოიშვა , ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. რომის პაპები მთელი სამოცდაათი წლის განმავლობაში ე.წ. ავინიონის ტყვეობაში აღმოჩნდნენ. პაპების რეზიდენცია საფრანგეთის ქალაქ ავინიონში გადავიდა , სადაც რომის ეკლესიის მეთაურები საფრანგეთის მეფის კონტროლის ქვეშ იმყოებოდნენ. ამ მდგომარეობამ ძალიან დასცა პაპების ავტორიტეტი.გარდა ამისა მე-14 საუკუნეში პაპობა სხვა სიძნელეთა წინაშეც აღმოჩნდა : 1378 წლის დიდი განხეთქილება ეკლესიაში , დაპირისპირება ამბიციურ და ძალაუფლებისმოყვარე იტალიეტ ფეოდალებთან , არეულობა პაპის ოლქში – ცენტრალური იტალიის თეოკრატიული სახელმწიფოში , სამღვდელო პირთა ზნეობრივი მდგომარეობის გაუარესება და სხვ. კონსტანცის , ბაზელისა და ფერერა-ფლორენციის კრებებმა საბოლოოდ ვერ გადაჭრეს ეკლესიის წინაშე არსებული სირთულეები.აღსანიშნავია , რომ ბოლო კრებაში , სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად , ქართული სამღვდელოებაც მონაწილეობდა . ასეთ ვითარებაში მოხვდა პონტიფექთქმული მოძალადე და ბოროტმოქმედი ბალთაზარ კოსა. კოსების გვარი რომაელ პატრუციუსთა შტამომავლად ითვლება. შემდეგში ამ გვარის წარმომადგენლებმა ბელანტეს გრაფობა მიიღეს . თუმცა მე-14 საუკუნის ბოლოს გვარი გაღატაკდა და მისმა წარმომადგენლებმა შემოსავლის სხვა წყარო გაიჩინეს , მაგალითად მეკობრეობა.
ბალთაზარის უფროსი ძმა გასპარი მეკობრე იყო და თავდაპირველად პატარა ძმის ამ საქმეში ჩათრევა სულაც არ სურდა, რადგან უმცროსი ბალთაზარმა მალევე გამოავლინა საჭირო „უნარ-ჩვევები“ და შესაბამისად , გასპარის გვერდით აღმოჩნდა . ახალგაზრდა მეკობრე მრავალ ყაჩაღობებში მონაწილეობდა ზღვასა თუ ხმელეთზე , გამბედაობითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა , თან საყვარლებს ლამის ყოველდღე იცვლიდა. მოგვიანებით კი დედის რჩევით , რაც უნდა გასაკვირი იყოს , უკვე სახელგანთქმულმა ყაჩაღმა , მეკობრემ და მექალთანემ ბოლონიის უნივერსიტეტში , თეოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. გაოცებას იწვევს ისიც , რომ ბალთაზარი ფაკულტეტზე ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა , თუმცა სწავლის დროსაც არ ეშვებოდა სახიფათო თავგადასავლებსა და სასიყვარულო ურთიერთობებს. მისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობდა და მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებოდა.
ბოლონიაში ახალგაზრდა ბალთაზარმა 1385 წელს მოულოდნელი შემთხვევის წყალობით გაიცნო მშვენიერი ახალგაზრდა ქალი იანდრა , რომელიც მაგიითა და მკითხაობით იყო სახელგანთქმული. ამ საქმიანობას კი ეკლესია სასტიკად კრძალავდა . მკითხაობაში , კუდიაობასა და ჯადოქრობაში მხილებულთ ინკვიზიცია ასამართლებდა და უმრავლეს შემთხვევაში კოცონზე წვავდა. იანდრა დროებით ინკვიზიციის მარცუხებისგან თავის დაღწევას ახერხებდა , მაგრამ მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა . ბალთაზარი და იანდრა ინკვიზიციამ დააპატიმრა . ახალგაზრდა საყვარლები თვით იტალიის დიდმა ინკვიზიტორმა დაკითხა. ორივეს პატიმრობა მიუსაჯეს . ბალთაზარმა ყოფილი საყვარლის წყალობით ციხიდან თავის დაღწევა შეძლო , მაგრამ შემდეგ კი იმდენი მოახერხა , რომ რამდენიმე ათეული მეკობრის ხელშეწყობით საპატიმრო შტურმით აიღო , იანდრა ციხიდან გაათავისუფლა და ქალაქი სასწრაფოდ დატოვა. ამის შემდეგ კოსა რამდენიმე წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში დათარეშობდა , მეკობრეობდა ,ვაჭრობდა ადამიანებით , რითაც დიდი ქონების დაგროვება შესძლო , თუმცა მის კარიერაზე ერთმა მნიშვნელოვანმა შემთხვევამ იქონია გავლენა.
კუნძულ ლამპედუზაზე არსებობდა გამოქვაბული , რომელსაც ქრისტიანი და მუსლიმანი მეკობრენი სამლოცველოდ იყენებდნენ . კუნძული ნეიტრალურ ტერიტორიად მიაჩნდად . მეკობრეებს სამლოცველოში სხვადასხვა ძღვენი მიჰქონდათ და იქ ტოვებდნენ. შესაწირისთვის ხელის ხლება მეკობრეთა კანონით სასტიკად ისჯებოდა , მაგრამ ბალთაზარი აქაც ორიგინალურად მოიქცა. ნახა თუ არა უამრავი სიმდიდრე , თავის მეკობრეებს ყველაფერი გემზე ააზიდინა , თვითონაც გემში ჩაჯდა და კუნძულიდან მაშინვე გაცურა . გემი საშინელ შტორმში მოყვა ,ბალთაზარმა და მისმა თანამზრახველებმა აღთქმა დადეს , რომ თუკი გადარჩებოდნენ , აუცილებლად ეკლესირურ ცხოვრების გზას დაადგებოდნენ და სასულიერო პირები გახდებოდნენ.
ბალთაზარ კოსა იანდრასა და ეკიპაჟის რამდენიმე წევრთან ერთად მართლაც გადარჩა . ზღვამ ისინი ერთ-ერთ კუნძულზე გარიყა . იქაურმა მოსახლეობამ სახელგანთქმული ბოროტმოქმედი იცნო. ადგილობრივმა გადარჩენილებს ჯერ სასტიკად სცემეს , შემდეგ კი მეზობელ ქალაქში გააგზავნეს მართლმსაჯულების აღსასრულებლად . ქალაქში ბოროტმოქმედები ციხეში გამოკეტეს, მაგრამ ბალთაზარს აქაც გაუმართლა . იმჟამად იმავე ქალაქში იმყოფებოდა რომის პაპი ურბან მე-6, რომელიც ავინიონელ პაპს ანათემას გადასცემდა და საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად თავგამოდებით იბრძოდა. იმხანად მას სჭირდებოდა ადამიანი , რომელიც პაპის გვარდიის ხელმძღვანელობას შეძლებდა . დიდხანს ძებმა არც დასჭირვებია , როცა შეიტყო , რომ ქალაქის საპატიმროში სახელგანთქმული ბალთაზარ კოსა იმყოფებოდა.
პაპმა მას გვარდიის ხელმძღვანელობა შესთავაზა . ბალთაზარმა პაპს უხრა , რომ ჩადენილ ბოროტმოქმედებათა მიზეზი მხოლოდ უმეცრება იყო და ახლა ის ყველაფერს გააკეთებდა რაც მის უწმინდესობას გაახარებდა.
კოსამ შეასრულა თავისი დანაპირები და ეკლესიური ცხოვრება დაიწყო , რაც ძირითადად პაპის მოწინააღმდეგეთა წამებით , მკვლელობითა და ინტრიგების ხლართვით გამოიხატებოდა . შემდეგ კოსა უკვე ახალი პაპის ბონიფუციუს მე-9 ის მარჯვენა ხელად იქცა . ახალი პაპი დიდი სწავლა-განათლებით არ გამოირჩეოდა , ამიტომ მის სანაცვლოდ თითქმის ყველაფერს ბოლონიის უნივერსიტეტში განათლებამიღებული მთავარდიაკვანი ასრულებდა. 1402 წლის 27 თებერვალს ბალთაზარმა კარდინალის ხარისხი მიიღო. ახალნაკურთხი კარდინალი განაგრძობდა ბოროტმოქმედებათა დაუსრულებელ ჯაჭვს . დღისით ის უამრავ ქალთან აბამდა სასიყვარულო ურთიერთობას , ღამით კი ძველ სიყვარულთან , იანდრასთან მიდიოდა. მის მიერ გაუპატიურებელ მონაზონთა და საყვარელთა რიცხვი ზოგი ცნობით რამდენიმე ასეულს აღწევდა.
კარდინალმა კოსამ 1403 წლისთვის შესანიშნავი პოლიტიკური ალღოსა და დიპლომატიის წყალობით რომის პაპის ტახტს ბოლონია , პერუჯა და ასიზმი დაუმორჩილა. 1406 წელს გარდაიცვალა ბონიფაციუსის მემკვიდრე კლიმენტე მე-7 ( ვარაუდია რომ სწორედ კოსამ მოწამლა) და ტახტზე ყოვლისშემძლე კარდინალის კურთხევით გრიგოლ მე-12 ავიდა . მალე კარდინალს ურთიერთობა ამ პაპთანაც გაუფუჭდა. 1409 წელს პაპი გახდა ალექსანდრე მე-5 . 1410 წელს ალექსანდრე გარდაიცვალა . ამავე წელს ბალთაზარმა ყოფილი საყვარელი იანდრა მოწამლა , რადგან ამ უკანასკნელმა კოსას ახალ საყვარელს მკვლელები მიუგზავნა. 1410 წლის 17 მაისს შეიკრიბა ბალთაზარისგან მოსყიდულ კარდინალთა კონკლავი , რომელმაც გავლენიანი კოსა კარდინალი ახალ პაპად აირჩია, სახელწოდებით იოანე XXIII.
კოსა განაგრძობდა ძველებურ საქმიანობას ახლა უკვე პაპის ტახტზე და პაპის მიტრის ქვეშ. მისმა სისასტიკემ გარყვნილებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. მას საკუთარ ქალიშვილსა და შვილიშვილთან ინცესტშიც ადანაშაულებდნენ. 1414 წელს კონსტანციაში დაიწყო კათოლიკეთა მორიგი მსოფლიო საეკლესიო კრება. კრებაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო საკითხი , როგორიც არის საეკლესიო კრების ავტორიტეტის უზენაესობა პაპზე. კრებამ ჩადენილ ბოროტმოქმედებათა გამო იოანეს გადაყენება და გასამართლება გადაწყვიტა. 1415 წლის 20 მარტს მეჯინიბედ გადაცმული პაპი რომიდან თავისი მოკავშირის , ფრიდრიხ ავსტრიელის სამფლობელოში , შავფჰაუზენში გაიქცა და იქიდან იმეპრატორ სიგიზმუნდს წერილი მისწერა, რომელშიც თავს იმართლებდა . კრებამ პაპს ტახტზე უარის თქმა მოსთხოვა , მან კი სხვადასხვა პირობა წამოაყენა , როგორიცაა დიდი ფულადი კონპენსაცია , ინდულგენცია და მარტო იმ ცოდვებისთვის , რაც წარსულში ჩაიდინა ,არამედ იმისთვის , რასაც მომავალში ჩაიდენდა და სხვა. საპასუხოდ იმპერატორის ჯარები ფრიდრიხ ავსტრიელის სამფლობელოში შეიჭრნენ. ფრიდრიხმა და ბალთაზარმა თავს გაქცევით უშველეს.
კონსტანცის კრებამ პაპი იოანე მე-13 საშინელი ბოროტმოქმედებებისთვის გაასამართლა და დამხობილად გამოაცხადა. 1415 წლის 17 მაისს ბალთაზარი ფრაიბურგში დააპატიმრეს , მალე შვეიცარიის ქალაქ ტურგაუში გადაიყვანეს , შემდეგ კი პაპ მარტინ მე-5 ის მოთხოვნით – ქალაქ მანჰაიმში , საიდანაც ბალთაზარმა უზარმაზარი გამოსასყიდის ფასად თავის დახსნა და პაპისგან შენდობის მიღება მოახერხა.
კოსა სიცოცხლის ბოლომდე კარდინალად დარჩა. ის ფლორენციაში გარდაიცვალა 1419 წლის 22 დეკემბერს. მოგვიანებით მის სამარეზე , ფლორენციის ბაპტისტერიუმში , კოზიმო მედიჩიმ დონატელოს სამლოცველო აღამართვინა. სამლოცველო დღემდეა შემორჩენილი. ბალთაზარის საფლავის წარწერა გვაუწყებს , რომ აქ არის დასაფლავებული პაპი იოანე XXIII.