EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დინოზავრები, რომლებიც არ გამქრალან »

კატეგორია: ფლორა და ფაუნა

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2019-12-12 13:39:40

დინოზავრები, რომლებიც არ გამქრალან

Dinosauria

დედამიწასთან ასტეროიდის 66 მილიონი წლის წინანდელმა შეჯახებამ გაანადგურა დინოზავრები, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგი გადარჩა.
 
მანგროს ჭაობებიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს ჩიკშულუბ-პუერტო – მშვიდი ზღვისპირა სოფელი ასტეროიდის შეჯახებით წარმოქმნილი იმ უზარმაზარი კრატერის ცენტრში, რომელიც მექსიკის ყურეშია გადაჭიმული. გვიანდელი ცარცული პერიოდის ერთ ავბედით დღეს მთის ზომის ასტეროიდი დღევანდელი იუკატანის ნახევარკუნძლის სანაპიროს შეეჯახა, მიწა ამოამტვრია და კატასტროფულ მოვლენათა ჯაჭვი გამოიწვია. აორთქლებულმა ქანებმა და მავნე აირებმა „გაგუდა“ ატმოსფერო, ტყეები მთელ პლანეტაზე განადგურდა, ხოლო ტემპერატურამ მკვეთრი ცვალებადობა დაიწყო. დარტყმამ და მისმა შედეგებმა ბოლო მოუღო დინოზავრთა ბატონობას, რითაც არსებათა ის ჯგუფი გაანადგურა, რომელიც პლანეტაზე 135 მილიონი წელი ბატონობდა. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის გაანადგურა. სიცოცხლემ მაინც იმარჯვა და ზოგიერთი დინოზავრი გადაურჩა მასობრივ გადაშენებას – დღევანდელი ფრინველები დინოზავრთა გენეალოგიური ხის უკანასკნელ შემორჩენილ შტოს წარმოადგენენ.
 
ლოს-ანჯელესის ბუნებისმეტყველების მუზეუმთან არსებული დინოზავრების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის, ლუის ჩიაპეს აზრით „ეჭვგარეშეა, რომ ფრინველები დინოზავრები არიან“.
 
მაინც რამ მისცა თანამედროვე ფრინველთა წინაპრებს უპირატესობა თავიანთი ცარცული ხანის ბიძაშვილებთან შედარებით ასტეროიდის მიერ დატოვებულ იმ ჯოჯოხეთურ გარემო პირობებში? ამის გამოცნობა რთული საქმეა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მცირერიცხოვანია ფრინველთა განამარხებული ნაშთები და მათი შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემები, მაგრამ უკანასკნელი თორმეტიოდე წლის განმავლობაში გაკეთებული განსაკუთრებული აღმოჩენებისა და გენეტიკური ანალიზის განვითარების შედეგად დაიწყო გამოაშკარავება იმან, თუ როგორი გავლენა იქონია თანამედროვე ფრინველთა წარმომავლობის ისტორიაზე ჩიკშულუბის დარტყმამ, რაც პირველ დამაჯერებელ პასუხებს გვთავაზობს იმაზე, თუ როგორ
 
 
ამ დრომეოზავრთა მსგავსი დინოზავრები იხვის უძველესი ნათესავებით იკვებებოდნენ? განამარხებული ნაშთები აშკარას ხდის, რომ Vegavis iaai საოცრად ჰგავდა თანამედროვე იხვს. ეს ჩვენთვის ცნობილი უძველესი განამარხებული ნაშთია, რომელიც დღევანდელ ფრინველთა ჯგუფთან დააკავშირეს და რომელიც ყველა არამფრინავი დინოზავრის მომსპობი ასტეროიდის შეჯახებას გადაურჩა.
მონიკა სერანო, NGM-ის თანამშრომელი; პატრისია ჰილი. ილუსტრაცია: რაულ მარტინი; წყარო: ჯულია კლარკი, ტეხასის უნივერსიტეტი ოსტინში; მარსელო ლეპე, ჩილეს ანტარქტიდის ინსტიტუტი; ჯუდ ა. ქეისი, აღმოსავლეთ ვაშინგტონის უნივერსიტეტი
უნდა გადარჩენოდნენ ფრინველები კატაკლიზმას და სწრაფად ჩამოყალიბებულიყვნენ 10 000-ზე მეტ სახეობად, რომელიც დღეს არსებობს.
 
nationalgeographic.ge