EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიცილის ზონა »
კატეგორია: იუმორიავტორი:
თარიღი: 2013-02-06 21:19:33
მიხო მოკვდება, გაიხედავს სამოთხეში ხალხი ლოცულობს, გაიხედავს ჯოჯოხეთში ხალხი გულაობს ქალები, მუსიკა, დასალევი ადგება და იტყვის ჯოჯოხეთში მინდაო უცებ გამოეღვიძება დიდ ქვაბში გდია და ეშმაკი კოვზით ურევს თან ეუბნება: -მოგეწონა რეკლამა?
როგორ მოვიქცე პარაშუტი თუ არ გაიხსნა?_კითხულობს სვანი.
_ხელები მაგრად იქნიე ფრთებივით,_პასუხობს ინსტრუქტორი.
რამდენიმე წუთის შემდეგ ილუმინატორზე კაკუნია.
_მერე რა ვქნა?
სვანები ავსებენ კროსვორდს:
_ დასარტყამი ისტრუმენტი, ოთხი ასო… _ კითხულობს ერთი ხმამაღლა.
_ დანა! _ ამბობს მეორე......
თუ ცხოვრებამ მჟავე ლიმონი მოგიგდო,დაფიქრდი სად იშოვო ტეკილა, რომ მაგრად გააჯაზო......
მანქანით მიმავალი კახელი მეგობარმა დაინახა და გააჩერა. კახელი ერთი 10 წუთი მოუნდა უსაფრთხოების ღვედის ახსნას, ისე ჰქონდა გადაჭერილი.
- აბა როგორ ხარ ბიჯო? - ჰკითხა მეგობარმა
- რაღა როგორ ვიქნები ბიჯო, ამ პატრულის გადამკიდე, იგრე დამაშინეი, იგრე დამაშინეი რომა , ტვალეჩი რომ შავდივარ და უნიტაზზე ვჯდები, ტუალეტის ქღალდ იგრე ვიჭერ როგორც „რემენიო“...
მიხო დანიშნეს გამგებლად. მეორე დღეს მაროს ეუბნება:
- მე ახლა თანამდებობის პირი ვარ და საყვარელი უნდა გავიჩინოო. რამდენიმე თვის შემდეგ საზეიმო შეხვედრაზე მაროც წაიყვანა.
- აგე, მარო, იმ სამი ქალიდან, პირველი გუბერნატორის საყვარელია, მეორე მინისტრის, მესამე კი ჩემი.
- გენაცვალე, მიხო, ჩვენი ყველასა სჯობია...
მეგრელი ციხეში მოხვდა. როცა დაიძინა მწვანე საღებავი წაუსვეს მელოტ თავზე. გამოიღვიძა მეორე დილით და სარკეში რომ ჩაიხედა, გადაირია:
– დედას გიტირებთ, ახლავე თქვით რომელმა გამკრასკა!
– მე გაგკრასკე – წამოდგა ვიღაც კუნთებიანი ახმახი – რა გინდა ახლა?
– ხოხ, არაფერი ისეთი, გაშრა და მეორე პირი არ უნდა გადაუსვა?.
გურულს ტყეში ყაჩაღი დახვდა:
– ფული, ჩქარა!
– მზესუმზირა მაქვს აგერ, ბატონო და ინებეთ.
– მზესუმზირა რა ჯანდაბად მინდა?!
– თავს შეიქცევთ, სანამ ვინმე ფულიანი გამეიარს.
გურულმა სახლში მისვლა დააგვიანა, ცოლი ეკითხება:
-სა იყავი მთელი ღამე?
-სამსახურში.
-არ მჯერა.
-კინოში
.-ტყვილია მაი.
-მორიგე ვიყაი.
-არ მჯერა...
-აპა მაცალე პაწა ძილი, დილამდე მევიფიქრებ რაცხას.
გოგო შედის გამოცდაზე. ლექტორი ეკითხება სამ ასოიანი სიტყვა მითხარი ყ_ზე რომ იწყებოდეს. ეს გოგო გაწითლდება გალურჯდება, ვერ იტყვის და გავა. შემოვა ბიჭი. სამ ასოიანი სიტყვა მითხარი ყ_ზე რომ იწყებოდეს. ეს ბიჭი იტყვის ყბა. გადი ეხა გარეთ და გოგო რომ იქნება იმას უთხარი სანამ ყლ*ზე ფიქრს თავს არ დაანებეს არაფერი არ ეშველება
გურული დაკრძალვაზე ჩავიდა კახეთში. მშობლიურ კუთხეში მწირ ქელეხებს მიჩვეული გაკვირვებული დასცქეროდა სუფრაზე დახვავებულ ხორაგს. ქელეხის ბოლოს კარგად გამაძღარმა და კახური ღვინით შეზარხოშებულმა ჩაილაპარაკა:
- აი, ძამა, სად უნდა კვდებოდეს ხალხი.
მიხო მოხუცდა. თავისი ცხოვრების მანძილზე საზღვარგარეთ არ იყო ნამყოფი. იფიქრა: ”ისე ხო არ მოვკვდები რომ ერთი უცხო ქვეყანა მაინც არ ვნახოო.” მოაგროვა ფული და წავიდა ერთ-ერთ ქვეყანაში.
დადის, ათვალიერებს. შემთხვევით სასაფლაოს ჩაუარა. დაინტერესდა: ”ნეტა აქ როგორი საფლავები იციანო” და სანახავად შევიდა. ხედავს საფლავის ქვებს შემდეგნაირად აწერია:
დაიბადა 1020 წელს
გარდაიცვალა 1990 წელს
იცხოვრა 10 წელი
დაიბადა 1040 წელს
გარდაიცვალა 2005 წელს
იცხოვრა 2 წელი.
გაუკვირდა ასე რატომ აწერიაო და სასაფლაოს დარაჯს კითხა მიზეზი. დარაჯმა უპასუხა:
_ აქ იმდენი წელი უწერიათ რამდენიც მართლა იცხოვრეს, ანუ როცა ჰქონდათ ბევრი ფული, მაგარი გრიალი, მაგარი მანქანები, მაგარი იახტები და რაღა ბევრი გავაგრძელო, ყველაფერი ის რაც თვითონ უნდოდათ.
მიხო სახლში რომ დაბრუნდა ცოლს უთხრა:
_ დედაკაცო, რო მოვკვდები საფლავის ქვაზე დააწერეთ:
“მკვდარი დაიბადა.”......
სვანი წყლის პირას იჯდა.
ცხენიანმა კაცმა გამოიარა,
ჰკითხა:
- ღრმა წყალია?
- არაა, პატარაა.
შევიდა კაცი ცხენიანად და
ძლივს გამოვიდა.
უსაყვედურა:
- აბა ღრმა არ არისო?...
- რა ვიცი, წეღან იხვმა
გაიარა, წელამდე წვდებოდა
და…