EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კვენტინ ტარანტინო (Quentin Jerome Tarantino) »
კატეგორია: კინოსამყაროავტორი: admin
თარიღი: 2019-12-22 11:45:39
კვენტინ ჯერომ ტარანტინო (ინგლ. Quentin Jerome Tarantino [ˌtærənˈtiːnoʊ]; დ. 27 მარტი, 1963) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი. თავისი კარიერა დაიწყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როგორც დამოუკიდებელმა რეჟისორმა, რომლის ფილმებს ახასიათებდა არახაზობრივი სიუჟეტი, სატირული თემები და ძალადობის ესტეტიზაცია.
მისი ცნობილი ფილმებია „ცოფიანი ძაღლები“ (1992), „მაკულატურა“ (1994), „მოკალი ბილი“ (2003, 2004), „უსახელო ნაბიჭვრები“ (2009), „ჯანგო გათავისუფლებული“ (2012). ტარანტინოს მიღებული აქვს ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA და ოქროს პალმის რტო, ასევე ემისა და გრემის ჯილდოები. კვენტინ ტარანტინო ხშირად თანამშრომლობს თავის მეგობართან და კოლეგასთან რობერტ როდრიგესთან, ასევე მსახიობ სამუელ ლ. ჯექსონთან.
ბიოგრაფია
რობერტ როდრიგესი და კვენტინ ტარანტინო
კვენტინ ტარანტინო დაიბადა ქალაქ აშშ-ის ქალაქ ნოქსვილში, მსახიობ ტონი ტარანტინოსა და ძიძის კონი მაკჰიუს ოჯახში. ტარანტინოს მამა, რომელიც მსახიობი და მოყვარული მუსიკოსია, წარმოშობით იტალიელია, ხოლო დედამისი ირლანდიელი, ასევე მისი გენეალოგია დაკავშირებულია ინდიელ ტომთან — ჩეროკისთან.
ტარანატინო აღზარდა დედამისმა, რამეთუ ცოლ-ქმარი ბავშვის დამადებამდე გაცილდნენ ერთმანეთს. როდესაც კვენტინს 2 წელი შეუსრულდა დედამისთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ტორანსში, ხოლო შემდეგ ჰარბორ-სიტიში. კვენტინ ტარანტინო ლოს-ანჟელესში გაიზარდა, ჩააბარა ფლემინგის სკოლაში, სადაც დრამის გაკვეთილებს ეუფლებოდა. 22 წლის ასაკში ტარანტინო მუშაობდა რეჟისორ ჯოშუა დაიმონდთან „El Visto Paradiso Three“ პროექტზე. ამასთანავე სამუშაოდ მოეწყო ვიდეო-არქივში.
კარიერა
ტარანტინომ ჰოლივუდის ერთ-ერთ წვეუელებაზე გაიცნო პროდიუსერი ლოურენს ბენდერი. მან რომელიც დაარწმუნა ტარანტინო, დაეწყო სცენარებზე მუშაობა. პირველი სცენარი ტარანტინომ დაწერა 1985 წელს, თუმცა სცენარი არ იყო რეალიზებული. თავისი პირველი ფილმი („ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე“) კვენტინ ტარანტინომ გადაიღო 1987 წელს. ჟანრი კომედია. თუმცა დღეისათვის შემონახულია ფილმის მხოლოდ 36 წუთი, დანარჩენი ნაწილი კი განადგურდა ხანძრის გამო. აღსანიშნავია, რომ იმ დროიდანვე გამოვლინდა ტარანტინოს მიდრეკილება არა მხოლოდ რეჟისურისადმი, არამედ საპროდიუსერო, სამსახიობო და სხვა საქმიანობისადმი. ამ ფილმში ტარანტინო გვევლინება როგორც რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი და მსახიობი.
1992 წლის იანვარში გამოდის ტარანტინოს ოფიციალურად აღიარებული პირველი კინოფილმი „ცოფიანი ძაღლები“, რომელსაც იმთავითვე წარმატება ხვდა წილად. პრემიერა გაიმართა სანდენსის კინოფესტივალზე. კრიტიკოსებმა კინო აღიარეს. მისი სცენარი ტარანტინომ სამნახევარ კვირაში დაწერა. სცენარი წაიკითხა და მოიწონა ჰარვი კეიტელმა, რომელიც ფილმის მსახიობი და თანაპროდიუსერი იყო და ფილმისთვის სახსრების მოძიებაზე მუშაობდა.
1993 წელს ტარანტინოს სცენარი რეალიზებული იქნა სერიალისთვის „ნამდვილი სიყვარული“, 1994 წელს ტარანტინოს სცენარის მიხედვით გადაიღეს კინოფილმი „მკვლელებად დაბადებულნი“, სადაც მთავარი როლი შეასრულა ვუდი ჰარელსონმა. 1994 წელს ტარანტინოს სთავაზობენ ფილმ „სიჩქარე“-ზე მუშაობას, თუმცა მან უარი განაცხადა და გაემგზავრა ამსტერდამში, სადაც „მაკულატურის“ სცენარზე მუშაობდა.
1994 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი „მაკულატურა“, სადაც ერთბაშად ცნობილმა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. ჯონ ტრავოლტამ, უმა თურმანმა, სამუელ ლ. ჯექსონმა, ბრიუს უილისმა და სხვებმა ფილმი საკმაოდ პოპულარული გახადეს, ხოლო შემოსავალმა 200 მლნ. გადააჭარბა. ფილმში ტარანტინომ ძალადობის ესთეტიზაციისა და არათანმიმდევრუი თხრობის ხერხებს. ფილმისთვის ტარანტინომ ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს პრემიები მიიღო, როგორც საუკეთესო ორიგინალური სცენარის ავტორმა.
1995 წელს ერთ-ერთი ეპიზოდი გადაიღო ფილმისთვის „ოთხი ოთახი“. კინოკრიტიკოსები ფილმს ცივად შეხვდნენ. 1996 წელს ტარანტინოს სცენარით რობერტ როდრიგესმა გადაიღო ფილმი „მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, სადაც მთავარი როლები შეასრულეს ჯორჯ კლუნიმ და საკუთრივ კვენტინ ტარანტინომ. 1997 წელს ტარანტინომ გადაიღო თავისი რიგით მესამე ფილმი „ჯეკი ბრაუნი“.
ამ ფილმის შემდეგ ტარანტინო 6 წლის განმავლობაში კინოს ჩამოშორდა. ის გეგმავდა „უსახელო ნაბიჭვრების“ გადაღებას, თუმცა გადადო ის და დაიწყო „მოკალი ბილის“ სცენარის დამუშავება. ის ეფუძნებოდა პერსონაჟს, რომლის შექმნის იდეა ტარანტინოს და უმა თურმანს ერთად მოუვიდათ „მაკულატურის“ გადაღების დროს. გადაღება 155 დღეს გაგრძელდა და 5 ქვეყანაში მიმდინარეობდა. სტუდია „მირამაქსი“ აჩქარებდა ტარანტინოს მონტაჟის დროს, რადგან ფილმის გამოშვება სწრაფად სურდათ. საბოლოოდ ისინი ფილმის ორად გაყოფაზე შეთანხმდნენ.
2004 ტარანტინო წელს იყო ჟიურის წარმომადგენელი კანის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაზე. ამ წელს ოქროს პალმის რტო მიეკუთვნა სკანდინავიურ დოკუმენტურ ფილმს „ფარენჰეიტი 9/11“, რომელიც მიეძღვნა ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის კრიტიკას. 2007 წელს ტარანტინო როდრიგესთან ერთად მუშაობდა პროექტზე „გრაინდჰაუსი“. ტარანტინოს მიერ გადაღებულ ნაწილს ეწოდა „სიკვდილის მტკიცებულება“. ის 70-იანი წლების სლეშერ ფილმების მსგავსად იყო გადაღებული. მიუხედავად პოზიტიური გამოხმაურებებისა, ფილმი კინოგაქირავებაში არც ისე წარმატებული აღმოჩნდა.
2009 წელს ტარანტინომ გადაიღო ფილმი „უსახელო ნაბიჭვრები“. ფილმი ეხება ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში მოქმედ ებრაულ პარტიზანულ დაჯგუფებას. ფილმის გადაღება 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო ფილმი 2009 წლის აგვისტოში გამოვიდა. ფილმმა კინოგაქირავებაში წარმატებას მიაღწია და მისმა შემოსავალმა შეადგინა $321 455 689, რითაც ის გახდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტარანტინოს ფილმებს შორის, „ჯანგო გათავისუფლებულის“ გამოსვლამდე.
2010 წელს ტარანტინო იყო ჟიურის თავმჯდომარე 67-ე ვენეციის კინოფესტივალზე. ოქროს ლომი მიეკუთვნა ფრენსის ფორდ კოპოლას შვილს სოფია კოპოლას, ფილმისთვის „სადღაც“.
ტარანტინოს შემდეგი ფილმი კვლავ ვესტერნი იქნება. ფილმის „საზიზღარი რვა” გადაღებები 2015 წლის იანვარში დაიწყება და მას The Weinstein Company გამოუშვებს.
პირადი ცხოვრება
კვენტინ ტარანტინო სხვადასხვა დროს ურთიერთობაში იმყოფებოდა მირა სორვინოსთან, ელის ანდერსთან, სოფია კოპოლასთან, ჯული დრეიფუსთან, კეთი გრიფინთან. ასევე არსებობს მითქმა-მოთქმა ტარანტინოსა და უმა თურმანს შორის არსებულ ურთიერთობაზე. ტარანტინომ თურმანი თავის მუზად მოისხსენია. თუმცა ტარანტინომ ასევე დასძინა, რომ მათ შორის მხოლოდ პლატონური ურთიერთობაა. მან განაცხადა ასევე, რომ აპირებს კინოს დატოვებას მაშინ, როდესაც მას 60 წელი შეუსრულდება. იგი სკეპტიკურად უყურებს ასევე ციფრული კინოინდუსტრიის ტექნოლოგიას. ტარანტინო ფუტ-ფეტიშისტია.
ჯილდოები
ტარანტინო პარიზში სეზარის დაჯილდოებაზე (2011).
„ცოფიანი ძაღლები“ — 1992 წელს დაჯილდოვდა კრიტიკოსების მიერ იუბარის მე-4 საერთაშორისო ფანტასტიკურ კინოფესტივალზე.
„მაკულატურა“ — 1994 წელს კანის კინოფესტივალზე მოიგო ოქროს პალმის რტო; ნომინირებული იყო 7 ოსკარზე,
გაიმარჯვა ერთ ნომინაციაში, „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“.
1996 წელს ტარანტინო ნომინირებული იყო ოქროს ჟოლოს პრემიაზე, ცუდად შესრულებული როლისთვის ფილმში
„მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, თუმცა დამარცხდა, საბოლოოდ ოქროს ჟოლო ხვდა წილად მარლონ ბრანდოს.
2005 წელს ტარანტინომ მოიგო ათწლეულის გამოსახულება „Sony Ericsson Empire Awards“-სგან.
2007 წლის 15 აგვისტოს ფილიპინების პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ ტარანტინო დააჯილდოვა კატეგორიაში „მიღწევა სიცოცხლეში“ (მანილა, ფილიპინები).
2009 წელს ტარანტინოს ფილმი უსახელო ნაბიჭვრები ნომინირებული იყო 9 ოსკარის პრემიაზე, საბოლოოდ გაიმარჯვა მხოლოდ ერთ ნომინაციაში.
2010 წლის მარტში ტარანტინო დაჯილდოვდა ორდენით უნგრეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებული ღვაწლისათვის.
2011 წლის თებერვალს ტარანტინომ მიიღო საპატიო ჯილდო სეზარი.
ფილმოგრაფია
1987 ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე
1992 ცოფიანი ძაღლები
1993 ნამდვილი სიყვარული
1994 მაკულატურა დიახ
მკვლელებად დაბადებულნი
ჩემთან ერთად დაიძინე
მოკალი ზოი
1995 ოთხი ოთახი დიახ
სასოწარკვეთილი
დესტინი რთავს რადიოს
1996 მზის ჩასვლიდან განთიადამდე
ექვსი გოგონა
შედედებული სისხლი
1997 ჯეკი ბრაუნი დიახ
1999 დაღამებიდან გათენებამდე 2
დაღამებიდან გათენებამდე 3
2000 პატარა ნიკი
2003 - 2004 მოკალი ბილი (Vol. I & II)
2004 ჩემი სახელია მოდესტი
2005 დოლტრი კელჰოუნი
ჰოსტელი
2006 სიბრაზის თავისუფლება
2007 გრაინდჰაუსი
უორენი სეგმენტი: სიკვდილის მტკიცებულება
სეგმენტი: შიშის პლანეტა
სუკიაკი-ვესტერნი-ჯანგო
ჰოსტელი II
2008 ჯოჯოხეთური მოგზაურობა
2009 უსახელო ნაბიჭვრები
American GI კამეო
Film within a film: ერის სიამაყე
2012 ჯანგო გათავისუფლებული
2015 საძულველი რვა
2019 ერთხელ ჰოლივუდში