EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კანდიდოზი - სოკო კანდიდა (candidiasis) »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Khexus

თარიღი: 2019-12-24 12:54:08

კანდიდოზი - სოკო კანდიდა (candidiasis)

candidiasis

სოკოვან ინფექციას კანდიდოზის სახელითაც ხშირად იხსენიებენ.
რა არის კანდიდოზი?
 
კანდიდოზი - ეს არის კანდიდას გვარის სოკოებით გამოწვეული კანის ინფექცია. 
 
 
 
რა იწვევს დაავადებას?
 
ძირითადად ინფექციის გამომწვევს წარმოადგენს Candida albicans. სხვა გამომწვევებია: C.tropicans, C.crusei, C.glabrata. დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: გარემოს მაღალი ტემპერატურა, მჭიდრო ტანსაცმლის ტარება, ცუდი ჰიგიენა, ბავშვებში საფენის გამოყენება, ანტიბიოტიკოთერაპია, ენდოკრინული დარღვევები და სხვა. 
 
ამ პაწაწინა, პერიოდულ აგრესიულობაში შემჩნეულ მიკროორგანიზმს, ძალიან უყვარს ადამიანის ორგანიზმზე ან ორგანიზმში ცხოვრება. სად აღარ შეხვდებით: პირის ღრუში, კანზე, ნაწლავის სანათურში, საშოში... 
პატარა ფუნგუსი (მას ასეც უწოდებენ და დაავადებაც, რომელსაც ის იწვევს, ფუნგალური ინფექციის სახელითაც არის ცნობილი) სხვა უვნებელ 
მიკროორგანიზმების (ასეთი კი ჩვენს ორგანიზმში უამრავია) მეზობლად ცხოვრობს და დაავადებას მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში, მარტივად რომ ვთქვათ, საცხოვრებელი პირობების გაუარესების შემთხვევაში იწვევს. ასეა, როდესაც ადამიანს იმუნიტეტი აქვს დასუსტებული, ანტიბიოტიკების, კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებისა და კორტიკოსტეროიდების უხვად მიღება უხდება. ასევე ხშირია კანდიდა ალბიკანსის გამრავლებისა და სოკოვანი ინფექციის შემთხვევები შაქრიანი დიაბეტის დროს.
კანდიდას ესა თუ ის სახეობა ზრდასრული მოსახლეობის ნახევარს შეიძლება აღმოვუჩინოთ. ამავე დროს კანდიდოზი ერთნაირად ერჩის როგორც მდედრებს, ისე მამრებს, თუმცა ვაგინალური კანდიდოზი, ლოგიკის თანახმად, მხოლოდ ქალებში გვხვდება. ის კი არა, თურმე სოკო ვაგინიტის მიზეზთა შორის საპატიო მეორე ადგილს იკავებს.
სტატისტიკის თანახმად, სოკოვანი ინფექცია ყველაზე ხშირად მოხუცებულებს უჩნდებათ, თანაც უმეტესად მისი ორალური (პირის) ფორმა. ამიტომაც არის, რომ მოხუცები ხშირად უჩივიან სტომატიტს.
საზოგადოდ, სოკო ყველაზე ხშირად აზიანებს:
. პირის ღრუს და სტომატიტს იწვევს. ამ დროს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი და ენა შეწითლებულია და მოთეთრო, ნაფიფქის მსგავსი ნადებით არის დაფარული. გამონაყარი უმეტესად მტკივნეულია, ძალიან იშვიათად კი შესაძლოა დისკომფორტსაც არ იწვევდეს.
. საყლაპავს. ამ დროს ყლაპვა მტკივნეულია.
. კანს. ამ დროს კანზე, უპირატესად – ძუძუს ქვეშ, მუცელზე, საზარდულის არეში, შეწითლებული, დაცვარული უბნები ჩნდება, რომლებიც ხშირად  გარშემორტყმულია პატარა ბუშტუკებით – პუსტულებით. გამონაყარი ხშირად მქავანაა.
. საშოს კედლებს. სოკოვანი ვაგინიტის დროს (ვაგინალურ კანდიდოზს რომ უწოდებენ) ქალს საშოს შეწითლება, ტკივილი, ქავილი და ხაჭოსებრი გამონადენი აწუხებს. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მძაფრად არის გამოხატული სქესობრივი კავშირის დროს ან მის შემდეგ.
. ტერფებს. სოკოვანი ინფექციის ეს ფორმა განსაკუთრებით ხშირია. ამ დროს კანდიდა ძირითადად თითებს შორის კანს აზიანებს ან სულაც უკვე დაზიანებულ (დამსკდარ) კანზე იკიდებს ფეხს და ისეთსავე სიმპტომებს იწვევს, როგორსაც კანის ბანალური სოკოვანი ინფექცია.
სოკოვანი ინფექციისგან განკურნება არცთუ ისე ძნელია, პრევენცია კი უფრო იოლი: კანის ზედაპირი მშრალად და სუფთად შეინარჩუნეთ, დაიკელით წონა, დიაბეტის შემთხვევაში აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე...
მკურნალობენ ადგილობრივი და დასალევი მედიკამენტებით. სადღეისოდ სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო ათასგვარი კრემი და ლოსიონი არსებობს, მაგალითად, მუსიტროლი.
მრავალი ექიმის მოსაზრებით (რომელთა უმეტესობაც ამერიკელია), როდესაც ქალს ვაგინალური კანდიდოზი აწუხებს, მის სქესობრივ პარტნიორს მკურნალობა ჩატარება არ სჭირდება, აი, ქალის მკურნალობის პერიოდში კი სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავებას უთუოდ ურჩევენ. 
 
როგორ გამოვლინდება დაავადება?
 
candidiasis• კანდიდოზის დროს ზიანდება ნაოჭების არეები, იღლიები, საზარდული, თითების გვერდითა ზედაპირები, ასევე ფრჩხილები და მათი მორგვები. ხშირად ზიანდება პირის ღრუსა და გენიტალიუმის ლორწოვანი გარსები. 
• ნაოჭების კანდიდოზი გამოვლინდება ქავანა, მკვეთრი საზღვრების მქონე, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ერითემატოზული ბალთების სახით, რომელთა ირგვლივ ვითარდება ”სატელიტი” პაპულები და პუსტულები. 
• გენიტალიუმის კანდიდოზს ახასიათებს ქავილი და თეთრი ფერის გამონადენი. 
• პირის ღრუს კანდიდოზს - თეთრი ფერის ნადები, რომლის მოფხეკა იწვევს სისხლდენას. 
• კანდიდოზური ონიქია და პარონიქია ხასიათდება ფრჩხილის მორგვების მტკივნეული შეშუპებით, ფრჩხილების მოყვითალო და მოთეთრო შეფერილობით. 
 
 
 
არის თუ არა გადამდები დაავადება?
 
კანდიდოზი გადამდები დაავადებაა. 
 
 
 
განკურნებადია თუ არა დაავადება?
 
დაავადება განკურნებადია. 
 
 
 
როგორია მკურნალობის მეთოდები?
 
• საჭიროა სიმშრალის შენარჩუნება მაქსიმალურად. 
• ადგილობრივი და ზოგადი სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა.