EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ შევინახოთ და გამოვიყენოთ ფუტკრის მიერ დამზადებული პროდუქტები »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-02-06 23:35:15

თუ თქვენ გაინტერესებთ, როგორ შეინახოთ სწორად თაფლი და ფუტკრის მიერ დამზადებული სხვა პროდუქტები , მაშინ გაეცნით მოცემულ ინსტრუქციას. თაფლი, დინდგელი, ფუტკრის რძე, თქვენ ალბათ ბევრი გსმენიათ მათი მნიშვნელბისა და სასარგებლო თვისებების შესახებ.

საფეხურები

 

თაფლის შენახვა 
 თაფლი აუცილებლად უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. ტემპერტურა უნდა იყოს არაუმეტეს 40C. თუ თაფლი შეიძინეთ სამ ლიტრიანი ქილით, აუცილებელია დავაფასოვოთ მცირე მოცულობის მინის (უკეთესია მუქ) არაუმეტეს 0,5 ლიტრიან ქილაში ხრახნიანი სახურავით.
 დაიმახსოვრეთ :
 არ გააცხელოთ თაფლი 40-ზე ზემოთ;
 არ გაყინოთ ის და არ შეინახოთ ყინვაში;
 შეინახეთ ისეთ ადგილას სადაც არ ეხება მას მზის პირდაპირი სხივები;
 ნუ ჩაასხამთ თაფლს ჭურჭლის მთლიანი მოცულობის 95%-ზე მეტს;
 გარკვეული დროის შემდეგ თაფლი იწყებს დაკრისტალებას (გარდა სალბისა და აკაციის) ეს არის ბუნებრვი პროცესი.
 გახსოვდეთ, თაფლის დაკრისტალება — მისი მაღალი ხარისხის მაჩვენებელია!
 
დინდგელი
 დინდგელი - იგივე პროპოლისი არის წებოვანი მუქი მომწვანო ან მოყვითალო ფერის. მას აქვს მომწარო გემო. აქვს სპეციფიკური თაფლის, ცვილის, ვანილის და ფისოვანი სუნი. დროთა განმავლობაში დადგენილი შედარებით მუქ, ხშირ შემთხვევაში მოშაო ფერს ღებულობს, შემდეგ მკვრივდება და კარგავს სუნს. დინდგელის სასიამოვნო სუნი დამოკიდებულია მცენარეთა სახეობაზე, საიდანაც ფუტკარი აგროვებს მას. მისი შენახვა შეგიძლიათ ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურის პორობებში.
 
ფუტკრის რძე 
 ფუტკრის რძე წარმოადგენს ნახევრად თხევად, გაუმჭირვალე, მაწვნისმაგვარ ღია მოყვითალო ფერის ნივთიერებას, რომლის ქიმიური შემადგენლობა ძალზე რთულია. იგი შედგება 130-ზე მეტი ორგანული ნაერთებისგან.
 ფუტკრის რძის მიღების წინა პირობაა ფუტკრის ოჯახის მიერ დედის გამოყვანა. ოჯახის დაობლების შემდეგ სამუშე ლავრა (ჭუპრი) უნდა გარდაიქმნას სადედე ლავრად. ამ შემთხვევაში სამუშე ლავრიან უჯრას ფუტკრები რძით გაავსებენ და ეს საკვები, ხდება მიზეზი, იმისა, რომ მუშა ფიტკრის მაგივრად (ცოცხლობს 3-5 თვე) მიიღება დედა ფუტკარი. (ცოცხლობს 5-7 წელი). სწორედ ამ უჯრედებიდან, დედა ფუტკრის გამოჩეკვამდე, ხდება ფუტკრის რძის შეგროვება მეფუტკრის მიერ. 
 მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის „აპიმონდიას“ მიერ დადგენილ იქნა, რომ: „არც ბიოლოგიაში და არც მედიცინაში ჯერ-ჯერობით არ არსებობს ისეთი ეფექტური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ცოცხალი ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად და აგრეთვე გამრავლების სტიმულირებისათვის, როგორიც არის ფუტკრის რძე“. 
 
თვისებები :
 გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ადამიანის სხეულში ფუტკრის რძე ანახლებს სისხლს. კერძოდ, ადამიანის სისხლის ჰემოგლობინის რაოდენობა იზრდება და ხდება მისი განახლება. ჰემოგლობინი არის სისხლის ის ნაწილაკები, რომლებსაც გადააქვს ჟანგბადი სასუნთქი ორგანოებიდან ქსოვილებამდე და ქსოვილებიდან გადააქვს ნახშირორჟანგის გაზი სასუნთქ ორგანოებამდე. ჰემოგლობი-ნის განახლება აუცილებელია, რაგდან ორთოგენეზის პროცესში ის განიცდის გადაგვარებას და მას აღარ შეუძლია შეასრულოს ჟანგბადის გადატანა. გარდა ჰემოგლობინის განახლებისა ფუტკრის რძე წმინდავს სისხლს ქოლესტერინისაგან ეს იწვევს სისხლძარღვების და კაპილარების გასუფთავებას, რაც ხელს უშლის უჯრედების დაღუპვას და ნაოჭების წარმოქმნას. 
 
შენახვა:
 მტკიცდება, რომ რძე უნდა მივიღოთ ნატურალური სახით, ამჟამად გამომშრალი რძის ფხვნილის ან ტაბლეტის სახით დამზადება უარყოფილია. იგი ადვილად ფუჭებადი პროდუქტია, მას ინახავენ მაცივარში 2-6°c-მდე. ჰერმეტულად თავდახურულ მცირე ზომის
 მინის ჭურჭელში, ან ერთჯერად შპრიცში.