EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კალამონდინი - ციტროფორტუნელა (kalamondini) »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: lolipop

თარიღი: 2019-12-24 18:38:34

კალამონდინი - ციტროფორტუნელა (kalamondini)

kalamondini

ეს ეგზოტიკური ხილი მანდარინის და ფორტუნელას შეჯვარებით მიიღეს და ხშირად სხვა სახელითაც მოიხსენიებენ - ციტროფორტუნელა. ხშირად ოთახის მანდარინსაც ან ოქროსფერ ფორთოხალს ეძახიან. ეს მცენარე გავრცელებულია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. 
 
წარმოადგენს მარადმწვანე მცენარეს - არც ისე დიდ ხეს, -1 მ მდეა ზომით, თუმცა ბუნებაში აღწევს 5 მ საც. აქვს მკვეთრი ყვითელ- ნარინჯისფერი საკვებად ვარგისი ნაყოფი. მოსავლელად არაა რთული. მრავლდება თესლით და კალმით. ადვილად იტანს სახლის პირობებს და ოთახში გამოზამთრებას, სახლის პირობებში კარგად მსხმოიარე., ზაფხულში შეიძლება მისი გარეთ გატანა,
 
ყვავილობას იწყებს გაზაფხულის ბოლოს და მთელი ზაფხული ყვავილობს პატარა თეთრი ვარსკვლავისებრი ყვავილებით, რასაც სასიამოვნო სურნელი აქვს. ყვავილობა ზოგჯერ მსხმოიარობის დროსაც გრძელდება.
 
იმისთვის, რომ გარანტირებულად მოისხას ნაყოფი, ხდება მისი ხელოვნური დამტვერვა რბილი ფუნჯით. ნაყოფი ხშირად უკვე 25სმ სიმაღლის ხესაც აქვს ხოლმე. ნაყოფი მომჟავო მწარე და სურნელოვანია, კანი კი ტკბილი აქვს. შიგნით ბევრია თესლი.
 
ეს მცენარე საზღვარგარეთიდან შემოაქვთ და ფესვებში ხშირად ატანენ სპეციალურ ჰორმონებიან კაფსულებს. თუ სახლში მოტანილ მცენარეს ფოთოლცვენა დაეწყო, მას გადარგავენ ხოლმე, ამოღებულ მცენარეს ფესვებს უთვალიერებენ, დაზიანებულს ან მომპალს აჭრიან და ახალ მიწაში გადააქვთ. ფოთოლცვენა არც ისე საშიშია. მას აცლიან ნაყოფს, ზედმეტ ტოტებს, რომ მეტი ენერგია არ დახარჯოს ამ ნაწილებზე. მერე ხშირად ნამავენ მკვებავი ხსნარებით და უტარებენ პროფილაქტიკურ შეწამვლას მავნებლების წინააღმდეგ. მალე მცენარე ისევ დგება ფორმაში და აგრძელებს ცხოვრებას. კალამონდინს სჭირდება რეგულარული მორწყვა, კვება, გადარგვა, ასევე გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის, განათების და ტენიანობის დაცვა.
 
ახალ გარემოსთან შეგუება უჭირს, ამიტომ ახალმოტანილ მცენარეს უქმნიან ჰაერის მაღალ ტენიანობას პოლიეთილენის პაკეტის დახურვით, რომელსაც ყოველდღე ხსნიან განიავების მიზნით. ოთახი, სადაც დევს ეს მცენარე ,უნდა იყოს თბილი და ნათელი. ზამთარში შეიძლება დამატებითი განათების მოწყობაც. ზაფხულში კი მზის პირდაპირი სხივებისგან დაცვა სჭირდება.
 
ყვავილობისას არ შეიძლება ქოთნის გადაადგილება -შეტრიალება. იმისთვის, რომ ვარჯი თანაბრად გაუვითარდეს, მზის მიმართ ქოთანს ძალიან ნელა აბრუნებენ დღეში 1 მმ ზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე სითბოსმოყვარულია, მსხმოიარობისთვის გრილი გამოზამთრება სჭირდება - 12-15 გრ მდე, თუმცა უძლებს 5 გრ მდე დაწეულ ტემპერატურასაც. ზაფხულში ოპტიმალურია 18-20გრ.
 
ცხელ ამინდში უხვად ირწყვება, სიგრილეში კი ზომიერად. 
 
სასუქად გამოდგება კომპლექსური მიკროელემენტების შემცველი ნებისმიერი სასუქი ციტრუსებისთვის. ვინაიდან მსხმოიარობა დიდხანს გრძელდება, სასუქი მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. მეტად ეფექტურია თხევადი ფესვგარეშე კვება. მაგრამ ფოთლის ზედაპირი რომ არ გაუფუჭდეს, საკვებს ქვედა მხრიდან ასხურებენ.
 
მავნებლებიდან ხშირად ემტერება ფრთათეთრა, აბლაბუდა ტკიპა, ფარიანა, ცრუფარიანა, ბუგრი. მათ წინააღმდეგ იყენებენ პრეპარატებს, წამლავენ 2-3 ჯერ და დამუშავების მერე აფარებენ პოლიეთლენის პაკეტს, დებენ ფანჯრიდან მოშორებით. ვინაიდან მისთვის მდებარეობის შეცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს, წამლობის დასრულების მერე მას იმავე ადგილზე აბრუნებენ და იმავე მდებარეობით დებენ, როგორც ადრე იდგა, რისთვისაც ქოთანს ადებენ ნიშანს.
 
თავად მცენარე არც ისე დიდია, მაგრამ ფესვები კი გრძელი აქვს, ამიტომ სჭირდება შედარებით დიდ ქოთანში ჩარგვა-გადარგვა.ნიადაგი უნდა შედგებოდეს კორდის მიწის, დამწვარი ნაკელის და ქვიშისგან 2:1:1 თანაფარდობით. გადარგვიდან ერთი თვე კვება არ დასჭირდება. გადარგვა ხდება მიწიანად. ქოთანში კი დრენაჟია საჭირო. 
 
გამრავლების პროცესი რთული და ხანგრძლივია.თესლიდან მცენარის გაზრდას და მის მსხმოიარობას წლები სჭირდება.
 
ტოტები ფესვიანდება ფხვიერ სუბსტრატში, სითბოში - 23-25 გრ ზე. ამიტომ ასე მისი გამრავლება სჯობს ზაფხულში.ყველა ტოტი არც ფესვანდება. ხშირად იყენებენ ფესვის ზრდის სტიმულატორსაც.
 
yvavilebismovla.ge