EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ფსიქოლოგიური მომზადება »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2020-02-01 18:46:49

ფსიქოლოგიური მომზადება

ფსიქოლოგიური-მომზადება

 საბრძოლო ხელოვნებაში ფსიქოლოგიური მომზადება ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური თვითპროგრამების უნარს ანვითარებს. დადგენილია, რომ ორგანიზმის თვითპროგრამირება ყველაზე ეფექტურად ხორციელდება მხოლოდ ფსიქიკის სრული გაწონასწორების შემთხვევაში. ეს წონასწორობა საბრძოლო ხელოვნებაში ინტენსიური ვარჯიშის შედეგად მიიღწევა
  ფსიქიკური თვითრეგულაციისა და თვითპროგრამირების მეთოდები ხელს უწყობს ადამიანის მრავალმხრივ განვითარებას:
 
  1.      ინტელქტუალური და ფიზიკური მოღვაწეობის სიხშირის ზრდას.
  2.      უარყოფითი პიროვნული თვისებების და მავნე ჩვევების გადალახვას.
  3.      ორგანიზმის რეზერვუარის დონის ამაღლებას და მის შესაბამის გამოყენებას.
  ამისათვის საჭიროა ადამიანმა მთელ თავის შინაგან ძალისხმევას მოუხმოს. ადამიანი, რომელიც ენერგიის უმნიშვნელო რაოდენობას ხარჯავს და ნელი ტემპით ცხოვრობს, ალბათ ვერც კი დაუშვებს, რომ მას ძალზე დიდი ენერგიის შექმნა ძალუძს. ვარჯიშს შეუძლია გაააქტიუროს მისი შინაგანი ენერგია, დაიცვას იგი ფსიქიკური დაავადებისა და სულიერი დაცემისაგან, დაეხმაროს შინაგანი რწმენის დამკვიდრებაში, სულის უდრეკი სიმტკიცის ჩამოყალიბებაში.
  ორთაბრძოლებში სისტემატიური  ვარჯიში ხელს უწყობს სპეციფიკური უნარ-ჩვევების განსაზღვრული კომპლექსის გამომუშავებას. ამ უნარ-ჩვევათა სრულყოფა და გამოყენება ადამიანს შეაძლებინებს მიზანმიმართულად შეცვალოს თავისი ზნე-ხასიათი და გუნება-განწყობილება. განსაზღვროს შრომის აქტივობის მისაღები დონე, დაისვენოს მეტად ეფექტურად, ვარჯიში ერთი მხრივ ზრდის ადამიანის სარეზერვო შესაძლებლობებს, მეორე მხრივ კი, გამუდმებით სრულყოფს ტვინის მაპროგრამირებელი მექანიზმის მუშაობას. ამის შედეგად ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო რაციონალურად გამოიყენებს თავის ძალებს, საჭიროების შემთხვევაში კი შეძლებს მთელი ძალისხმევით მათ მობილიზებას. ასევე თავიდან აიცილებს არასასიამოვნო ფსიქიკურ მდგომარეობას, როგორიცაა: დაძაბულობა, გაუბედაობა, ეჭვიანობა, გუნება-განწყობილების დაქვეითება.
  ფსიქოლოგიური მომზადება მოიცავს თავის მიმდევრებში შემდეგი ფსიქიკური და ფიზიკური ჩვევების გამომუშავებას: ყურადრების კონცენტრირება. გრძნობადი სახეებით მართვა, სიტყვიერი თვითშთაგონება, კუნთოვანი ტონუსის თვითრეგულირება, სუნთქვითი სისტემის  ფლობა და სხვა.
  ფსიქიკური თვითზემოქმედების მეთოდები ადამიანის მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილების შედეგად შეიქმნა და მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ სრულყოფისკენ მიისწრაფვის.
 
east-warriors.weebly.com