EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ დავუბრუნოთ ფერი ტუჩებს »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი:
თარიღი: 2013-02-06 23:45:26
ტუჩებმა დროთა განმავლობაში შეიძლება დაკარგონ ბუნებრივი ფერი რიგი მიზეზების გამო: დაბერება, მწეველობა,შეუფერებელი პომადის გამოყენება, არასწორი კვება, მზის სხივების პირდაპირი ზეგავლენა. თქვენი ტუჩებისათვის ნატურალური მოვარდისფრო შეფერილობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ მარტივი პროცედურები, რომელთა შესრულებაც თქვენ შეგიძლიათ სახლის პირობებში.
მოამზადეთ ტუჩების სკრაბი, წყლის, შაქრის ან მარილის და თაფლის (1:1:1 პროპორციით) გამოყენებით. შეიზილეთ იგი ტუჩებზე მსუბუქი (მასაჟისმაგვარი) მოძრაობებით კვირაში რამდენჯერმე.
2
ზამთარში ტუჩების კანისათვის დიდი ზიანის მომტანია ქარისა და სიცივის ზემოქმედება. ეს იწვევს კანის აქერცვლას და ნაპრალების გაჩენას, რომლებსაც ვერ დაფარავს ყველაზე კარგი პომადაც კი. ამიტომ, როცა აღმოაჩენთ კანის აქერცვლის წინაპირობას, ტუჩებზე წაისვით ცხიმიანი კრემი ან უბრალო თაფლი.
3
მოადუღეთ გვირილა, ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზ მშრალ ყვავილს 1 ჭიქა ადუღებული წყალი. გააკეთეთ სველსაფენები, ბამბის ტამპონი დაასველეთ ნახარშში და მიიდეთ ტუჩებზე ძილის წინ ყოველ საღამოს. გვირილას სამკურნალო თვისებების დახმარებით ტუჩება გახდება რბილი.
4
კვირაში ერთხელ მაინც, ჩაიტარეთ ტუჩების მასაჟი კბილის ჯაგრისის დახმარებით. ეს დაგეხმარებათ ბუნებრივი ფერის დაბრუნებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.
5
გამოიყენეთ ტუჩის პომადები და კრემები, რომლებიც შეიცავენ მცენარეულ ზეთებს, А და Е ვიტამინებს. ისინი იცავენ ტუჩების თხელ კანს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, გამოშრობისგან, ასევე ხელს უწყობენ მცირე ზომის ნაპრალების გამთელებას.
6
ტუჩების ფერის გაღიავებაში დაგეხმარებათ კიტრის წვენი, წაისვით იგი ტუჩებზე რამდენიმე დღის განმავლობაში.
7
მუქი ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ ნუშის ზეთი. წაისვით იგი ტუჩებზე მასაჟისებური მოძრაობებით დღის განმავლობაში. გარდა ამისა, მას აქვს დამატენიანებელი ზემოქმედება, დაგეხმარებათ კანის სიმშრალისა და აქერცვლის მკურნალობაში.
8
ყოველდღიურად, 2 კვირის განმავლობაში ტუჩებზე წაისვით კარაქი. ის შესანიშნავად შეარბილებს მათ, უზრუნველყოფს აბრეშუმისმაგვარ კანს და სასიამოვნო ფერს.
9
გამუქებული ტუჩების გაღიავებასა და დატენიანებაში დაგეხმარებათ ლიმონის წვენით, თაფლითა და იოგურტით დამზადებული ნიღაბი. შეურიეთ კომპონენტები განსხვავებული პროპორციით და 1 საათის განმავლობაში გაიჩერეთ ტუჩებზე.
10
გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი ტუჩების ბრჭყვიალა (ბლესკი) ან პომადა. მაღაზიაში ამოირჩიეთ დალუქული ქილა, შეეცადეთ არ გამოიყენოთ საცდელი პროდუქცია. პომადა მოიშორეთ სპეციალური ხარისხიანი საშუალებების დახმარებით, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ პომადის მოსაშორებლად.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
1
შაქარი ან მარილი
თაფლი
2
ცხიმიანი კრემი
თაფლი
3
გვირილას ფოთლები
4
კბილის ჯაგრისი
5
მცენარეული ზეთები
პომადა
ტუჩის კრემი
6
კიტრის წვენი
7
ნუშის ზეთი
8
კარაქი
9
ლიმონის წვენი
თაფლი
იოგურტი