EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიძე-პატარძალი »
კატეგორია: იუმორიავტორი: admin
თარიღი: 2020-02-24 15:34:52
ნამდვილი ამბავია. თბილისელი და სვანი მაგარი ძმაკაცები გახდებიან. სვანი დაპატიჟებს თბილისელს თავისთან. როცა მიდიან, გზაში სვანი ეუბნება თბილისელს, თუ ძმობაა, ძმობა იყოს - შენი ძმობა უნდა დამიმტკიცო, თუ არა - მოგკლავო...
თბილისელი გაიფიქრებს - განა რა უნდა იყოსო ეგეთი ეს ძმობაო და დათანხმდება. ჩავლენ სვანეთში, აქეიფებს სვანი და ეუბნება - აი, რა მინდოდა შენგან - ღამე ჩემ დასთან დაგაწვენ და იცოდე, ხელი არ უნდა ახლოო. თან შუაში ხმალს ჩაუდებს - თუ რამეს იკადრებ, ამ ხმლით მოგაჭრი თავსაო...
დაწვება ეს თბილისელი და არ ასვენებს ეს გოგო, "ეჩალიჩება" და "ეჩალიჩება". ბოლოს ვეღარ მოითმენს ესეც და...
დილით ადგება, გული გახეთქვაზე აქვს. სვანი მიიპატიჟებს მაგიდათან. თბილისელი ნატრობს, იქნებ, არაფერი გაუგიაო...
- ღვინო გინდა? - ეკითხება სვანი...
- მინდა! - პასუხობს თბილისელი....სვანი დაასხამს ღვინოს ჭიქაში და სახეში შეასხამს. წამოხტება თბილისელი, ჩაამტვრევს ფანჯარას, გადახტება და გაიქცევა....გამოეკიდებიან სვანები, გაჩერდი, თორე გესვრითო. გაჩერდება თბილისელი და ეხვეწება სვანებს, ნუ მომკლავთ და ცოლად მოვიყვანო.
- ვაა, სიძე შე ძველო, - გადაეხვებიან სვანები და მთელი ღამე იქეიფებენ....დილით წავა თბილისელი და წაიყვანს ცოლს. გზაში ურეკავს სვანი და ეუბნება - ეგ "პუტანკა" ქუთაისში ჩამოსვი და მეორედ არ თქვა - სვანებმა ხუმრობა არ იციანო....