EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კორონა ვირუსი სიმპტომები და შედეგები »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2020-03-05 20:09:19
რა არის კორონავირუსი, საიდან ჩნდება და არის თუ არა საშიშროება
9 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი ტიპის დაფიქსირებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. შემთხვევა ჩინეთში, უხანში მოხდა და ეპიდემიის პირველი მსხვერპლი 11 იანვარს დაფიქსირდა.
რა არის კორონავირუსი?
ზოგადი დახასიათებით, კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომელიც იწვევს რესპირატორულ ინფექციებს, დაწყებული ზოგადი გაციებით, მწვავე რესპირატორული სინდრომითა და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით დამთავრებული. ჩინეთში გავრცელებული ვირუსი კი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში. ჩინური მედიასაშუალებების ცნობით, ადგილობრივ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამად გავრცელებული ვირუსი განსხვავებულია. ახალი კორონავირუსის თავდაპირველი სიმპტომებია სიცხე, ხველება, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტის სკანირებამ ფილტვებში სითხე აჩვენა, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი. პირველად, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი შემთხვევები სამხრეთ ჩინეთში 2002 წელს გამოჩნდა. შემდეგ კი ოცზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და იმსხვერპლა დაახლოებით 800 ადამიანი.
დადასტურდა “ჩინური ვირუსის” ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი – არის თუ არა კორონავირუსი მსოფლიოსთვის საშიში
როგორ ჩნდება და ვრცელდება?
ვირუსული ინფექცია ცხოველებიდან ადვილად გადადის ადამიანებზე. ასეთ შემთხვევას იხსენებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და ამბობს, რომ 2012 წელს საუდის არაბეთში ასეთი ტიპის ვირუსით დაინფიცირდა ადამიანი აქლემისგან. იმნაძემ განმარტავს, რომ კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია და ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატორული დაავადების გამომწვევი, თუმცა პერიოდულად ჩნდება ახალი კორონავირუსები, რომლებიც ძირითადად, ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე.
„მსგავსი შემთხვევა იყო 2002 წელს, როდესაც გავრცელდა კორონავირუსი, რომელსაც ჟურნალისტები ატიპური პნევმონიით მოიხსენიებდნენ, 2012 წელს საუდის არაბეთში აქლემებისგან გადაედო ადამიანებს. ასეთები ხდება ხოლმე, ესეც ახალი ტიპის კორონავირუსია, რომელიც იწვევს გართულებებს, ძირითადად, ფილტვების ანთების მხრივ. გარდაცვალების რამდენიმე ფაქტიც მოჰყვა უკვე ამ ტიპის კორონავირუსს ჩინეთში“, – აცხადებს პაატა იმნაძე.
რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს?
ვირუსი იწვევს პნევმონიას. ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა. რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მხოლოდ სიმპტომებს აუმჯობესებენ. გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი, როგორც წესი, იმ შემთხვევებში დგება, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კორონავირუსის იმ სიმპტომებს ასახელებს, რომლითაც ის სხვა ვირუსებიგან განსხვავდება.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გრიპს, მაგრამ გრიპისგან განსხვავებით, მას უეცარი დასაწყისი არ ახასიათებს. მისი თქმით, გრიპი, როგორც წესი უეცრად იწყება, ხოლო, კორონავირუსი - თანდათან. ამასთან, ცერცვაძის თქმით, გრიპის დროს ხშირია თავის ტივილი, კორონავირუსის დროს კი შედარებით იშვიათია თავის ტკივილი, ასევე გრიპის დროს შესაძლოა, დიარეა იყო, რაც კორონავირუსის დროს იშვიათია.
“ასევე, გაციებითი დაავადებებისგან განსხვავებით, კორონავირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, რაც ე.წ. გრიპისმაგვარ დაავადებებს არ ახასიათებთ. აგრეთვე, ახასიათებს მეტი ინტოქსიკაცია. ეს ის ნიუანსებია, რომლითაც მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოო და განმსაზღვრელი არ არის. საბოლოო და განმსაზღვრელი მაინც არის რენტგენოლოგიურად მძიმე პნევმონიის დადგენა. ყველაზე ზუსტი შედეგია ლაბორატორიული გამოკვლევა’’, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძის თქმით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, შეძლება მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმით.
„არ არის აუცილებელი ყველა შემთხვევა მძიმედ მიმდინარეობდეს. მსუბუქ შემთხვევაში მას აქვს იგივე სიმპტომები, რაც აქვს დაახლოებით მწვავე რესპირაციულ ინფექციებს სხვა ფაქტორებით გამოწვეულს, ხოლო მძიმე შემთხვევებში მას აქვს იგივე კლინიკა, რაც მძიმე მწვავე რესპერაციული ინფექციით გამოწვეულ ინფექციებს. კერძოდ, ეს სიმპტომებია: ტემპერატურის მომატება, ხველა. შეიძლება იყოს სხვა სიმპტომებიც, კუნთების და თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის შეგრძნება, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია სუნთქვის გაძნელება, ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ და ექიმებმაც.
ცერცვაძე ასევე აღნიშნავს, რომ სუნთქვის გაძნელება კორონავირუსის ერთ - ერთი მთავარი სიმპტომია, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას იწვევს.
“ეს ძალიან სერიოზული სიმპტომია, ვინაიდან კორონავირუსით ინფექციას ახასიათებს ერთ-ერთი მთავარი ნიშანი - სუნთქვის გაძნელება, რაც გამოიხატება სუნთქვის გახშირებით, ხმაურიანი სუნთქვით, სუნთქვის პროცესში დამხმარე კუნთების მონაწილეობით, ნესტოების შებერვით და ა.შ. სუნთქვის გაძნელება, ერთის მხრივ, შეიძლება მიუთითებდეს კორონავირუსით ინფექციაზე, ხოლო მეორეს მხრივ მიუთითებს ნებისმიერი მძიმე, მწვავე რესპირაციულ ინფექციის დამძიმებაზე და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც ყველა სხვა გრიპს, კორონასაც აქვს რისკ ჯგუფები და წესები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობას ექვემდებარება. 33 ათასზე მეტი გამოჯანმრთელების შემთხვევაა მსოფლიოს მასშტაბით.
წყარო:
fortuna.ge
newposts.ge
radiotavisupleba.ge