EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მცხეთობა-სვეტიცხოვლობა! »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: Lela

თარიღი: 2020-03-06 19:26:41

მცხეთობა-სვეტიცხოვლობა!

ლელა-სოსელია

დაეშვა ციდან ცოცხალი სვეტი,
მანდ იშენებდა სასახლეს ღმერთი,
წმინდა ტაძრები ერთმანეთს ერთვის,
ეს სილამზე აშენდა ჩვენთვის.
ყველას დაიცავს სვეტი ცხოველი,
ღმერთს ყველა უყვარს მისთვის მლოცველი,
წყალობას ელის მისგან ყოველი
და მეც ღმერთისგან კეთილს მოველი.
მე ამ ლექსს ვწერდი ზუსტად იმ ღამეს,
როცა ტაძარში სვეტი ინათებს,
ვიცი მის ნახვას ბევრი ინატრებს,
მის სილამაზეს ენით ვინ აღწერს?!…
 
***
 
რა დავარქვა იმ სიყვარულს,
გულს რომ შენთვის ემეტება,
ფიქრში,ცხადში თუ სიზმარში
შენ სახელს რომ ეფერება.
რა დავარქვა გრძნობებს აშლილს,
სულში ცეცხლად რომ ინთება,
სად მოგძებნო მონატრებით
,ნახვა როცა მომინდება.
რა დავარქვა იმ უძილოდ
გატარებულ ყოველ ღამეს,
შენს მაგივრად ვესაუბრო
ვარსკვლავებში ბებერ მთვარეს.
რა დავარქვა იმ ქარიშხალს,
წამში ცად რომ აგიტაცებს,
ზღვის ტალღებში ჩაგძირავს და
ფიქრით სადღაც გაგიტაცებს.
რა დავარქვა იმ გულისთქმას,
მაჯისცემას რომ მიმატებს,
შენთან ერთი წამით ყოფნა
სიცოცხლის წელს მომიმატებს.
რა დავარქვა, შენ მითხარი რა
დავარქვა ყველას ერთად,
რასაც შენი გულიც გრძნობს
და ებრძოლება ჩემთან ერთად
 
ლელა სოსელია