EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ დავიპატარაოთ და შევიცვალოთ ცხვირის ფორმა (ვარჯიშის საშუალებით) »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2013-02-08 15:24:29
ცხვირი ასაკთან ერთად იმატებს სიგრძესა და სიგანეში, კარგავს თავდაპირველ ფორმასა და ტონუსს, ასევე სუსტდება კისრის კუნთები, ცხვირის ფრთების გარშემო თხელდება კანქვეშა-ცხიმოვანი ფენა, ხოლო გრავიტაცია შეუჩერებლად ექაჩება თქვენს ცხვირს ქვევით.
ამიტომაც, ნესტოების ქვეშ განლაგებული, ცხვირის პაწაწინა კუნთების მასტიმულირებელი ვარჯიშების შესრულება რეკომენდირებულია ცხვირის გამაგრებისა და მისი ფორმის გაუმჯობესებისათვის. მასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობის დროსაც სასურველია შეასრულოთ მოცემული ვარჯიშები, რათა თქვენი ცხვირი იყოს ახალგაზრა, მაგარი, თანაბარი და ლამაზი.
ასეთ ვარჯიშებს, შეუძლიათ დიდი ზომის ცხვირის დაპატარავება, განიერის უფრო მოხდენილად ქცევა და გამრუდებული ცხვირის გასწორება, ხოლო კეხის ნაკლებად შესამჩნევად გადაქცევა.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე ეფექტური სავარჯიშოები თქვენი ცხვირის გამაგრების, დაპატარავებისა და გამრუდებული ცხვირის გასწორებისათვის არის - ქეროლ მადჟიოს ვარჯიშები. თავად ქეროლმა გაიუმჯობესა საკუთარი ცხვირის ფორმა წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ. ბევრმა მისმა კლიენტმა შეძლო ცხვირის გამრუდების გასწორებისათვის პლასტიკური ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილება.
ცხვირის დამოკლების სავარჯიშო (ქეროლ მადჟიო)
ცხვირის დამოკლების სავარჯიშო აშრობს და ამოკლებს ცხვირის წვერს, დასუსტებული კუნთის გავარჯიშების საშუალებით, აუმჯობესებს მის ფორმას და ზედა ტუჩის მდგომარეობას. ცხვირის კუნთების კარგ ტონუსს, ასევე შეუძლია მცირე კეხის დაფარვა.
დაიკავეთ საწყისი მდგომარეობა: შეწიეთ მუცელი, დაჭიმეთ თეძოები წინა ნაწილის და დუნდულების კუნთები .
ცერა და საჩვენებელი თითები მოკიდეთ, მოუჭირეთ და დააჭექით ცხვირს. მეორე ხელის საჩვენებელი თითი მიაბჯინეთ ქვევიდან ცხვირის წვერს. ჩამოქაჩეთ ქვევით ტუჩი, ამასთან ერთად ცხვირის წვეროც უნდა ჩამოიწიოს ქვევით. შეჩერდით ამ მდგომარეობაში წამით. შემდეგ დაუბრუნეთ ტუჩი საწყის მდგომარეობას, მოდუნდით.
სავარჯიშო გაიმეორეთ 40 ჯერ.
მნიშვნელოვანია: სავარჯიშოს შესრულების დროს თქვენ უნდა გრძნობდეთ, როგორც ებჯინება ცხვირის წვერი თითს.
კომენტარი: ცხვირის დამოკლების სავარჯიშოები ზრდის ჟანგბადის მიწოდებას, ასტიმულირებს სისხლის მიწოდებას ცხვირისა და ზედა ტუჩის ზონაში , ასე, რომ ცხვირის გარშემო იგრძნობა მცირე "წვა" და ჩხვლეტა.
ცხვირის დამოკლების სავარჯიშო გააკეთეთ დღეში ერთხელ. თუ თქვენი ცხვირი ცოტათი უფრო გრძელი ან განიერია, ვიდრე ეს გსურთ თქვენ, მაშინ სავარჯიშოების შეასრულეთ დღეში 2 ჯერ.
გთავაზობთ ცხვირის დამოკლების და გასწორების სავარჯიშოების ვიდეოს, უშუალოდ ქეროლ მადჟიოს პროგრამიდან – სახის აერობიკა (Ultimate Facercise)
ცხვირის გასწორების სავარჯიშო (ქეროლ მადჟიო)
დაიკავეთ საწყისი მდგომარეობა. თითები განალაგეთ ისევე, როგორც ეს ნაჩვენებია წინა საფეხურში.
განსხვავება: ცხვირის წვერი გაწიეთ, მრუდის საწინააღმდეგო მიმართულებით. ქვედა ტუჩი წამოწიეთ ქვევით, შეჩერდით ამ მდგომარეობაში, წამის შემდეგ მოადუნეთ ტუჩი. სავარჯიშო გაიმეორეთ 40 ჯერ. ყოველ ჯერზე, ცხვირის წვერო შეყენებულ თითზე უნდა იყოს მიბჯენილი.
რჩევა: ცხვირის გასწორების შემდეგაც, არ შეწყვიტოთ მოცემული სავარჯიშოს შესრულება, ცხვირის წვერის მრუდის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობით, თქვენ შეინარჩუნებთ ახალ, თანაბარი ცხვირის ფორმას.
ამერიკასა და ევროპაში საკმაოდ პოპულარულია სახის გიმნასტიკა ფლექს ეფექტი (FlexEffect). ავტორი - დებორა ქროვლი (Deborah Crowley). მისი დისკები იყიდება უზამრმაზარი ტირაჟებით, მაგრამ საქართველოში პრესსო–მასაჟისა და FlexEffect-ის სახის გამახაალგაზრდავებელი ვარჯიშების შესახებ ძალიან ცოტას სმენია. ქვევით მოცემულია FlexEffect-ის ვარჯიშები, რომლებიც კორექტირებას უკეთებს ცხვირის ფრთებს და აღადგენს ცხვირის ლოყებთან გადასვლის სისწორეს.
FlexEffect-ის სავარჯიშო ცხვირსა და ლოყებს შორის ჩავარდნილი ოლქებისათვის
სავარჯიშო ავსებს, როგორც ჩავარდნილ ადგილებსლოყებსა და ცხვირს შორის, ასევე თვალების გარშემო წარმოქმნილ სიცარიელეს.
ორივე ხელის შუა თითი მოათავსეთ ჩავარდნილ ადგილზე, თვალების შიდა კუთხეებში. არათითები განალაგეთ ცხვირის ორივე მხარეს. დაჭიმეთ ცხვირის კუნთები, შეჭმუხნის საშუალებით. თითებით ძლიერად დააწექით და ჩამოწიეთ ქვევით ცხვირის ორივე მხარე, ცხვირის ჩვეული მდგომარეობის დასაბრუნებლად. მოქმედება დაასრულეთ 6 წამში (6 დათვლაზე).
მნიშვნელოვანია: შეჭმუხნეთ ცხვირი მთელი პროცესის მანძილზე. სავარჯიშო გაიმეორეთ 3-5 ჯერ.
FlexEffect-ის ვარჯიში ცხვირის ფრთების გამაგრებისა და გასწორებისათვის
მოათავსეთ შუა თითები ცხვირის ფრთებზე, უშუალოდ თითოეული ნესტოს ჩაღმავებაში. დაჭიმეთ კუნთები, ნესტოების დაძაბვითა და ცხვირის შეწმუხნით. ძლიერად დააწექით ნესტოებს და ჩამოწიეთ თითები ქვევით 6 თვლაზე. სავარჯიშო გაიმეორეთ 3-5 ჯერ.
ცხვირის ფრთების ფორმირებისა და გამაგრების ალტერნატიული სავარჯიშო
სავარჯიშო დაგეხმარებათ ცხვირის ჩავარდნილი ნესტოების აღდგენაში.
საწყისი მდგომარეობა ისეთივეა, როგორც წინა სავარჯიშოში. მოათავსეთ ცერა თითების ბალიშები ნოსტოებს ცხვირის შიგნიდან. თითებით გაწიეთ ნესტო, ზევით მიმართული მოძრაობით. ამავდროულად, დაჭიმეთ ცხვირის ფრთების კუნთები, თითების წინააღმდეგობის დაძლევით, შეეცადეთ დაუბრუნოთ ნესტოებს ჩვეულებრივი მდგომარეობა. ასეთი დაძაბულობა შეინარჩუნეთ 6 წამის განმავლობაში. სავარჯიშო გაიმეორეთ 3-5 ჯერ.
ცხვირის წვეროს ასაწევი ვარჯიში
ეს სავარჯიშო ამოღებულია ეველინ განტერ-პეჩოტის "სახის ფრანგული გიმნასტიკიდან".
სავარჯიშო ზევით წევს ცხვირის წვერს, ამაგრებს ცხვირის ძვლებს და ზედა ტუჩს.
სავარჯიშოს შესრულების წესი:
საჩვენებელი თითი მოათავსეთ წარბზე, ხოლო ცერა თითები თვალების ქვედა ნახევარწრეებზე, ისე, თითქოს განასახიერებთ ჭოგრიტიდან ("бинокль") ყურებას. არასასურველი ნაოჭების მოსაცილებლად თითებით ძლიერად დააწექით. შეჭმუხნეთ ცხვირი, ასწიეთ ზედა ტუჩი, 3-5 წამის განმავლობაში შეინარჩუნეთ მოცემული მდგომარეობა.
მოადუნეთ ცხვირი. სავარჯიშო გაიმეორეთ 10 ჯერ.
ცხვირის ლოყებზე სწორად გადასვლის სავარჯიშო
ეს სავარჯიშო გამოტანილია რეინჰოლდ ბენცის Facebuilding-დან და ემსახურება ცხვირის გამაგრება და ყოლებზე სწორად (დინამიურად) გადასვლას.
სავარჯიშოს შესრულების წესი:
მოათავსეთ საჩვენებელი თითები ცხვირის გასწვრივ. ნესტოების გაფართოებით, შეჭმუხნეთ ცხვირი. ამავდროულად, ტუჩები არ
გაამოძრაოთ. ცხვირის გარშემო ნაოჭების წარმოქმნის ადგილიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად შეარჩიეთ თითების სწორი განლაგება.
მოდუნდით. სავარჯიშო გაიმეორეთ 10 ჯერ.
ცხვირის გასამაგრებელი ვარჯიში
ეს სავარჯიშო ამოღებულია რეინჰოლდ ბენცის Facebuildging-დან და ემსახურება ცხვირის გამაგრება (სტატიკური).
სავარჯიშოს შესრულების წესი:
მოათავსეთ შუა თითები ცხვირზე. თითის წვერები ერთმანეთს უნდა შეეხოს ძგიდესთან. ფრთხილად ჩამოსწიეთ კანი ქვევით და დაძაბეთ ცხვირი. შეინარჩუნეთ მოცემული მდგომარეობა 10 წამის განმავლობაში. თითებით უნდა იგრძნობოდეს ცხვირის კუნთების დაჭიმულობა.
ბენიტა კანტიენის Facebuildging-ში, ასევე არის სავარჯიშო, ცხვირისა და შუბლის დაჭიმვისათვის, ნაოჭების გაჩენის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ვინაიდან, კანტიენიკა - მთელი სისტემაა, რომელშიც ჰარმონიულად თავსდება წერტილოვანი მასაჟის ელემენტები, იოგა და ენერგეტიკული პრაქტიკა, ვიზუალიზაციები და მედიტაციები.
მოიშორეთ ცხვირის სიწითლე
კიდევ ერთი უსიამოვნება, რომელიც ხშირ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით ქალებში, არის სათუთი კანი - ცხვირის გაწითლება სიცივესა და ქარში. წითელი, ცივი ცხვირი სილამაზეს ნამდვილად ვერ შეგმატებთ...
ფრანგი კოსმეტოლოგი ეველინ გარნეტ-პეჩოტი გვცემს პასუხს კითხვაზე: "როგორ ვებრძოლოთ ცხვირის სიწითლეს?" ის გვირჩევს ყურების მარტივ თვითმასაჟს.
ყურების მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს სახის ფერს და აშორებს ყინვისა და ქარისაგან გამოწვეულ ცხვირის სიწითლეს.
სავარჯიშოს შესრულების წესი:
მოათავსეთ ყურის ბიბილო საჩვენებელ და ცერა თითს შორის (საჩვენებელი - წინ, ცერა - უკან). შეასრულეთ მცირე წრიული მოძრაობები, ყურის ბიბილოებიდან ნიჟარის მიმართულებით. ყურის ზედა ნაწილი მასაჟისათვის შეცვალეთ თითების განლაგება.
ცერა თითი მოათავსეთ ყურის შიგნით, ხოლო საჩვენებელით განაგრძეთ მცირე წრიული მოძრაობების კეთება.
სავარჯიშოს ხანგრძლივობაა 30 წამი, შეასრულეთ დღეში 1-2 ჯერ.
რჩევა: ყურებს მოუჭირეთ, მაგრამ არ მოქაჩოთ.