EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საინტერესო ფაქტები ცნობილ ადამიანებზე »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-02-10 10:44:49
1. ონორე დე ბალზაკს ასეთი სიტყვები ჰქონდა ამოტვუფრული თავის ხელჯოხზე: “მე ყველა დაბრკოლებას ვამსხვრევ”.
2. პლატონის ფილოსოფიურ სკოლას ამშვენებდა წარწერა: “ვინც გეომეტრია არ იცის, აქ ნუ შემოვა!”.
3. ადოლფ ჰიტლერს ძალიან უყვარდა ადამიანების ხელისგულების თვალიერება. მას უზარმაზარი ძვირფასყდიანი წიგნი ჰქონდა, რომელშიც წარსულში ცნობილი ადამიანის ხელისგულების ანაბეჭდები იყო აღნუსხული. ჰიტლერი ყოველთვის აჩვენებდა სტუმრებს ამ წიგნს და განსაკუთრებით ამაყობდა იმით, რომ მისი ხელისგულის ანაბეჭდი ძალიან ჰგავდა ფრიდრიხ დიდის ხელისგულის ანაბეჭდს.
4. უდიდეს ფილოსოფოსს ფრიდრიხ ნიცშეს თავისი და უყვარდა.
5. პიკასოს ყველაზე ადრეულ ნახატებს ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია, რადგან იმ პერიოდში მხატვარს შეშის ფული არ ქონდა და გასათბობად ღუმელში საკუთარ სურათებს წვავდა.
6. ჰიტლერი ხალხის წინაშე გამოსვლის დროს ყოველ 53 სიტყვაში ერთხელ აუცილებლად ამბობდა “მე”-ს, მუსოლინი – 83-ში, რუზველტი – 100-ში, ჩემბერლენი – 249-ში.
7. რემბრანტს სახლში მხოლოდ ორად ორი წიგნი ჰქონდა – “ბიბლია” და “ანატომიური ატლასი”.
8. დიდმა ამერიკელმა მწერალმა, რეალისტმა მარკ ტვენმა სასტუმროს შთაბეჭდილებათა წიგნი გადაათვალიერა და ბოლო სტრიქონი ამოიკითხა: " ბარონი ფონ ბლანკი მსახურით ". ამის ქვემოთ კი თვითონ მიაწერა: " მარკ ტვენი ჩემოდნით".
9. გენიალურმა ინგლისელმა ფიზიკოსმა, მექანიკოსმა, ასტრონომმა და მათემატიკოსმა ისააკ ნიუტონმა თავისი მეცნიერული ნაშრომებისათვის ლორდის ტიტული მიიღო და მთელი 26 წელიწადი პარლამენტში გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ ითხოვა სიტყვა: -ბატონებო,- მიმართა მან ლორდებს,- თუ თქვენ საწინააღმდეგო არ გექნებათ, გთხოვთ ფანჯარა მიახურინოთ, გამჭოლი ქარია და მეშინია არ გავცივდე.
10. ალექსანდრე დიუმა რუსეთში მოგზაურობისას თბილისსაც ეწვია და ერთმა მაშინდელმა წიგნებით მოვაჭრემ მაღაზიაში მიიპატიჟა. თავაზიანმა მასპინძელმა საპატიო სტუმრის მოსვლამდე მის საამებლად წიგნის ყველა თარო დიუმას ნაწარმოებებით აავსო.
-დანარჩენი ავტორების წიგნები სადღაა?- ჰკითხა გაკვირებულმა მწერალმა.
-ასე თუ ისე... გაიყიდა.- ენა დაება წიგნით მოვაჭრეს.
11. იმის გასაგებად, თუ როგორ მიიღო მკითხველმა მისი ნაწარმოები, ვიქტორ ჰიუგომ რედაქტორს ლაკონური წერილი გაუგზავნა და ეს იყო: “?” რედაქტორმა ასევე ლაკონურად უპასუხა ჰიუგოს: “!”.
12. საბერძნეთში ერთ-ერთი ქალაქის მოედანზე, მოქალაქე მშვილდ-ისრით სროლაში ვარჯიშობდა. იგი ცუდი მსროლელი იყო და მისი ნასროლი ისრები გამვლელებს ხვდებოდა, ხოლო ბრძენი დიოგენე საფრთხის თავიდან ასაცილებლად პირდაპირ სამიზნესთან მოკალათდა.
13. სანამ ნოსტრადამუსი რაიმეს იწანასწარმეტყველებდა, უძილობით იტანჯავდა თავს, რის გამოც ჰალუცინაციები ეწყებოდა და სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი წინასწარმეტყველებდა.
14. ალბერტ აინშტაინს არ უყვარდა ჰალსტუხის ტარება და წინდების ჩაცმა. ამბობდა, ზედმეტიაო. მეცნიერი იშვიათად იკრეჭდა თმას და იპარსავდა წვერს. მის კარადაში რამდენიმე ერთნაირი პიჯაკი და პერანგი ეკიდა, რათა მეცნიერს იმაზე ფიქრში, თუ რა ჩაეცვა, დრო არ დაეხარჯა.
15. კოლეჯში სწავლისას მომავალ მათემატიკოს გეორგ დანციგს თურმე ლექციები მოსაწყენი ეჩვენებოდა. ერთხელ სითამამე მოიკრიბა და პროფესორს უთხრა, თქვენი ამოცანები ძალიან ადვილიაო. პროფესორმა მიუგო, ძალიან კარგი, რაიმეს საინტერესოს მოგიძებნითო და უბის წიგნაკიდან ფურცელზე 9 ამოცანა დაუწერა. გავიდა თვე პროფესორი დაინტერესდა, სტუდენტმა ამოცანები ამოხსნა თუ არა.
– ძალიან ძნელი იყო, მხოლოდ ექვსის ამოხსნა შევძელი, – შესჩივლა დანციგმა.
პროფესორი გაოგნდა – მან დანციგს 9 ამოუხსნელი პრობლემა მისცა.