EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ერთ ქალს ქმარმა უღალატა. ხალხმა მას ერთ ბრძენ კაცთან წასვლა ურჩია... »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2020-03-12 17:35:43

ერთ ქალს ქმარმა უღალატა. ხალხმა მას ერთ ბრძენ კაცთან წასვლა ურჩია...

ბრძენი-კაცთი-ქალი

ერთ ქალს ქმარმა უღალატა. ის სასოწარკვეთილი იყო და არ იცოდა, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება. ხალხმა მას ერთ ბრძენ კაცთან წასვლა ურჩია, რომელიც მაღალ მთაში ცხოვრობდა და გადაწყვიტა რჩევის საკითხავად მიემართა.
ქალს ბერთან მისაღწევად რამდენიმე დღე დასჭირდა. ხოლო როცა მიაღწია, გასაჭირი უამბო:
- მასთან მთელი ცხოვრება გავატარე. მთელი ჩემი ახალგაზრდობა მას შევალიე, მასზე ვზრუნავდი. ის კი ჩემგან სხვა ქალთან წავიდა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე :(
ბერმა ქალს ორცხობილა გაუწოდა და სთხოვა შეეჭამა. როცა შეჭამა, ბრძენმა ჰკითხა:
- "აბა, რას იტყვი - გემრიელი ორცხობილაა?"
- "დიახ" - უპასუხა ქალმა.
- "კიდევ გინდა?"
- "რა თქმა უნდა, მომაწოდეთ, გთხოვთ"
ბერმა ქალს თვალებში შეხედა და ჰკითხა: "აბა, ახლა რას მიხვდი? რაში მდგომარეობს შენი პრობლემა?"
ქალმა ცოტა ხანს იფიქრა და შემდეგ დაურწმუნებლად უპასუხა: "როგორც ჩანს ყველა ადამიანი ბუნებით ხარბია. როცა იღებ ერთს, შემდეგ კიდევ უფრო მეტი და ახალი გინდა. არასდროს არაფერი გვყოფნის. მუდმივი კი არაფერია. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს და ამის გამო იმედგაცრუებულები არ უნდა ვიყოთ".
ბერმა თავი გააქნია: "არა, მე ის ვიგულისხმე, რომ მსუქანი ხარ. ნაკლები უნდა ჭამო