EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« Alfa Romeo Giulia GTAm »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: admin

თარიღი: 2020-03-12 17:56:38

Alfa Romeo Giulia GTAm

Alfa-Romeo-Giulia-GTA-m

Alfa Romeo-მ ფლაგმანური სედანის Giulia Quadrifoglio-ს ტრეკისთვის გამზადებული ვერსიები წარადგინა: GTA და GTAm. ნაკლები წონით, მეტი ცხენის ძალით და რიგი აეროდინამიკული განახლებებით. Giulia თანამედროვე „ალფებიდან“ ყველაზე ექსტრემალურია.
 
Gulia GTA „ალფა რომეოს“ 110 წლის იუბილეს აღსანიშნად შეიქმნა. GTA ასე იშიფრება - Gran Turismo Alleggerita (იტალიურად „დამსუბუქებულს“ ნიშნავს). ეს სახელი პირველად 1965 წლის Giulia-ს მოდელს დაარქვეს, რომელმაც ევროპის ფარგლებში ავტოსპორტში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. ახლა მივიწყებული ლეგენდარული სახელი აღორძინდა.
 
ახალ Giulia GTA-ში წონის შემცირების მიზნით ბევრი შიდა და გარე ნაწილი კარბონით ჩაანაცვლეს. ზოგი დეტალი მსუბუქი ალუმინისგან არის დამზადებული. კომპანიის განცხადებით ავტომობილის მასა, 100-კილოგრამიანი დიეტის შედეგად, 1520 კილოს იწონის.
 
GTAm მოდელი უფრო რადიკალური და უფრო ექსტრემალური მოდელია. მასში უკანა სავარძლები ამოიღეს და უსაფრთხოების კარკასით ჩაანაცვლეს. ტრეკისთვის გამზადებულ GTAm ვერსიაში ასევე ჩაფხუტების სამაგრი, ცეცხლმაქრები, 6-წერტილიანი ღვედები, კარბონის სპორტული სავარძლები და აეროდინამიკული ელემენტებია დამატებული.
 
GTA და GTAm ვერსიებში ერთნაირი ძალოვანი აგრეგატი დგას: 2,9-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V6, რომელიც 540 ც.ძ.-ს გამოიმუშავებს (რაც 30-ით მეტია, ვიდრე სტანდარტული Giulia Quadrifoglio).
 
მსოფლიოს მასშტაბით „ალფა რომეო“ GTA-სა და GTAm-ს  შეზღუდული ტირაჟით გამოუშვებს, რაც ჯამში მხოლოდ 500 ერთეულს მოიცავს. ავტომობილის შეძენასთან ერთად, მფლობელს სარბოლო აღჭურვილობა გადაეცემა. ასევე თითოეული მფლობელი ავტომობილის მართვის სპეციალურ კურსებს Alfa Romeo Driving Academy-ში გაივლის.