EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მოდის ფოტოგრაფიის მამები »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2020-03-14 14:29:48
ფილიპ ჰალცმანი (Philippe Halsman) (1906-1979წწ.) ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც პორტრეტულ ფოტოგრაფიაში კარიერა ცნობილ ადამიანთა ნახტომში ფოტოგრაფირებით გაიკეთა. მან სახელი გაითქვა მკვეთრად გამოხატული, შთამბეჭდავი და შინაარსიანი პორტრეტებით. 1940-იან წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სალვადორ დალისთან ერთად შესრულებულმა მისმა ორმა ფოტონამუშევარმა, რომლითაც ფილიპი მსოფლიოში პირველ სურიალისტ ფოტოგრაფად იქცია. წლების განმავლობაში ჟურნალ ‘LIFE’-ის მთავარ გვერდს ამშვენებდა ჰალცმანის გადაღებული ცნობილი ადამიანების ფოტოები, რომელთა შორის იყვნენ: მერლინ მონრო, ალფრედ ჰიჩკოკი, უინსტონ ჩერჩილი, ჯონ კენედი, დოროთი დენდრიჯი, პაბლო პიკასო.
1951 წელს ფილიპს NBC–იმ (ამერიკული კერძო ტელეკომპანია) დუკვეთა იმ დროისათვის პოპულარული ამერიკელი კომიკოსების გადაღება. მუშაობის პროცესში იუმორისტები ხუმრობდნენ და იმავდროულად ჰაერში ხტოდნენ, რათა ფოტოგრაფს მათი განწყობის, მხიარულებისა და ლაღი სახეების აღბეჭვდა გაადვილებოდა. ამის შემდეგ ფილიპმა კიდევ 178 მოხტუნავე ვარსკვლავის ნიღაბჩამოხსნილი პორტრეტი შემოუნახა ფოტოისტორიას.
ჰალცმანი გახდა პირველი ფოტოგრაფი, ვინც ნახტომში ფოტოგრაფირების ფილოსოფია განავითარა. მას მიაჩნდა, რომ ადამიანები ნახტომში ყოველგვარ ნიღაბს იხსნიან, რადგან ამ დროს მხოლოდ ქმედებაზე ახდენენ კონცენტრაციას და სწორედ მაშინ ამჟღავნებენ თავიანთ შინაგან სამყაროსა და ხასიათს. 1958 წელს ფილიპ ჰალცმანი დაასახელეს “მსოფლიოს ათ უდიდეს ფოტორაფს” შორის.
რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, 40-იანი წლების ბრიტანული მოდის სამყაროში მისი ფოტოები რევოლუციას ახდენდა, რადგან მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ახალი ხერხი – ფოტოობიექტივის წინ მოძრავი მოდელები კარგად მოარგო ბუნების წიაღის დინამიურ გარემოს – და მათაც მკაცრი სტუდიური გარემოდან თავისუფალ სივრცეში გადაინაცვლეს.
პარკინსონის ფოტოობიექტივში წლების განმავლობაში ხვდებოდნენ: ბითლზები, როლინგ სთოუნზი, მარლენ დიტრიხი, სოფი ლორენი, კლაუდია კარდინალე, ოდრი ჰეფბერნი და სხვანი. თანამშრომლობდა ჟურნალებთან – Queen, Vogue, Harper’s Bazaar.
მისი სიტყვებია: “მომწონს, როდესაც ადამიანებს ისე ვიღებ, როგორც მათ უნდათ რომ გამოიყურებოდნენ.”
თავდაპირველად ნიუტონი ცნობილი გახდა, როგორც მოდის ფოტოგრაფი, შემდგომში კი შიშველი ქალების პორტრეტებით გაითქვა სახელი. სხვა ცნობილ ფოტოგრაფებთან შედარებით თავისი კარიერის გზა ნიუტონმა, როგორც ნაწილობრივ ებრაული წარმოშობის მქონემ, ბევრად რთულად განვლო. 2004 წლის 23 იანვარს ავარიის შედეგად იგი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ფერფლი მარლენ დიტრიხის საფლავის გვერდითაა დაკრძალული.
რიჩარდ ავედონის შემოქმედება თავისი ხელწერით გამოირჩევა, მის პორტრეტებში თეთრი, ნეიტრალური ფონი მაცდურ ეფექტს ქმნის. ფოტოხელოვანს შეეძლო ზუსტად გადმოეცა ემოცია, “დაეჭირა” საჭირო წამი. ასეთი ეფექტის მიღება მხოლოდ ტექნიკით შეუძლებელია, აუცილებელია ფოტოგრაფის შინაგანი სამყაროსა და ემოციის სინთეზი. “ჩემი პორტრეტები უფრო ჩემზეა, ვიდრე იმ ადამიანებზე ვისაც ფოტოზე აღვბეჭდავ”, – ამბობდა ავედონი. 2004 წლის 1 ოქტომბერს, 81 წლის ფოტოგრაფი გადაღებებისას გარდაიცვალა.
1956 წლიდან დაიწყო მოდის ფოტოგრაფიაში მუშაობა. მის ფოტოობიექტივში ხვდებოდნენ ივ-სენ ლორანი, კატრინ დენევი, ალფრედ ჰიჩკოკი, ჯეინ ბირკინი და ხელოვნებაში მოღვაწე სხვა ვარსკვლავები. მისი ნამუშევრები, სადაც პერიოდულად ჭარბობდა მოცეკვავე და შიშველი ნატურები, მუდმივად იბეჭდებოდა გამოცემებში – Vogue, Elle, Esquire და Harper’s Bazaar. ჟანლოუ სიეფი პორტრეტულ, რეპორტაჟულ და მოდის ფოტოგრაფიულ ჟანრში მოღვაწეობდა 2000 წლამდე, სანამ კიბოთი დაავადებული 66 წლის ასაკში არ გარდაიცვალა. მისი გოგონა – სონია სიეფი მამის კვალს გაჰყვა და დღეს იგი ცნობილი ფოტოგრაფია
ახალგაზრდობაში უნდოდა მუსიკოსი გამხდარიყო, მაგრამ ფოტოგრაფიისადმი ინტერესმა სძლია და საკმაოდ წარმატებული კარიერაც გაიკეთა. ვინაიდან მისი პორტრეტები მეტწილად ბუნებრივობას და ადამიანურ მხარეს აჩვენებდა, მას ხშრად იწვევდნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებისა და გამოჩენილი პოლიტიკოსების გადასაღებად. ო’ნილი თანამშრომლობდა ისეთ ჟურნალებთან, როგორებიცაა: Rolling Stone, Paris Match, Vogue, Life და Look.
2011 წელს ‘სამფო ფოტოგრაფიის საზოგადოების’ მიერ ტერი ო’ნილი დაჯილდოვდა ფოტოხელოვნების ისტორიაში შეტანილი ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
საკუთარ თავზე დაუღალავი შრომის შედეგად მოდის საუკეთესო ფოტოგრაფისა და პორტრეტისტის რეპუტაცია მოიპოვა. იგი უღებდა კელვინ კლაინს, რალფ ლორენს, ვერსაჩეს, შანელს, ლუი ვიუტონს, არმანს, ჯანეტ ჯექსონს, ნიკოლ კიდმანს, მადონასა და სხვებს. დემარშალიე Condé Nast-ის ჯგუფის ოფიციალური ფოტოგრაფი გახდა, რომლის მფლობელობაშიც შედის GQ & Rolling Stone. 1992 წელს კი იგი Harper’s Bazaar-ის წამყვან ფოტოგრაფად მიიწვიეს.
კლაინის ფოტოგრაფიულმა ხედვამ აღაფრთოვანა ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, კლაუდია შიფერი, ნაომი კემპბელი. კლაინისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ცნობილი ობიექტი დგას მისი კამერის წინ, მთავარია მის ექსპერიმენტებში თამამად მიიღონ მონაწილეობა. მას საოცარი ნიჭია აქვს, მოიპოვოს ვარსკვლავის ნდობა, მოხსნას ყოველგვარი კომპლექსი და მის შინაგან სამყაროს გამოავლენის შეუზღუდავი სივრცე მისცეს.
უოლკერს ფოტოგრაფიისადმი ინტერესი ლონდონის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში არქივზე მუშაობისას გაუღვივდა. ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ რიჩარდ ავედონის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 25 წლის ასაკში ჟურნალ „ვოგისთვის“ მან პირველი „Fashion” ისტორია გადაიღო და მას შემდეგ მუშაობს როგორც ბრიტანული, ასევე იტალიური და ამერიკული გამოცემებისათვის. უოლკერის ფოტო-ნამუშევრები ლონდონში არსებული პორტრეტების ეროვნული გალერეის, ასევე რამდენიმე მუზეუმის მუდმივ კოლექციებში ინახება.
90-იანი წლების დასაწყისში ლეიბოვიცმა საკუთარი სტუდია გახსნა. მის ფოტოობიექტივში ხვდებოდნენ ჯონ ლენონი, ბეტი მიდლერი, დემი მური, მიკ ჯაგერი, ელიზაბეტ მეორე, ვუპი გოლდბერგი, სტინგი და სხვანი. ენი იღებდა როგორც პოპკულტურის ვარსკვლავებს, ასევე ცნობილ პოლიტიკურ სახეებს. ამის გამო კრიტიკოსები დღემდე თვლიან, რომ ფოტოგრაფიის ლეგენდამ იოლად მოიპოვა კარიერული წარმატება.
ენი ერთადერთია, რომელსაც საკუთარი ვებ გვერდი არ გააჩნია. მხოლოდ ტვიტერით სარგებლობს თუმცა არანაირი ჩანაწერი არ გააჩნია. ის ახლა სამოცი წლისაა, მამაკაცურად იცვამს, ბოხი ხმით საუბრობს და უცნაურ ვარცხნილობას ატარებს. ამ უცნაური და ახირებული სტილის პარალელურად მისი ნამუშვრები ისეთი ჟურნალების გარეკანს ალაბმაზებს, როგორიცაა Vogue, Vanity Fair, New Yorker და Rolling Stone. და მაინც ჯიუტად ამბობს: “ფოტოზე მხოლოდ ათი პროცენტი აღიბეჭდება იმისა, რასაც ვხედავ.”
ახალგაზრდობაში უნდოდა, რომ მოძღვარი გამხდარიყო. შემდგომში აზრი შეიცვალა და ფოტოგრაფია ლონდონში შეისწავლა. ტესტინო, რომელსაც სტუდენტობისას თავი ოფიციანტობით გაჰქონდა, პროფესიონალი მოდის ფოტოგრაფი გახდა, რომელიც ისეთ მოდის სახლებში მუშაობდა, როგორიცაა Burberry, Gucci, Versace, Calvin Klein, Dolce & Gabbana, Salvatore Ferragamo და Estee Lauder .
2002 წელს ლონდონში არსებულ პორტრეტების ეროვნულ გალერეაში მოეწყო მის მიერ გადაღებული პორტრეტების გამოფენა, რომელიც გალერეის ისტორიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმოდგენილ გამოფენებს შორის ყველაზე დასწრებადი იყო. დღემდე მარიო ტესტინოს ხელოვნების სიძლიერეს ყველა აღიარებს, რადგან ტესტინო ფოტოებზე ადამიანების საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენს, სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ფოტოგრაფიული ჯადოქრობა.
ბენსონის საუკეთესო ნამუშევრებში შედის არამარტო ცნობილი ხელოვანი ადამიანების (მაიკლ ჯექსონი, ელიზაბედ ტეილორი, მარჩელო მასტროიანი, რეი ჩარლზი, მუჰამედ ალი), არამედ სხვადასხვა პოლიტიკოსების ფოტოები (ბილ კლინტონი, რონალდ რეიგანი, რიჩარდ ნიქსონი და სხვა).
ფოტოგრაფიით 9 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც საზაფხულო ბანაკში ყოფნისას პირველი კადრები გადაიღო. მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით იხილა სიბნელეში სურათების გამჟღავნების პროცესი, შეყვარებული გახდა “ფოტოგრაფიის მაგიურ ძალაზე”. პროფესიონალ ფოტოგრაფებში მისი კუმირი ანრი კარტიე-ბრესონსი იყო.
შაპიროს ფოტოგრაფიულო მოხერხებულობა განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მის მიერ “დაჭერილ” მომენტებს, როცა ყველაზე ცნობადი ფიგურები ძალიან ბუნებრივად გამოიყურებიან. მის ფოტონამუშევრებზე ასახულნი არიან მარლონ ბრანდო, რობერტ რედფორდი, მუჰამედ ალი, ჯეკ ნიკოლსონი, დასტინ ჰოფმანი, რობერტ კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, მარტინ სკორსეზე და სხვა.
შაპიროს 50-წლიანი კარიერა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მას გამოცემული აქვს წიგნი “მაშინ და ახლა”, რომელმაც ასევე მოიცვა მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომელთა უდიდესი ნაწილი ადრე არასოდეს გამოქვეყნეულა.
ბრუს ვებერი (Bruce Weber) ამერიკელი მოდის ფოტოგრაფია, რომელიც 1956 წელს დაიბადა. როგორც ფოტოგრაფი ცნობილი გახდა 80-იანი წლების ბოლოს, როცა Calvin Clein-ის სარეკლამო ფოტოსესია და ახალგაზრდა რიჩარდ გირის პორტრეტული ნამუშევრები გადაიღო. მასი ცნობილი ფოტოსესიები შედგა Calvin Klein, Ralph Lauren, Revlon და Gianni VersaCe-ის კამპანიების წარმოებისას. ვებერის ფოტონამუშევრების დიდი ნაწილი შავ-თეთრია, რომლებიც სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ჟურნალებში: Vogue, GO, Elle, Life, Interview და Rolling Stones. მას ასევე გადაღებული აქვს რამდენიმე ფილმი.
tatatatuli.wordpress.com