EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რატომ გახდა მოჭიდავე ლევან თედიაშვილი »
კატეგორია: სპორტიავტორი: admin
თარიღი: 2020-03-15 16:10:18
ერთხელ ლევან თედიაშვილს ვკითხე, მაინც რა იყო, რატომ გახდი მოჭიდავე–მეთქი? იმიტომ, რომ ქათმის ხორცი მიყვარდაო. გამიკვირდა. ქათმის ხორცია რა შუაშია–მეთქი?
გეტყვიო: ,,დედაჩემი ქათამს მარტო მაშინ დაგვაკვლევინებდა, სტუმარი რომ მოგვივიდოდა, მაგრამ იმ ქათმის მე მარტო ერთი ბარკალი მხვდებოდა. ჰა, ჰა ერთი ბარკალი და ერთიც ფრთისძირი. არადა, ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი ქათმის ხორცზე. ერთხელ რაიონის მოზარდ მოჭიდავეთა ნაკრებში ამიყვანეს. შეკრებაზე ვართ. სადილის დრო რომ მოვიდა, შეგვიყვანეს სასადილოში და წინ ნახევარი შემწვარი ქათამი დამიდეს. მორიდებით ვიკითხე – ბოდიში, მაგრამ ესა სუ ჩემია მეთქი? შენია, მა ვისიაო!...აი, სწორედ მაშინა ვთქვი გულში. მორჩა, თქვენ მე აქედან ვეღარ მომიშორებთ– მეთქი!
ნუგზარ შატაიძის წიგნიდან ,,ლევან თედიაშვილი"