EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვაქცინა უკვე შექმნილია, ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას - ჩინელი დიპლომატი »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2020-03-19 20:13:22

ვაქცინა უკვე შექმნილია, ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას - ჩინელი დიპლომატი

korona-vaccine

ჩინელმა ექიმებმა შექმნეს ვაქცინა კორონავირუსთან საბრძოლველად, რომლის გამოცდები ამ დრომდე მიმდინარეობს და მალე დასრულდება- ამის შესახებ მოსკოვში განუცხადა მედიას ჩინეთის ელჩმა რუსეთში. დიპლომატის თქმით, ჩინური მედიცინა აჩვენებს თავის ეფექტურობას ვირუსთან ბრძოლაში, რომლის ფონზეც მისი გავრცელება 80-85 % -ით შემცირდა.
 
ჩინელმა დიპლომატმა, ჩან ხანხუეიმ განაცხადა, ვაქცინა ხელს შეუწყობს ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტის გაძლიერებას, რომლის შემდეგაც დაავადება ვეღარ დააზარალებს ადამიანის სასიცოცხლო ორგანოებს.
 
„ჩინეთში უკვე არსებობს მტკიცე რწმენა, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში საბოლოოდ გავიმარჯვებთ ამ ეპიდემიასთან ბრძოლაში. გარდა დაავადების ეპიცენტრის, უხანისა, უმრავლეს პროვინციასა და ქალაქში თვის ბოლოდან უკვე აღდგება ცხოვრების ჩვეული პროცესი. რაც შეეხება მრავალმილიონიან ქალაქ უხანს, ეპიდემია მარტის ბოლომდე დამარცხდება. ჩინეთში უკვე შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც იმუნიტეტს აჩვენებს, მაგრამ ეს წინასწარი შედეგებია, დამატებით კიდევ საჭიროა გარკვეული პერიოდი შემდგომი ექსპერიმენტებისა და მონაცემების დამუშავება-აღწერისთვის“ – განაცხადა ჩინეთის ელჩმა რუსეთში.
 
მისი თქმით, ყოველდღიურად 2000 ადამიანი ინკურნება, ხოლო დაინფიცირების დღიური შემთხვევა რამდენიმე ასეულამდეა შემცირებული.
 
 
newposts