EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მაშინ როცა დოსტოევსკი დიდი მწერლის სტატუსით ეწვია საფრანგეთს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2020-05-13 20:34:35

მაშინ როცა დოსტოევსკი დიდი მწერლის სტატუსით ეწვია საფრანგეთს

დოსტოევსკი

ერთხელ დოსტოევსკი, როცა ის აწ უკვე დიდი მწერლის სტატუსით ეწვია საფრანგეთს, მასთან შეხვედრა და ახლოდან გაცნობა საფრანგეთის იმდროინდელი ინტელექტუალების ერთ ჯგუფს მოუსურვია. მიწვევაზე თეოდორი, რა თქმა უნდა, უსიტყვოდ დათანხმებია....წვეულებაზე, რომელიც ფედკას საპატივცემლოდ იმართებოდა, ერთ პიროვნებას მწერალისთვის დაუსვამს ძალიან საინტერესო შეკითხვა. საინტერესო იმიტომ, რომ ფედკას პასუხმა ამ კითხვაზე, მართლაც მთელი საფრანგეთის მაღალი წრის საზოგადოება აალაპარაკა და დოსტოევსკი განსაკუთრებულად, ახლა უკვე სხვა კუთხითაც პატივსაცემი პიროვნება გახადა. ერთმა იმ ეპოქის ნაკლებად ცნობილმა პოეტმა დოსტოევსკის ჰკითხა...თქვენი აზრით, ვინაა ყველაზე დიდი ადამიანი, რომელსაც რუსეთში ოდესმე უცხოვრია? - ფრაგნი თურმე
დარწმუნებული იყო, რომ დოსტოევსკი პუშკინს დაასახელებდა ამ ნომინაციაზე და ამ გზით მას სურდა ჩამოეგდო რუს მწერალთან საუბარი ტოლსტოიზე, რომელზე ლაპარაკს ფედკა ყოველთვის ერიდებოდა. - მარია ნეჩაევა - ცოტახნის პაუზის შემდეგ სევდიანად, თუმცა დამაჯერებლად გასცა პასუხი ფედკამ. - ნამდვილად ეს ქალი ყველაზე აღმატებული პიროვნებაა, რომელსაც ოდესმე უცხოვრია ან ყოფილა მთელს რუსეთში.- ვინ? ახლა უკვე მომდევნო კითხვით მიუმართავს დოსტოევსკისთვის გაკვირვებულ ფრანგ მწერალს, რადგან ამ ქალის სახელი არამხოლოდ მისთვის, არამედ დამსწრე საზოგადოებისთვისაც უცნობი გახლდათ. თუმცა, ამ კითხვაზე ფედკას პასუხი არ გაუცია. წვეულების ბოლოს ფრანგ მწერალთან დოსტოევსკის ძველი მეგობარი და წვეულებაზე თეოდორის თანმხლები პირი - ვინმე ფრანგი მარალჩინოსანი მისულა და მიუმართავს - მარია ნეჩაევა, თეოდორ მიხაილოვიჩის დედაა მონსინიორ! აი მასზე საუბრობდა ის, როცა ჰკითხეთ - თუ ვინ იყო ყველაზე დიდი პიროვნება მთელს რუსეთშიო....ეს ამბავი კი ელვის სისწრაფით მოედო პარიზს და ყველას გული სიხარულით დაუმძიმდათ. რადგან დოსტოევსკი ასე აფასებდა და ძლიერ უყვარდა თავისი დედა, დედა, რომელიც 16 წლის ასაკში დაკარგა...