EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თავის ქალაში ჩიპის ჩადგმის შემდეგ, ლაპარაკი საჭირო აღარ იქნება - ილონ მასკის ახალი პროექტი, რომელიც 5 წელიწადში ენებს გამოუსადეგარს გახდის »

კატეგორია: სხვა

ავტორი: Nisa

თარიღი: 2020-05-22 10:33:38

თავის ქალაში ჩიპის ჩადგმის შემდეგ, ლაპარაკი საჭირო აღარ იქნება - ილონ მასკის ახალი პროექტი, რომელიც 5 წელიწადში ენებს გამოუსადეგარს გახდის

İlon-Mask

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელი. გამომგონებელი ილონ მასკი ამბობს, რომ 5 წელიწადში ენები საჭირო აღარ იქნება და მათ მხოლოდ "სენტიმენტების გამო“ გამოიყენებენ.
 
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Independent აქვეყნებს. მასკის თქმით, ის მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც დაახლოებით 5 წელიწადში ენებს გამოუსადეგარს გახდის. მეტყველება კომუნიკაციის მოძველებული ფორმა იქნება.
 
"ინდეფენდენთის“ ცნობით, Tesla-ს ხელმძღვანელმა აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში The Joe Rogan Experience - ისაუბრა. მასკი იმედოვნებს, რომ მოწყობილობა სახელად Neuralink ადამიანის ტვინს დაუკავშირდება. ეს არის ერთგვარი ჩიპი, რომელიც ელემენტზე მუშაობს და მისი ადამიანის თავის ქალაში იმპლანტირება იგეგმება. გამომგონებელი ამბობს, რომ ჩიპის ელექტროდები ძალიან ფრთხილად უნდა დაუკავშირდეს ტვინს.
 
მასკის თქმით, ახალი ტექნოლოგიის საშუალებით, ლაპარაკი საერთოდ აღარ იქნება საჭირო.
 
"ჩიპს წვდომა ექნება ტვინის ნებისმიერ წერტილთან და შესაძლებელი იქნება, რომ მისი საშუალებით მხედველობაც კი გაუმჯობესდეს. ასევე ის გაასწორებს ყველა ხარვეზს, რაც ტვინს აქვს“, - ამბობს მასკი.
 
 
ambebi.ge