EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თბილისში ვირუსი ისევ დაბრუნდა - თბილისის 8 შემთხვევა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2020-05-30 20:54:53
ბოლო პერიოდში თბილისში კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა ამ დილით ერთბაშად 9 შემთხვევა გამოვლინდა. იგი სავარაუდოდ, უკავშირდება საბურთალოს ერთ-ერთ კორპუსში მომხდარ შემთხვევას. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლში კარანტინშია მოქცეული.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 11 ახალი შემთხვევიდან, 2 არის ბოლნისის წყარო, ხოლო დანარჩენი 9 არის თბილისიდან, ერთ ადრე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები.
“გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევებიდან 8 პაციენტი შევიდა.
“ჩვენთან 8 პაციენტია, თბილისის 8 შემთხვევა, ერთი კონტაქტის ყველა შემთხვევა ჩვენთან დაწვა, მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქადაა შეფასებული,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
თბილისში, საბურთაოზე ოჯახის 7 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა კონტაქტები მასშტაბურია. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ექთანია და ინფიცირების წყარო სავარაუდოდ სწორედ ის გახდა.