EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

123Nikolozii123

Vergilioni

სვანი

sudi

Billionaire




« თურმე »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: pepe

თარიღი: 2020-06-30 13:53:39

თურმე ოცნება ოცნებას ლევდა

დაწაფებული ხვრეპდა უთასოდ,

თურმე ცხოვრება სინდის ყიდიდა

ხარკზე გადაცვლით განა უფასოდ.

თურმე აზრები აზრებს ნიღბავდა

ხე  არ ხმებოდა თურმე უხავსოდ,

თურმე ცხოვრება გრძნობებს თელავდა

აჩანაგებდა თურმე  უხამსოდ.

თურმე იმედი იმედს ახშობდა

ქაოსი იდგა თურმე უსასოდ,

თურმე ცხოვრება,თურმე მაშვრობდა

ქირის აღებით, განა უფასოდ.