EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« Audi-ს Artemis-ის გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ 2024 წელს წარმოუდგენელი შესაძლებლობების ელექტრო ავტომობილი გამოუშვას »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: Black-Dragon

თარიღი: 2020-07-09 09:16:59

Audi-ს Artemis-ის გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ 2024 წელს წარმოუდგენელი შესაძლებლობების ელექტრო ავტომობილი გამოუშვას

Audi-Artemis

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი მანქანა სედანი იქნება და მას A9 E-Tron-ს დაარქმევენ.
 
Artemis-ის გუნდის განცხადებით, ისინი ავტომობილის განვითარების დაჩქარებას აპირებენ. ამას ბიუროკრატიული პროცესების მინიმუმამდე დაყვანით აპირებენ. ეს ბაზარზე კონკურენციის გაზრდამ გამოიწვია.
 
ახალი სედანი Audi Aicon-ის გაგრძელებაა. ამ თვითმართვადი ავტომობილის კონცეპტი Audi-მ 2017 წელს წარმოგვიდგინა. ცნობილი გახდა, რომ გზებზე მისი შემოწმება 2021 წლიდან დაიწყება.
 
სედანი A7-ის ზომის იქნება, მაგრამ A8-ს მსგავსად ტევადი. პლატფორმა PPE (Premium Platform Electric) უნდა იყოს.  ამ პლატფორმას Audi Porsche-სთან ერთად ავითარებს. მთავარი ტექნოლოგიები თვითმართვად ფუნქციებს, 5G კავშირს და V2X კომუნიკაციას მოიცავს.
 
Audi-Artemis
 
მომავალში ახალი სედანი მეშვიდე სერიის BMW-ს, Jaguar XJ-ს და Mercedes-Benz EQS-ის კონკურენტი უნდა გახდეს.  
 
Audi A9-ს იდეაზე წლებია მუშაობს. ავტომწარმოებელი იდეის განხორციელებასთან ახლოს იყო, როცა VW Group-ის წევრმა Lamborghini-მ 2008 წელს Estoque-ის კონცეპტი გამოუშვა. სამწუხაროდ, იმდროინდელმა ეკონომიკურმა კრიზისმა ორივე ბრენდის გეგმას ბოლო მოუღო.
 
Audi წლის ბოლოს E-Tron GT-ს სედანს გამოუშვებს, რომელიც Porsche Taycan-ის J1 პლატფორმაზეა. Audi Sport უფრო ტექნიკურ მაჩვენებლებზეა ორიენტირებული და ინტერიერში დიდ სივრცეს არ უნდა ველოდოთ.