EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« აია სოფიას ტაძრის, ახლა მუზეუმის სტატუსის მქონე მსოფლიო ხუროთმოძღვრების შედევრის, კვლავ მეჩეთად გადაკეთება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2020-07-14 15:44:10
აია სოფიას ტაძრის, ახლა მუზეუმის სტატუსის მქონე მსოფლიო ხუროთმოძღვრების შედევრის, კვლავ მეჩეთად გადაკეთება, პოპულისტურ განცხადებად ჩაუთვალეს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს. თურქეთის „ჰიურიეთი“ 9 ივლისს იტყობინება, რომ თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო მეჩეთად აია სოფიას გადაკეთების გადაწყვეტილება, რომელიც 10 ივლისს გამოქვეყნდება.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, სხვებთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც მოუწოდა თურქეთს, შეუნარჩუნოს სტამბოლის სიმბოლოს მუზეუმის სტატუსი.
რა მოჰყვება აია სოფიას კვლავ მეჩეთად გადაკეთებას? დაიფარება თუ არა შენობის უნიკალური ქრისტიანული მოზაიკური მოხატულობა?
იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული და 1500-წლიანი ისტორიის მქონე ტაძრის სტატუსის განხილვას ჯერ კიდევ გადაწყვეტილებამდე მსოფლიოს რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერთა მწვავე რეაქციები მოჰყვა. ბიზანტიის იმპერატორის მიერ აგებული უდიდესი ქრისტიანული ტაძარი და კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ მეჩეთად გადაკეთებული აია-სოფია 1934 წლიდან მუზეუმად იყო გამოცხადებული. მეჩეთად უკვე მეორედ გადაკეთებას მოწინააღმდეგეები ქვეყნის შიგნითაც ჰყავს.