EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« შავი ვარდი »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: ცირა
თარიღი: 2020-08-28 12:31:46
თ ა ვ ი III
სოხუმში ჩასვლისთანავე ხუტა გაწერელია ქალაქის პოლიციას დაუკავში რდა იქ მას ყველა იცნობდა, განსაკუთრებით მეგობრობდა მილიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ოპერატიულ რწმუნებულ ბესლან ავიძბასთან.
ბესლან ავიძბა სიხარულით შეხვდა ძველ მეგობარს და შინ მიიწვია, გაწერე ლიამ დაწვრილებით გააცნო ჩამოსვლის მიზეზი აღწერა სვეტლანასა და მიხა ხაპიაშვილის გარეგნობა უამბო ლარისა გრიეკოს მონათხრობი და ბესლანიც დააინტერესა.
ასეთი ნიშნების ახალგაზრდას ვიცნობ ოღონდ ფექაურის გვარით, ამას წინდათ წვრილმანი ხულიგნობისათვის მოიყვანეს ჩემთან, საჭვო პირად მიმაჩნდა თუმცა ძალზე სერიოზული დანაშაული არ ჩაუდენია, სოხუმში იშვიათად გამოჩნდება ხოლმე მისი ცხვრების პირობები მაეჭვებს რამდენადაც ვიცი არსად მუშაობს, ფულს კი ბლომად ფლაგავს, საიდან აქვს, კაცმა არ იცის, უბედურება ის არის, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ვერ მოვახერხე, თორემ მივწერდი და გამოვარკვევდი.
- მისი კავშირურთიეთობანი ხომ არ დაგიდგენია?
- მხაოლოდ ერთი, მუდამ ერთსა და იმავე რესტორანში დადის და ისიც მაშინ, როდესაც იქ მიმტანად ქერა ქალი მუშაობს
- ქალის პიროვნება არა გაქვს დადგენილი?
- როგორ გითხრა ის ქალი ვანდა პეტერჟკაია, თუმცა სახელი და გვარი პოლონ ურია, მაგრამ არა მგონია პოლონელი იყოს.
მეორე საღამოს, რესტორანში ვანდას ერთ-ერთ მაგიდას კარგა შეზარხორშ ებული უცნობი მიუჯდა ვაჟის გარეგნობა ქალს მაშინვე მოეწონა, მაგრამ რა იცოდა, თუ ეს მოხდენილი ვაჟკაცი ხუტა გაწერელია იყო?
- რას ინებებთ? მოუახლოვდა და მომღიმარი სახით შეეკითხა
- ასეთი ლამაზი ქალის ხელით მოტანილი მწარე წიწაკაც კი შაქარზე ტკბილი იქნება.
ქალს ესიამოვნა ქათინაური, გაიბადრა და სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაჰკრა
- მაშინ მარტო მწარე წიწაკას მოგიტანთ, გაიცინა...
- მომიტანეთ, ოღონდ მოაყოლეთ რაც კი რამ საუკეთესო მოგეპოვებათ სამზარე ულოში თან ერთი ბოთლი შამპანური და თქვენი ტკბილი ღიმილიც
- თქვენთვის არაფერს დავიშურებ, გაუშინაურდა ქალი, თუმცა, ცოტა ნასვამი კი ხართ, მაგრამ...
- არა ნასვამი კი არა, მთვრალი ვარ თქვენმა ნახვამ დამათრო.
- ეტყობა ღვინოზე მეტად მოქმედებთ ადამიანზე.
იმ საღამოს ქალს ბევრი სამუშაო არ ჰქონდა და ლამაზ, ტანად ახალგაზრ დასთან საუბარს სიამოვნებით აჰყვა.
ეს თქვენი სადღეგრძელოა კეთილის იყოს თქვენი გაცნობა
- ვაჟმა ჭიქა გამოცალა და განაგრძო, - მე გუშინაც ვიყავი აქ თქვენს რესტორა ნში სხვა მაგიდასთან ვიჯექი, დაგინახეთ თუ არა, თქვენთან მომინდა გადმოჯდომა, მაგრამ ვიღაც მილიციის თანამშრომელს შევასწარი თვალი და მოვერიდე.
- მერედა რისი შეგეშინდათ, ხომ არ შეგჭამდათ? გაიკვირვა ქალმა
- რა ვქნა, არ მიყვარს მილიციელები
- განა რა დაგიშავეს, რითი დაიმსახურეს თქვენი სიძულვილი?
- ალბათ მაქვს მიზეზი
- მართალი გითხრათ, არც მე მიზიან თვალში, მაგრამ რას ვიზამთ განსაკუთრე ბით ის რომელიც თქვენ გუშინ აქ შეგინიშნავთ საზიზღარი ტიპია ჩამოჯდება და ხან რას მეკითხება ხან რას.
- ო ეს თუ ასეა მაშინ მე თქვენს რესტორანში ვეღარ ვივლი
- ქალი ასეთმა გულახდილობამ გააოცა
- განა გაქვთ მიზეზი, რომ მას გაურბოდეთ?
- რაღა დაგიმალოთ ჩემო ცუგრუმელა, ერთი კვირაა, რაც პატიმრობიდან გავთავისუფლდი.
- ალბათ რაიმე სერიოზული საქმე იყო
- იყო მაგრამ რა საჭიროა ამაზე ლაპარაკი
ხუტა გაწერელიამ დანახარჯი გადაიხადა და წავიდა მოსატყუარი ჩაშვებ ული იყო და თუ ამ ქალს რამე კავშირი ჰქონდა საეჭვო პირებთან, ანკესს ზვიგენი თუ არა, ლოქო მაინც წამოეგებოდა თუმცა, ქალი დააიტერესა თავისი პიროვნებით, მაგრამ სრული ნდობის მოპოვება იყო საჭირო.
კარგა ხანს დადიოდა ხუტა რესტორანში, ბოლოს „სატყუარი“ ოდნავ შეირხა ერთ დღეს, როცა ის-ის იყო დარბაზში შევიდა ვანდა მიუახლოვდა და წასჩურჩულა:
- მოგვიანებით მოდით! დაკეტილიც რომ იყოს, დააკაკუნეთ საჭირო საქმე მაქვს
ხუტა გამობრუნდა, რესტორნიდან გავიდა
საღამოხანს სხვა სასადილოში შეიარა ჭიქა არაყი და კათხა ლუდი დალია, რომ სასმელის სუნი ჰქონოდა რესტორანში მაშინ მივიდა, როდესაც უკვე კეტავდნენ ვანდა გამოვიდა და ხუტას მიახლოვდა.
- წავიდეთ კოკი ამაღამ ჩემი სტუმარი ხართ
ხუტას ეუცნაურა ასეთი წინადადება მან წინასწარ არ გაითვალისწინა ამის შესაძლებლობა თუმცა, ესეც არ იყო მოულოდნელი ვანდასთანა ქალისაგან საჭირო იყო მიჰყოლოდა უკან დახევა მთელ გეგმებს ჩაუფუშავდა.
გვერდში ამოუდგა ვანდას და ოდნავ ბარბაცით მიჰყვა
- შე საძაგელო, დათვერი? ვეღარ მოითმინე? ღიმილით უსაყვედყრა ქალმა.
- ისე ცოტა დრო ხომ უნდა მომეკლა?
ვანდას ბინაში შუქი ენთო, ხუტამ შესვლისთანავე მაგიდასთან ზურგშექცე ვით, პერანგის ამარა მჯდარი ვიღაც დაინახა ამას კი არ ელოდა უკან გამობრუნება დააპირა, მაგრამ ქალმა ხელი წაავლო, შეაჩერა
- სად მიდიხარ? ძლივს ხელში მოგიგდე და ახლა გარბიხარ?
- მე მგონია მესამე პირი ზედმეტი უნდა იყოს
ხმაურზე კაცმა მათკენ მოიხედა
ხუტამ მაშინვე იცნო მიხა ხაპიაშვილი
- სისულელეა, ზედმეტი, რომ ყოფილიყო აქ არ მოგიყვანდი გაიცანი ჩემი კარგი მეგობარი ქარუმ ფეთქაური, ეს კი კოკი ჟვანიაა მამაკაცებმა ერთმანეთს თვალებში ჩახედეს და ხელი ჩამოართვეს.
ქარუმ ფექაურად წოდებულმა ხაპიაშვილმა ეჭვით შეათვალიერა მოსული მერე, როცა დაინახა როგორ შინაურულად ექცეოდა მას ვანდა გამხიარულდა უკვე კარგად შემთვრალიყო
შენც კარგი საზიზღარი ხარ, ვეღარ მოგვიცადე რომ გალეშილხარ ხომ გაგაფრთხილე, ახალ მეგობარს მოვიყვან მეთქი? უსაყვედურა ვანდამ.
- არაუშვს, რა, მასპინძელო, - შეეშველა ხუტა, - მეც ხომ ამდენივე მაქვს დალე ული ასე რომ, მე და ქარუმი ბარიბარში ვართ.
ქალმა ხელჩანთიდან კონიაკის ბოთლები და სანოვაგე ამოალაგა, მაგიდის გაწყობას შეუდგა.
როცა ხელახლა შეუდგნენ სმას, ხუტამ ისე მოაჩვენა თავი ახალგაცნო ბილებს, თითქოს ხელად დათვრაო და თანამესუფრის მორიდებული დაცინვაც მიიღო რამდენჯერმე დაღვარა სასმელი ქარუმი კი ერთიმეორეზე ცლიდა ჭიქ ებს არც ვანდა ჩამორჩებოდა.
ხუტამ მარცხენა მკლავი მაგიდაზე დადო ზედ თავი ჩამოადო და ფშვინვა ამოუშვა მარჯვენა ყოველი შემთხვევისათვის ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი.
- ეი ძმობილო კომპანია გამიწიე, ვაჟკაცი არა ხარ? შესძახა მიხა-ქარუმმა
თავი დაანებე გამოიძინოს ყველა ერთნდაირად ხომ ვერ იტანს სასმელს გამოექომაგა ქალი.
მიხა ადგა მიუახლოვდა ხუტას და შეანჯღრია.
ხუტამ რაღაც გაუგებარი წაილუღლუღა.
- შენ კი არ გეძინება? შეეკითხა ვანდა მიხას, - თქვენ უკუღმართებო, მე საქმისა თვის შეგახვედრეთ ერთმანეთს თქვენ კი ასე უღმერთოდ დათვერით
- საქმისათვის თორემ, სამსახურში არ დაგაგვიანდეს...
- ისეთ საყვედურს მოგცემს ბებია, რომ არ მგონია უკმაყოფილო დარჩე
- ფეხებსაც ვერ მომჭამს, - წაიბურტყუნა მიხამ, არ გამაჯავროს თორემ იმ შენს ვერასაც კისერს მოვუგრეხ.
ხუტამ ბებია ვერას ხსენებაზე ყური ცქვიტა
- აბა სცადე ის უფრო ადვილად მოგიგრეხს კისერს, მაინც კარგი თვალით არ გიყურებს რაც ის გომბიო გაგვისხლტა ხელიდან.
- ჩუმად ამან არ გაიგოს! - შეშფოთდა მიხა, - ჯერ კიდევ არ ვიცით სანდოა თუ არა
- ფიქრი ნუ გაქვს ისეა მთვრალი ყურის ძირში ზარბაზანი რომ დაუცალო ვერ გაიგებს - დაამშვიდა ქალმა
მიხა ხაპიაშვილი ადგა, ბარბაცით მივიდა ტახტთან გაუხდელად წამოწვა და ხვრინვა ამოუშვა.
ქალი ბევრს ეჯაჯგურა ხუტას, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა თავი მიანება უკმაყოფილო ბურტყუნით ჩააქრო შუქი და საწოლში დაწვა.
ვინ გომბიო გაუსხლტათ ხელიდან? - ფიქრობდა გაწერელია
- იქნებ სვეტლანა? კარგი და თუ მიხამ გაიტაცა და შემდეგ გაიქცა რატომ არ დაბრუნდა ლარისა გრივკოვასთან? ნუთუ სხვა ვინმეა და არა სვეტლანა? საინტერესოა, ბებია ვერა იგივე დეიდა ვერონიკა ხომ არ არის? თუ მართლა ვერონიკაა მაშინ დიდი სიფრთხილეა საჭირო დეიდა ვერონიკა ხომ იცნობს ხუტას? ნახავს თუ არა მაშინვე მიხვდება, რომ ეს ახალგაზრდა პატიმრობიდან განთავისუფლებული ვიღაც კოკი ჟვანია კი არა, მილიციის თანამშრომელია, რომელმაც ამ ხუთი ექვსი წლის წინათ მერი მალდონატოსთან გააბა ურთიერთობა დაღესტანში და მთელი ბანდა ჩაუგდო ხელში მილიციას, არა
საჭიროა ცალკე მოეთათბიროს ამ საკითხზე ბესლან ავიძბას, საჭიროა ერთად შეიმუშაონ მოქმედების ახალი გეგმა...
- ხუტა წამოდგა შეიშმუშნა, შუბლი მოისრისა, ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და ზღვის ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა შემდეგ მაგიდისაკენ შემობრუნდა, რომ კონიაკი დაელია მაგრამ ყველა ბოთლი ცარიელი აღმოჩნდა
ვანდას გამოღვიძებოდა და ჩუმად ადევნებდა თვალს შემდეგ გაიცინა და თქვა
- იმ უკუღმართმა ქარუმას სულ გამოუწრუპია კარადა გამოაღე იქ კიდევ უნდა იყოს გაუხსნელი ბოთლი, თუმცა, დამაცა - ქალი პერანგის ამარა წამოხტა ლოგინიდან, კარადიდან ბოთლი გამოიღო, დაუსხა და ღიმით შესთავაზა, ვაჟი დააცქერდა ქალის გაფუებულ გულმკერდს
- აბა, ნუ აცეცებ, თვალებს, თორემ სინათლეს დაჰკარგავ შემდეგ ხმას დაუწია, საღამოზე ქარუმს გავისტუმრებ და...
მიხას გამოღვიძებოდა ქალის ლაპარაკს რომ ყური მოჰკრა, სიტყვა აღარ დაამთავრებინა.
- ვანდა კიდევ დაიწყე?
- შე სულელო, მე ქმრის ერთგული არ ვყოფილვარ და გინდა შენი ერთგული ვიყო? რას მიბღვერ? შენ ხომ დაეთრევი ვიღაც გოგოებში? ქალმა ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა.
მიხაც წამოდგა მაგიდასთან მივიდა და კონიაკი გადაჰკრა
- იცი რა გაუმაძღარია ეს რძეძაღლი? ტყუილად კი არ გააგდო ქმარმა ყოველ ნაბიჯზე ღალატობდა! შესჩივლა ხუტას
- რა მენაღვლება, ეგ ჩემი გემოვნების ქალი არ არის და არც ვაპირებ რამე ურთი ერთობას.
მიხამ იჭვნეული თვალით შეხედა და სკამზე ჩამოჯდა.
- როგორ გამოიძინე? ჰკითხა.
ამას თუ ძილი ჰქვია, ისე ვიყავი მთვრალი, რომ აღარაფერი მახსოვს, საერთოდ, ვერ ვიტან კონიაკს და არაყს ღვინოს კი კარგად გეახლები.
- მე კი პირიქით, ღვინო ადვილად მათრობს
- მიჩვევაზეა ყველაფერი, წინათ არყის გემო სულ არ ვიცოდი პატიმრობისა და გადასახლებაში შევეჩვიე ცოტათი
- დიდი ხანია განთავისუფლდი?
ხუტამ პასუხად უბის ჯიბიდან განთავისეფლების ქაღალდი ამოიღო და მიხას გაუწოდა
- ო, ჩემზე მეტი სტაჟიანი ყოფილხარ მე სამ წელიწადსა და რვა თვეს მალესინეს ციხე, ახლა რას აპირებ?
- რას უნდა ვაპირებდე? ცხოვრება ხომ მინდა? მაშასადამე ფულის შოვნაც საჭი როა.
- სად აპირებ მუშაობის დაწყებას?
- უკვე დავიწყე
- მართლა სად დაიწყე?
- მატარებელზე განა ცოტაა მგზავრი? შენ რას საქმიანობ?
- მე უფრო სუფთა ხელობა ავირჩიე ნავსადგურები...
- მაგას მოხერხება უნდა ყველას არა აქვს უნარი!
- რომ იცოდე რა ადვილი საქმეა არც ის უცხოელები არიან ნაკლები დოყლაპიები, ხშიად ნივთებში ფულის მაგივრად ობლიგაციებსა და ლატარიის ბილეთებს ვაძლევ თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნება, ერთად ვიაროთ ბევრგან უკვე შემჩნეული ვარ და შეიძლება ადვილად ჩავვარდე ორნი რომ ვიქნებით სულ სხვაა.
- ისე ამოწყდნენ ჩვენები, რომ მარტოობას გრძნობ?
- არ ამოწყვეტილან, კიდევ ბოგინობს თითო-ოროლა, მაგრამ ცოტანიღა დავრჩ ით ძალიან ცოტანი - ამოიოხრა მიხამ.
- მე გამიგია გერმან ბაზილი, აბა ის იყო თურმე საქმის გამკეთებელი აი
ხუტამ სიტრყვა გაუკრა
- ის რომ იყო, იყო! მისი სადარი არც ყოფილა და არც იქნება მაგრამ რას იზამ, ჩავარდა და თავიც გადააყოლა,
- იმაზე ბევრი რამე ითქვა გადასახლებაში ჰო კიდევ ვიღაც დეიდა ვერონიკაზე ლაპარაკობდნენ, ქალი იყო, მაგრამ საქმეში ვაჟკაცებს სჯობნიდაო.
- ვიცი, ძალიან მოხერხებული ქალი იყო
- ამბობენ, ამინისტიით გაანთავისუფლესო,
- მეც გავიგე ეს ამბავი,
- ახლა სად არის ნეტავი?
- არ ვიცი -ისე უპასუხა მიხამ, რომ ხუტა მიხვდა მან ძალიან კარგად იცოდა ვერონიკას სამყოფელი.