EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« შავი ვარდი »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: ცირა
თარიღი: 2020-08-28 12:47:13
თ ა ვ ი V
სოხუმიდან დაბრუნებულმა მიხა ხაპიაშვილმა დეიდა ვერონიკა სასწრაფოდ ინახულა, იგი ქალაქის განაპირა, ნახევრად მინგრეულ ქოხმახში მცხოვრებ დედაბერთან იყო შეკედლებული ქოხი მოწყობილობით ვერ ბრწყონავად, მაგრამ ეშმაკ დედაბერს ბევრი ფული და ძვირფასეულობა შავი დღისათვის ჰქონდა დამალული.
სოხუმის ამბები მიხამ დაწვრილებით უამბო ვერონიკას და პატიმრობიდან ახალგანთავისუფლებულ ვინმე კოკი ჟვანიას გაცნობაც დაამატა ზედ, რომელსაც მარცხენა მკლავზე „შავი ვარდი“ ჰქონდა მოხატული.
ვერონიკამ დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველივე და ღრმად ჩაფიქრდა
- არა ასეთი ჩვენში არვინ ყოფილა, მარცხენა მკლავზე ჩვენი ნიშანი აქვსო?
- შენ თქვითონ ნახე, თუ იმ ცერცეტა ვანდასგან გაქვს გაგებული?
- ჩემი საკუთარი თვალით ნანახს გეუბნები
- თუ ჰასან ლეკია - ჩიფჩიფებდა დაფირებული დედაბერი - მაგრამ, ჰასანი გაქცევის დროს მოკლეს, დანამდვილებით ვიცი...
არა ლეკი არ არის.
- მე ყველა მახსოვს მათი უმეტესობა მიწაში ლპება ნუთუ ისე მოვხუცდი, რომ მეხსიერებამ მიღალატა?
მარტო შენ კი არა, ყველა თქვენიანი ჩამომითვალა
თუ ყველა ჩამოთვალა მაშინ ძველი, ყოფილა, როცა ჩამოვა, არ უთხრა ჩემი აქ ყოფნა მინდა შორიდან დავინახო.
დეიდა, რა ყველგან საშიშროება გელანდება? გეუბნები ჩვენიანია მეთქი ალბათ აღარ გაგონდება, შენი ხნის ადამიანისათვის ძნელი როდია დავიწყება, ჩემი თვალით ვნახე სოხუმში ჯიბგირობისათვის როგორ დაიჭირეს
- ჭიჭყინა ყოფილა, ჩვენში ზვიგენები იყვნენ და სხვის ჯიბეში კაპიკებისათვის არ აფათურებდნენ ხელს, ასე თუ ისე წინასწარ უნდა შევამოწმოთ, ისე ვერ ვენდობი.
რა მენაღვლება, შეამოწმე როგორც კი ჩამოვა სოხუმში შორიდან დაგანახვებ - რატომ იგვიანებს?
- არ ვიცი, ალბათ იმ კახპა ვანდამ არ გამოუშვა
- ერთი ეს მითხარი, ის შენი კოკი ჟვანია აფხაზი, ხომ არ არის?
- ეგ რაღამ მოგაგონა?
- რავიცი შვილო, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო „ხომ იცი თუ კიდევ
ჩავვარდით მამაღმერთი ვეღარ გვიშველის“ აფხაზზე იმიტომ დამებადა ეჭვი, რომ ის ეშმაკის ნასხლეტი ისე შემოგვიძვრა, რომ თვითონ ვადიმ ურალოვიც კი მოატყუა აფხაზი ჩაჩბა ვარო... დანიელ ბოშა ინახულე და გააფრთხილე, ისიც იცნობს იმ ჩაჩბას.
ვერონიკამ მიხას თავი გამოუტენა დარიგებებით შეხვედრის დრო დაუნიშნა და დავალებებით დატვირთული გაუშვა.
მიხა ხაპიაშვილის სოხუმიდან წასვლის შემდეგ იმავე საღამოს ხუტა გაწერელია ბათუმს გაემგზცრა მან იცოდა, რომ ბათუმში არჩილ ჩოხელი იყო ჩასული ხუტამ ბესლანს დაავალა ბათუმში მილიციის სამმართველოს დაკავშირებოდა აგრეთვე ჩოხელისათვის ეცნობებინა, რომ მანქანა მახინჯაურში დახვედროდა.
მახინჯაურის სადგურში ხუტას არჩილ ჩოხელი და ბათუმის მილიციის მუშაკი ჯემალ ქედელიძე დახვდნენ როგორც კი ბათუმში ჩავიდნენ, ჯემალის სამუშაო ოთახში ჩაიკეტნენ.
- ხუტა, თუმცა შენ მოხსენებაშიც და ჩემთან გამოგზავნილ წერილშიც დაწვრილებით იწერებოდი მიხა ხაპიაშვილთან შეხვედრაზე, მაგრამ ზოგიერთი დეტალის დაზუსტება მაინც საჭიროა, პოლკოვნიკი ლომაური შენი სიმარჯვით კმაყოფილია, თუ ხაპაშვილის აღიარება არა, ვინ იფქრებდა, რომ გაზეთში გამოცხადებული ლიდა საბინა სვეტლანა გრიეკო იქნებოდა? ახლა ეს მითხარი, თუ დაადგინე, ამჟამად სად იმყოფება დანიელ ბოშა და ის ტარტაროზი ვერონიკა? ან სვეტლანა სად წავიდოდა? მეგონა, ნაზიმ ზოიძის ბინაში აფარებდა თავს, იმ ბიჭის პაპასთან, ვინც სიკვდილს გადაარჩინა, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა და მისი არც რაიმე იციან ეტყობა, იმ საწყალ ბიჭს გულში ჩაუვარდა - კინაღამ შეიშალა, რომ გაიგო დაიკარგაო... ჩემი აზრით, ან ვინმე გულკეთილ ადამიანს შეეკედლა, ან ვერონიკას ბრჭყალებში ხელახლა ჩავარდა.
- მიხამ თქვა: ჯერჯერობით არ ვიცით, საით წავიდაო.
- გგონია, მიხა ყველაფერში გულახდილია? შეიძლება არ გაამხილა შენთან.
- ყველაფერი დაფქვა და რაღა მაგას დამალავდა?
- შეიძლება აგრეც იყოს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დაუყონებლივ უნდა გამოვარკვიოთ სვეტლანას ადგილსამყოფელი და დავიცვათ, თორემ თუ მიხამ და ვერონიკამ მოგვასწრეს, ხელახლა გაიტაცებენ.
- ხომ არ ემჯობინება, მიხა და ვერონიკა დავაპატიმროთ?
- ჩაერია საუბარში ჯემალი.
- რა საბუთით? რა კონკრეტული მასალები მოგვეპოვება მათ დასაპატიმრებლად? სად არის მამხილებელი საბუთები? არც ერთი პროკურორი არ მოგვცემს სანქციას, რას იზამ ძმაო, კანონს ვერ გადაუხვევ.
- საიდან შეიტყობედნენ, რომ სვეტლანა ფოთის საავადმყოფოში მიიყვანეს? - გაიკვირვა ჯემალმა.
- გაზეთებში ნათლად ეწერა, რომ ლიდა საბინა ფოთში გადაიყვანესო, ისინიც არც ისე შეტერები არიან, რომ ვერ მიხვდნენ საინამდვილეში ვინ არის ლიდა საბინა, - უპასუხა ხუტამ
- ჩემო ხუტა, მე მგონი, შენი მისია ამ საქმეში უკვე დამთავრდა, რაც შეგეძლო, ყველაფერი გააკეთე ახლა ვერონიკა როგორც კი მოგკრავს თვალს, მაშინვე გიცნობს და გაფრთხილდება, ჩვენი მიზანი მარტო სვეტლანას მოძებნა კი არაა, ვერონიკა და მიხაც უნდა დავაპატიმროთ, ოღონდ სვეტლანას აღმოჩენის შემდეგ.
- არა, მე ჯერ კიდევ საჭირო ვარ, - იწყინა ხუტამ, - ცხადია, ვერონიკას უნდა ვერიდო, მიხას კი კიდევ ბევრ რამეს გამოვწურავ, თუნდაც სად ბინადრობს ის ალქაჯი დედაბერი ან სად იმალება დანიელ ბოშა ამას მარტო მე შევძლებ.
- იცი რა? - მცირეოდენი ფიქრის შემდეგ თქვა არჩილმა,
- მოდი, შენ ისევ მახინჯაურში დაბრუნდი და იქიდან მატარებლით ჩამოდი ხაპიაშვილი ალბათ გელოდება და ყოველ ჩამოსულ სამგზავრო მატარებელს უხვდება, მე და ჯემალი იქვე, სადგურში ვიატრიალებთ, შენ ერთ მგზავრს, რა თქმა უნდა, ჩვენიანს, ჩემოდანს ასწაპნი და ამაზე დაგაპატიმრებენ ჩვენ მიხას მივყვებით და ვერონიკას ბინას ვიპოვით.
- თუ სვეტლანა მათ ხელშია, ამ გზით მივაგნებთ, მაგრამ თუ ჯერ არ მიუგნიათ, ძებნაში ხელს შევუშლით და შევეცდებით, ჩვენვე ვიპოვოთ.
- წარმოუდგენელია, რომ სვეტლანა ფოთის საავადმყოფოში ვინმე ავადმყოფს, ან თანამშრომელს არ დაკავშირებოდა, სხვაგვარად გაპარვა შეუძლებელი იყო.
- მეც ასე ვფიქრობ, უპასუხა არჩილმა, ამიტომ ჩვენ ხელახლა უნდა მივიდეთ ფოთის საავადმყოფოში.
მათ ახალი ოპერატიული გეგმა შეადგინეს და შესათანხმებლად სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსთან მივიდნენ.