EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შავი ვარდი X თ ა ვ ი »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: ciracira329

თარიღი: 2020-10-06 15:54:11

შავი ვარდი X თ ა ვ ი

თ ა ვ ი X

შავი-ვარდი

ვანდას მისვლამ სვეტლანას ნაწილობრივ შეუმსუბუქა დარდი, თუმცა პირველ დღეებში არც მას ენდობოდა. ფიქრობდა, რომ თუკი ამ ბუნაგში შეჰყო თავი, ისიც ისეთივე ღრძო და ავგული იქნებოდა, როგორც მაჯლაჯუნა ვერონიკა იყო.

ვანდამ პირველსავე დღეს შეძლო სვეტლანას გულის მოგება იმით, რომ მალხაზ ნაპირელი ახსენა.

- თქვენ იცნობთ მალხაზს?

- ძალიან კარგად

- სად არის ახლა, როგორ არის? - ჰკითხა საჩქაროდ ქალმა.

- საავადმყოფოში წევს, მალე გამოვა, - იცრუა ვანდამ.

- მე იმან სიკვდილს გადამარჩინა. ბოდიში, თქვენ თვითონ ვინ ბრძანდებით? საიდან იცნობთ ამ ბოროტ ხალხს?

- მე ამათ არ ვიცნობ

- აბა, მაშ აქ როგორ მიხვდით? - გაუკვირდა სვეტლანას,

- რა დაგიმალო, გენაცვალე, ერთი უპატრონო ქალი ვარ, არავინ გამაჩნია, თუმცა ჯანმრთელად გამოვიყურები, მაგრამ გულით ვარ დაავადებული, ფიზიკური შრომა არ შემიძლია. ცოდნა მე არა მაქვს, რომ სამსახური დავიწყო შვილი მყავს, ათი წლის გოგონა ცხოვრება გვინდა. ამათ შემთხვევით დამიქირავეს, ჯამაგირი დამინიშნეს და მთხოვეს, შენთან ვყოფილიყავი, მეც, გაჭირვებული ადამიანის ამბავი ხომ იცი, რა მექნა, დავთანხმდი.

სვეტლანამ დაიჯერა ვანდას ნათქვამი, გულზე მოეშვა მასში თანამგრძნობი დაინახა და დაწვრილებით უამბო თავისი ამბავი, ვანდამ ადრევე იცოდა და არ ენაღვლებოდა მისი გასაჭირი, მაგრამ სვეტლანა ისეთი გულისტკივილით უყვებოდა, რომ ამ გულქვა ქალშიც კი სიბრალული გამოიწვია.

- არაფერია, გენაცვალე, მალე მოეღება ბოლო შენს ტაბჯვას, აი, მალხაზი გამოვა საავადყოფოდან, საიდუმლოდ ვაცნობებ, სადაც ხარ და ის გაგათავისუ ფლებს, წაგიყვანს მამიდაშენთან.

სვეტლანა დამშვიდდა, ამ ქალში მან თავისი მხსნელი იპოვა და გადაწყვიტა, არავითარ შემთხვევაში არ მოშორებოდა მალხაზის გამოჩენამდე, აგარაკზე ხანდახან კაპლო გამოჩნედებოდა ხოლმე, რომელიც თავის ნათესავად გააცნო, დანარჩენი კი კარგა ხანს არ გამოჩენილან.

ვერონიკა კმაყოფილი იყო სვეტლანას გამობრუნებით. იმედი ჰქონდა რომ „შეფი“ დაუმადლიდა.

ვადიმ ურალოვისაგან ვერონიკამ ვერავითარი ცნობა ვერ მიიღო, მის გულში თანდათან შიში დაგუბდა. ღამეები არ ეძინა, თითქმის თავისი საყვარელი არაყიც კი მიივიწყა და მხოლოდ დაწოლის წინღა სვამდა ის დაწყევლილი დანიელიც ხომ ახლა დაიკარგა?

კუზმა გაურკვეველი იყო თავისი მდგმურის საქციელით.

- ვერა ნიკოლაევნა, არ გაინტერესებთ ახალი გაზეთები? თუ გნებავთ, მოვიტან.

- მე აქ დასასვენებლად ვარ ჩამოსული და მინდა ყველაფრისაგან დავისვენო

- ცხოვრებისაგან გამოთვიშვა არავის ეპატიება, - უპასუხა კუზმამ.

მან რამდენიმე დღის გაზეთები მოუტანა და მაგიდაზე დაულაგა, საღამო ჟამს ისევ მიადგა აბეზარი ბერიკაცი ვერონიკას ოთახს.

- ვერა ნიკოლაევნა, როგორია თქვენი აზრი აფრიკის ქვეყნებზე, რომელთაც კო ლონიალიზმის უღელი დაამსხვრიეს და თავისუფლად ამოისუნთქეს? ჩვენი გავლენა რომ არ ყოფილიყო მსოფლიო პოლიტიკაზე, ისინი ხომ ამას ვერ მოახერხებდნენ?

ვერონიკა უსმენდა კუზმას და მისი არაფერი გაეგებოდა. მისთვის აფრიკა მიკარგული მიწის ნაჭერი იყო, სადაც მხოლოდ ველურები ცხოვრობდნენ და ისიც კი არ იცოდნენ, რამდენი თითი ჰქონდათ ორივე ხელზე. ამერიკელი ფერმერები მათ მონებად ყიდულობდნენ და ყიდნენ.

- მე ყველა გაზეთის გადათვალიერება ვერ მოვასწარი და მაგ შეკითხვაზე ჯერ ჯერობით ვერ გიპასუხებთ

კუზმამ გაკვირვებული თვალები შეანათა ვერონიკას.

მერე სკამიდან წამოდგა და გაზეთების შეგროვება დაიწყო, ოთახიდან ისე გავიდა, ჯერაც გონზე ვერ მოსულიყო, ვერასგზით ვერ წარმოედგინა, თუ ასეთი უვიცი გამოდგებოდა მისი მდგმური.

- არა, აქ რაღაც სხვა საეჭვო ამბავია და ყურადღების გამახვილებაა საჭირო.

არც ვერონიკა იყო ნაკლებად შეშფოთებული, რა იქნება, რომ ამ ბერიკაცმა ეჭვი აიღოს და მილიციაში გამოაცხადოს? მაშინ ხომ მთლად ჩაიფუშება მისი გეგმები. ეშმაკმა დასწყევლოს, იმ ბებერი ქაჯის თავ-ტანი, რამ აუშალა პოლიტიკაზე საუბრის საღერღელი? ნეტა რაღას აგვიანებს ვადიმი? რატომ არაფერს ატყობინებს? ერთი სიტყვა მაინც მოეწვდინა, როგორ მოიქცეს, წავიდეს თუ კიდევ დაელოდოს? არა, ერთ დღეს კიდევ მოუცდის და თუ ხვალეც ვერაფერი გაიგო, მოკურცხლავს აქედან. იმ საღამოს ვერონიკამ დაწვრილებით უამბო მიხას ყველაფერი. მიხას ამ ამბავმა თავზარი დასცა, თუმცა მზად იყო გასაქცევად, მაგრამ მაინც ელოდა ფიდო ძიას რამე ნიშანს

- შენ რას იტყვი, ქარუმ, როგორ მოვიქცეთ? მე ხვალაც მინდა მოვუცადო, იქნებ იმ ბედოვლათმა კაპლომ როგორმე ინახულოს ვადიმი, თუ არადა, სვეტლანას მივასაკლავებთ, ჩვენ კი რუსეთისაკენ წავალთ დიდი ქვეყანაა, ვერავინ მოგვნახავს მთავარია აქედან გავაღწიოთ

- მერე ვანდა?

- კისერი უტეხია, რაც უნდა, ის გააკეთოს

ვერონიკა, როგორც იქნა, გაათენა მეორე დღეც ვადიმისაგან კვლავ არა ისმოდა რა.

- ჩვენი აქ გაჩერება აღარ შეიძლება, - უთხრა მან მიხას და კაპლოს, - ვადიმს ვეღარ მოვუცდით, ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო მომნახავს რახან თავისუფალი მნახა, აღარ მომეშვება. მკითხავს რამეს და შევძლებ დავარწმუნო, რომ თავის გარიდება აუცილებლობით იყო გამოწვეული.

- სვეტლანას რა ვუყო? - შეეკითხა მიხა.

ვერონიკა დაფიქრდა მიხა და კაპლო მის გადაწყვეტილებას ელოდნენ

- აი რა, სვეტლანა უნდა მოვიშოროთ თავიდან

- ფიდო ძიას რაღა პასუხს გასცემთ? - შეეკითხა მიხა

- ვეტყვი გაგვექცა და იძულებული ვიყავით მოგვეკლა მეთქი დაგვიჯერებს, პატარას იჯავრებს და დამშვიდდება მერე მაგ ძაღლის ლეკვზე უკეთესებიც მოიძებნებიან.

- ახლა როგორ მოვიქცეთ, რას გვირჩევთ?

- იცით მე რას ვფიქრობ? - უთხრა ვერონიკამ, - მატარებლით ჩვენი აქედა წასვლა საშიშია, რკინიგზის მილიცია ეყოლებათ გაფრთხილებული მანქანით აჯობებს წასვლა.

- მანქანით შორს ვერ წავალთ, - შეეკამათა მიხა, - ავტოინსპექტორები განა ნაკდებად არიან საშიშნი? მე ასეთი აზრი მაქვს: ერთ ბერიკაცს ვიცნობ, რომელსაც მოტორიანი ნავი აქვს, იმით უნდა ვისარგებლოთ

- ის შორს არსად წაგვიყვანს

- არცაა საჭირო,ჩვენ თვითონ წავალთ, მთავარია ზღვაში გავიდეთ, შემდეგ აღარ დავეკითხებით შავი ზღვის სანაპიროები მანქანით მაქვს დავლილი. აქედან ანაკლიამდე მივალთ, იქ მანქანას ვიშოვით და ზუგდიდში ჩავალთ, შემდეგ გვდიონ, რამდენიც უნდათ

- გზაში საშიში არ იქნება? - თქვა კაპლომ.

- ფიქრი ნუ გაქვს, ოქროს ვარსკვლავიან დედა ვერონიკას რომ ნახავენ, გზას დაგვითმობენ

- კარგი შვილო, მაგრამ იმ ბერიკაცმა რომ გაგვიწიოს წინააღმდეგობა?

- გაგვიწევს და ზღვაში გადავუშვებ, ნავს კი მე თვითონ წავიყვან

- შენ, ჩემო დისწულო,ანაკლიის მაგივრად თურქეთში არ გაგვიყვანო.

- ფიქრი ნუ გაქვს, ბიძაჩემო, მიმართულებას არ დავკარგავ

- ღმერთია მოწყალე, შვილო, - გადაიწერა პიჯვარი ვერონიკამ, - ის ჩვენ არ გაგვწირავს. შენი აზრი, შვილო ქარუმ, მომწონს. მანქანა კი უნდა დავტოვო მანქანას აქ რომ ნახავენ აზრზე ვერ მოვლენ თუ გაპარულები ვართ.

- ზუგდიდიდან თბილისში ჩავალთ, იქ რამდენიმე ხანს ზახარ წყალობიჩთან შევაფარებთ თავს, შემდეგ კი ვიფიქრებთ, საით ემჯობინება გაფრენა.

- კარგი შვილო ქარუმ, ხვალვე მონახე ის მენავე, ამ საქმის გადადება აღარ შეიძლება ფულს ნუ დაზოგავ, რაც გთხოვოს, დაპირდი, მით უმეტეს, რომ გადახდა არ მოგიხდება, - ჩაილაპარაკა კაპლომ.

- აბა ახლა თითო გადავკრათ აქ უკანასკნელად და დავიძინოთ,- დაასკვნა ვერონიკამ.

კაპლომ და მიხამ სიამოვნებით დასცეს დასტური.