EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შავი ვარდი XI თ ა ვ ი »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: ciracira329

თარიღი: 2020-10-06 15:54:53

შავი ვარდი XI თ ა ვ ი

თ ა ვ ი XI

შავი-ვარდი

     შუაღამისას ვერონიკამ მიხა და კაპლო ფეხზე წამოაყენა

- რა ამბავია დეიდა ვერა? - იკითხა უკმაყოფილომ მიხამ

- ჩუმად ქარუმ, რა ღრიანცელი ატეხე, შე საძაგელო? ჩვენი ბარგი-ბარხანა ამაღ ამვე გადაიტანეთ „აგარაკზე“, ხვალ ისე უნდა წავიდეთ აქედან, რომ კაცმა ვერ შეიტყოს ჩვენი გაპარვა. ორი ძველი ჩემოდანი დატოვეთ სათვალფერისოდ გათენებამდე უნდა მოვათავოთ ეს საქმე, ფრთხილად იყავით, არავინ მოგკრათ თვალი, გასაგებია? - ჩურჩულებდა ვერონიკა.

ორივესთვის ყველაფერი გასაგები იყო. უკვირდათ ლოთი დედაბრის წინდახედულება, წინა საღამოს იმდენი არაყი ჩაცეცხლა და მაინც შერჩა სიფხიზლის უნარი.

მზე ჯერ ამოსული არ იყო, რომ მიხა და კაპლო დაბრუნდნენ, კუზმამ და მისმა ძმისწულმა ვალერიმ დაინახეს, რომ დილით ორივენი ეზოში იბანდნენ პირს.

ნახევარი საათის შემდეგ კი ვალერი ქობულეთისაკენ გაუდგა გზას, კუზმამ თვალი გააყოლა შვილიშვილს და წაიდუდუნა

- ეჰ, ყეყეჩო კუზმა გრიგორიჩ, ძველი მეზღვაური მაინც არ იყო, შე გამოთაყვანე ბულო ბებერო, რა თქმა უნდა, მართლალი ხარ ვალერი ალექსეევიჩ, პაპაშენი კი ისე გასულელდა, რომუსარგებლო შუშის ნამსხვრევი ბრილიანტად მიიღო, შემდეგ დაფიქრდა და განაგრძო - მაგრამ სოციალის ტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი? ჰო, ვნახოთ, მოვიდეს მილიცია და გამოარკვიოს, გული მაინც ისევ საგულეს ჩამიდგება.

ვალერი ახალი წასული იყო, როდესაც მიხა ხაპიაშვილი დაბრუნდა. ვერონიკა გულის ფანცქალით ელოდა. ის ძაღლის ლეკვი სადღა წავიდა,

- ალბათ ქობულეთში, ვაი თუ დაასმინოს! გაასწრებენ თუ არა? მიხამ ვერონიკას აცნობა, რომ მოტორიანი ნავი უკვე დაქირავებულია და ელოდება. ნივთები და ძვირფასეულობა ნავის მახლობლად არის შენახული ვერონიკას ესიამოვნა მიხას წინდახედულობა და ანიშნა: ვიწყებთ გაპარვასო

- მე პატარას გავივლი, მუხლს გავშლი, თქვენ აქ მომიცადეთ

- დეიდა ვერა, ბარემ ჩვენც წავალთ ზღვაზე საბანაოდ, - უთხრა მიხამ.

ვერონიკამ დაუტატანა:

- არა! არავითარი საბანაოზე! უმჯობესია ქობულეთში წახვიდეთ და ფოსტაში მოიკითხოთ, ჩემს სახელზე წერილები ხომ არ არის მოსული.

კაპლომ მივიდა მანქანასთან და ჩამოჯდომა დააპირა

- რათ გინდა მანქანა ფეხით წავიდეთ, მე არსად არ მეჩქარება.

ეს საუბარი მანქანის პატრონისათვის იყო გამიზნული

კუზმამ პირველ ხანს იფიქრა, გაქცევას ხომ არ აპირებენო, მაგრამ როდესაც ნახა, რომ მანქანით არ წავიდნენ და ჩემოდნებს არ ახლეს ხელი, დამშვიდდა. ან რატომ უნდა გაიქცნენ? ავი სულებიც რომ არ იყვნენ, რას მიხვდებიან თუ ვალერი ქობულეთში იმიტომ წავიდა, რომ მილიციას აცნობოს მათზე?

ვერონიკას წასვლის შემდეგ მის ოთახში მაინც შეიხედა ფანჯრიდან ჩემოდნები წინანდელ ადგილზე ეწყო.

არჩილ ჩოხელი ქობულეთში გაემგზავრა ბანდის დანარჩენი წევრების მისაგნებად და სვეტლანას მოსაძებნად, ხოლო დანიელ ბოშა ხუტა გაწერელიას „გადაულოცა“. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. დანიელი ხუტას, მაშინდელ ჩაჩბას, თავიანთ კაცად სთვლიდა, როდესაც მილიციაში მისი ოპერატიული მუშაობა გამომჟღავნდა, დანიელი უკვე დაპარიმრებული იყო. ყველაფერი ეს მხოლოდ გადასახლებიდან გამოპარვის შემდეგ გაიგო.

პატიმარი დაკითხვისას ნერვიულობდა, ხუტამ იცოდა, რომ ბოშასათვის სულ ერთი იყო, სად იქნებოდა, ოღონდ არაყი და წეკო არ მოჰკლებოდა, უარაყობას კიდევ როგორმე გაუძლებდა, მაგრამ წეკოს უქონლობას კი ძლიერ განიცდიდა.

ხუტა მიუხვდა მიზეზს, რამდენიმე შეკვრა წეკო იშოვა და საწერი მაგიდის უჯრაში შეინახა. როდესაც დანიელი მორიგ დაკითხვაზე მოიყვანეს, ხუტამ პაპიროსი გაუწოდა. დანიელმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

- მოსწიე, ვიცი, რომ მოსაწევი გაგითავდა, - უთრა ხუტამ.

- არა მოქალაქე უფროსო, პაპიროსს არ ვეწევი. აი, წეკო რომ ყოფილიყო...

- ამოიხვნეშა პატიმარმა.

- ძველი ნაცნობისათვის არც წეკოს დავიშურებ, - გამოაღო მაგიდის უჯრა და დანიელს შეკრულა წეკო დაუდო.

პატიმარს თვალები გაუბრწყინდა, შეხედა შეკრულს, მაგრამ ხელის ხლება ვერ გაბედა.

- აიღე შენთვის არის ნაყიდი, - ღიმილით უთხრა ხუტამ და პაპიროსის ქაღალ დიც გაუწოდა.

- არა, ეს არა, გაზეთის ქაღალდი გექნებათ.

- ინებეთ!

პატიმარმა გაზეთს კუთხე მოახია, შიგ წეკო ჩაყარა, ხელის კანკალით გაახვია, ენით დაასველა, გაასწორა და ხუტას შეხედა.

ასანთი მისცეს.

დანიელმა რამდენჯერმე ღრმა ნაფაზი დაარტყა, თვალები გაუბრწყინდა, სიხარულით აცმუკდა.

- მოქალაქე უფროსო, არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა, თქვენ მე სიცო ცხლე დამიბრუნეთ.

- კაცო წეკოს უქონლობას თუ ასე განიცდიდი, ვეღარ მითხარი?

- დალოცვილო, განა შემოძლო მეფიქრა, რომ თხოვნას შემისრულებდით.

- სცდები, თუ ფიქრობ, რომ ჩვენ ადამიანის წვალება გვიყვარს, მხოლოდ სიმარ თლეს ვეძებთ, თქვენ კი სიმართლის თქმას გაურბიხართ და ამიტომ გაქცევთ ნაკლებ ყურადღებას.

- მე ყველაფერი მართალი მოგახსენეთ. რა ჩემი ბრალია, რომ არ გჯერათ?

- რატომ მალავთ და არ ამბობთ, სად იმყოფებიან ვერონიკა და ქარუმა.

- რაში მჭირდება დაფარვა, ხომ ვიცი, რომ ჩემი საქმე წასულია?

- მეც სწორედ ეგ მაკვირვებს, დანაშაულის ჩადენა ბოროტებაა, ხოლო დაფარვა აორკეცებს ამ ბოროტებას. თქვენი ჩადენილი დანაშაული რომ აღიარეთ, კარგია, მაგრამ მთავარ დამნაშავეებს რომ ხელს აფარებთ, ეს უკვე არ ვარგა. ახლა მეტს არაფერს გეტყვით, წადით, დაფიქრდით და თუ ჩემი რჩევა ჭკუაში დაგიჯდებათ, რა დროც არ უნდა იყოს, გუშაგი მილიციელის პირით შემომი თვალე. სასამართლო მხედველობაში მიიღებს ყველა გარემოებას, ჩვენი მართლ მსაჯულება როდესაც იძულებულია, სასტიკი განაჩენი გაოიტანოს, გარწმუ ნებთ, გულისტკივილით აწერს ხელს.

- თუ მოსამართლე გულისტკივილით აწერს ხელს რატომ გამოაქვს სასტიკი განაჩენი, რატომ არ არბილებს?

- არც მოსამართლე და არც პროკურორი არ სწირავს ისეთ ადამიანს, რომლის შემობრუნება ცხოვრებისაკენ კვლავ შეიძლება. მაშ ასე, წადით და იფიქრეთ.

დანიელ ბოშა სკამიდან წამოდგა და გასასვლელისაკენ გაბრუნდა.

- მოითმინეთ, - გააჩერა ხუტამ, - თქვენი აქ წეკო დაგრჩათ, ღამე დაგჭირდებათ.

- როგორ, თან წაღების უფლებას მაძლევთ? - იკითხა გაკვირვებულმა პატიმა რმა..

- წაიღეთ, კიდევ მაქვს თქვენთვის შენახული. ნუ გეფიქრებათ, არ მოგაკლებთ ამ სიამონებას.

დანიელ ბოშა დაბნეული შევიდა საკანში, მერე საწოლზე მიეგდო და იქაურობა მყრალი წეკოს კვამლით გაავსო.

- მართლაც და რატომ არ ვამჟღავნებ ქარუმას და ვერონიკას? - ფიქრობდა იგი,

- ჩემი საქმე მაინც წასულია და პატიმრობა არ ამცდება. მაშ რა საჭიროა, რომ ვფარავ იმ გადაყრუებულ ლოთ ბებრუხუნას? დურგლობა ვიცი, შოფრობაც, იქაც გამოვდგები, სადაც გამგზავნიან... ყველაზე ძნელ საქმეს მე მავალებენ, წილად კი ნასუფრალს მაძლევენ. ხეირიანი ჩექმებიც კი არ მიყიდეს. ეს გამომძიებელი ჩემი მტერი არ უნდა იყოს. აი, წეკოც კი მომიტანა.

რიჟრაჟმა მოაწია, დანილ ბოშა კი ისევ იწვა და წეკოს აბოლებდა, უცბად წამოხტა, კარს მივარდა და რახუნი დაუწყო:

- რაშია საქმე, რა მოგელანდა? - მოესმა მილიციელის ხმა.

- ახლავე წამიყვანე უფროსთან! სასწრაფო, გადაუდებელი საქმე მაქვს!

ხუტა დასასვენებლად არსად წასულა, სამუშაო ოთახშივე წამოწვა, მაგრამ მის თვალს რული არ მიჰკარებია. გრძნობდა, რომ ეს ღამე გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო.

როდესაც მილიციელმა აცნობა, რომ პატიმარს მისი ნახვა სურდა, ხუტამ უბრძანა, დაუყონებლივ მოეყვანათ.

რამდენიმე წუთის შემდეგ დანელ ბოშამ მოღუშული სახით შემოალაჯა.

- მოქალაქე უფროსო, არ იფიქროთ, თითქოს წეკოთი მიყიდეთ. არა, მე ბევრი ვიფიქრე და დავრწმუნდი, რომ თქვენ მართალი ხართ თქვენ იცით, რომ ვერონიკა და ქარუმა არსად წასულან, მხოლოდ ის არ იცით, სად იმალებიან და სად ჰყავთ სვეტლანა მიჩქმალული. ეს რომ ასე არ იყოს, არ ჩამაცივდებოდით. მომისმინეთ და დაწერეთ დაუფარავად გეტყვით სიმართლეს...

ნახევარი საათის შემდეგ დანიელ ბოშამ ოქმზე ბატისფეხურით მოაწერა ხელი და გულდამშვიდებული დაბრუნდა საკანში.