EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« შავი ვარდი XII თ ა ვ ი »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: ciracira329
თარიღი: 2020-10-06 15:55:27
თ ა ვ ი XII
მოხუცი კუზმას შვილიშვილი ვალერი ნოვიკოვი შეფიქრიანებული მიდიოდა ქობულეთისაკენ. სერიოზულად იყო შეშფოთებული. ეჭვი ეპარებოდა დედაბრის დეპუტატობაშიც და სოციალისტური შრომის გმირობაშიც, არ კითხულობს გაზეთებს და პოლიტიკურადაც უვიცია.
ამ ფიქრებში გახვეული მიადგა რაიონის მილიციის განყოფილებას
- მობრძანდით, - გასძახა კარის კაკუნზე მილიციის უფროსმა. კაბინეტში ვალე რი ნოვიკოვი შემოვიდა.
- გნებავთ რამე? - შეეკითხა უფროსი და იქვე მდგომ არჩილ ჩოხელსა და ჯემალ ქედელიძეს ანიშნა, დამსხდარიყვნენ.
- გხედავთ, არ გცალიათ, გარეთ მოვიცდი, ძალიან საჩქარო და მნიშვნელოვანი საქმე კი მქონდა.
- ესენი ჩვენი თანამშრომლები არიან, ნუ მოგერიდებათ, დაბრძანდით და თქვით, რაც სათქმელი გაქვთ.
ვალერი ჩამოჯდა სკამზე და გაუბედავად დაიწყო, შემდეგ გული გაიმაგრა და დაწვრილებით უამბო, რაც იცოდა ვერონიკასა და კაპლოზე, აგრეთვე მიხა ზეც.
- ერთი ეს მითხარით, ჩემო ვალერი, ახალგაზრდა ქალი ხომ არ გინახავთ მათთან? ან თქვენს პაპას ხომ არაფერი უთქვამს?
- ახალგაზრდა ქალი? არა, არაფერი გამიგია და არც მინახავს. ისინი მხოლოდ სამნი არიან.
- მადლობელი ვარ თქვენი, ძვირფასო ამხანაგო, ძალიან დიდი საქმე გააკეთეთ, რომ გვაცნობეთ. თქვენი ეჭვები არ არის უსაფუძვლო ეგ სამეული ოდესღაც საშინელი ბანდის ნაშთია.
მილიციის უფროსმა ხელი მაგრად ჩამოართვა.
- საჭიროა სწრაფი მოქმედება, - თქვა არჩილმა, - ხომ წამიყვანთ ბინაში, რომ ძებნაში დრო არ დავკარგოთ?
- რატომ არა სიამოვნებით.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ქობულეთიდან ტყვიასავით გავარდა ავტომანქანა ჩოლოხისაკენ.
კუზმამ თვალი მოჰკრა მოულოდნელ სტუმრებს, გულმა ფანცქალი დაუწყო.
- აბა, ბიძაჩემო, სად არიან თქვენი მდგმურები? - შეეკითხა მას მილიციის უფროსი.
- შინ არ გახლავთ, პატივცემულო, ქალი დიდი ხანია სასეირნოდ წავიდა.
- ხომ არ გაიპარნენ?
- სად უნდა გაპარულიყვნენ? ჩემოდნები და მანქანა აქა აქვთ.
- დავუცადოთ? - იკითხა არჩილმა.
- სხვა გზა არა გვაქვს მანამდე კი ვნახოთ, ჩემოდნებში რა ულაგიათ,
ოთახში შევიდნენ ჩემოდნები საგულდაგულოდ იყო დაკეტილი, ასწიეს მძიმე აღმოჩნდა.
- რა შავი ქვით არის სავსე? - გაიკვირვა ჯემალმა, - შიგ მართლა ქვები აღმოჩ ნდა
- გაქცეულან კიდევ გაგვასწრეს! - ამოიკვნესა არჩილმა
- გაბედეს გაქცევა? აბა ჩქარა, სადგურისაკენ!
- იქნებ ზღვით წავიდნენ?
- აქ ნავსადგური არსადაა, ზღვას ფეხით ხომ არ გატოპავენ.
მოტოციკლეტი მოგრიალდა, ბათუმიდან მილიციელი ჩამოვიდა და არჩილს სასწრაფო ბარათი გადასცა.
ხუტა გაწერელია იწერებოდა:
- როგორც იქნა, ენა ამოიდგა დანიელმა, სვეტლანა დამალული ჰყავთ ახლო მდებარე განმარტოებულ, ნახევრად დაზიანებულ სახლში.. მასთან სოხუმელი ვანდაა, სახლი ქობულეთის ჩრდილო დასავლეთითაა ხრიოკ ადგილზე. მე სასწრაფოდ მივდივარ იქ.
- ის სახლი ვიცი, - გაიხსენა მილიციის უფროსმა, - ყურადღება არ მიმიქცევია. უპატრონოდ იყო მიტოვებული.
- შორს არის აქედან?
- ხუთი თუ ექვსი კილომეტრი იქნება
- აბა ჩქარა, გავწიოთ! გზა ხომ არის?
- მანქანა გაივლის, მხოლოდ რიყეში ცოტა გაგვიჭირდება.
მილიციის უფროსმა ერთი თანამშრომელი სასწრაფოდ გაგზავნა ქობულე თის სადგურში, რათა ოპერატიული პუნქტის თანამშრომლები გაეფრთხილე ბინა, განყოფილებიდანაც წაეყვანა მილიციელები და მთელი სადგური მოეჩხ რიკა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ვერონიკას „აგარაკისაკენ“ ორმა მანქანამ გაიქ როლა.