EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ერთ ადამიანსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი სამშობლოს ღირსება »
კატეგორია: სხვაავტორი: admin
თარიღი: 2020-10-23 10:50:36
ერთ ადამიანსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი სამშობლოს ღირსება ამ ადამიანის საქციელი არის მაგალითი არამარტო ჩეჩენი ხალხისათვის, არამედ მსოფლიოსთვის.
რუბრიკა: ცნობილი ადამიანების ისტორიები
2018 წლის 3 აგვისტოს იუსუფ ტემირხანოვი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც ის სასჯელს იხდიდა წამებით მოკლეს.
იუსუფმა, 17 წლის ჩეჩენი გოგონას გამო შური იძია, რომელიც რუსმა პოლკოვნიკმა, იური ბუდანოვმა 2000 წელს, ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა. 2011 წელს კი, იუსუფმა საკუთარი ერის ღირსებისთვის ყველაფერზე თქვა უარი და სისასტიკით სახელგანთქმული ბუდანოვი მოკლა.
როდესაც იუსუფმა თავის ადვოკატს ჰკითხა, თუ რას მიუსჯიდნენ, ადვოკატმა უთხრა - 25 წელს. იუსუფმა კი უპასუხა - “რა ცოტა დროა. მისი მოკვლის დროს განცდილი გრძნობის გამო კიდევ 25 წელს დავამატებინებდი.”
იუსუფს 5 დღის განმავლობაში, ყოველი ნახევარი საათი დენით აწამებდნენ. თავზე ტომარას აცვამდნენ, სანამ გონებას არ დაკარგავდა. მან კი არცერთ ქაღალდს არ მოაწერა ხელი. ეუბნებოდნენ, რომ წამება მუდმივად გაგრძელდებოდა. ის კი პასუხობდა, - “არაფერია მთვარის ქვეშ მარადიული.”
როდესაც ადვოკატმა უთხრა იუსუბ ტემირხანოვს, რომ შესაძლოა ის ციხიდან ვერ გამოსულიყო, მან ღიმილით უპასუხა - "მე ვიცოდი რაზეც მივდიოდი."
მოსამართლე და მთლიანი დარბაზი შოკირებული იყო იმით, რომ იუსუბი არც კი იცნობდა იმ გოგოს, ვის გამოც მან შური იძია. მოსამართლემ უთხრა იუსუფს, - “თქვენ, წარმატებულმა ბიზნესმენმა მთელი ცხოვრება სასწორზე დადეთ იმ გოგოს გამო, რომელიც თვალით არ გინახიათ.” იუსუფმა, გაიღიმა და უპასუხა - “მე ჩეჩენი ვარ.”
მისი სახელი სამუდამოდ დარჩება არამარტო ჩეჩენი ერის ისტორიაში, არამედ მთელი კავკასიის ისტორიაში. მის დაკრძალვაზე ათიათასობით ადამიანი მოდიოდა მეზობელი რესპუბლიკებიდან თანადგომის და პატივისცემის გამოსახატად.
წყარო: ჩეჩნეთი • Chechnya