EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მაორი - ყველაფერი მაორის შესახებ (გვ 3) »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2020-11-07 16:24:11
დაავადებები
მაორის სხვა სოფლების მსგავსად, კაჰუკურას წევრებსაც მრავადი დაავადება აწუხებთ. ამ პრობლემებს იწვევს მცირე დაავადებების გავრცელება ისე, რომ ოჯახის მხოლოდ ერთი ან ორი წევრი ახერხებს გამოჯანმრთელებას.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ტუბერკულოზია, რომელმაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია წინა საუკუნეში.
მცირეწლოვანი ბავშვების ნახევარზე მეტი დერმატოლოგიური დაავადებებით იტანჯება. მშობლებს მიაჩნით, რომ ეს დაავადება გარდაუვალია და მის მკურნალობას სხვადასხვა სახის მალამოებით ცდილობენ. დედები, რომელთა შვილებსაც მსგავსი დაავადება არ აქვთ, ამაყობენ საკუთარი სუფთა კანით და ამტკიცებენ, რომ მათი ძლიერი იმუნური სისტემა ხშირი დაბანითაა განპირობებული. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი საკვებში მცენარეულობის ნაკლებობაა.
დაავადებულები სახლში მკურნალობენ. ერთი ან ორი მცენარეული ნაყენის მიღების შემდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, პოსტ-ევროპული ინოვაციაა, მათ პრობლემები ეწყებათ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით.
დაავადების სირთულის მიუხედავად, ზრდასრული ადამიანები მცირე დროს ატარებენ წოლით რეჟიმში - ქალები მხოლოდ რამდენიმე დღეს მშობიარობის შემდეგ და კაცებიც ასევე პერიოდული გაციებისას.
ეკონომიკა
ეკონომიკური ციკლი
მაორის კულტურაში წელიწადი იწყებოდა ივნისის თვეში, პირველი ახალი მთვარის გამოჩენისას. ხშირად თვეების მიხედვით დავალებას სხვა და სხვა ადამიანები ასრულბდნენ, ეს დასკვნა გამოგვაქვს ცნობების მიხედვით, რომლებიც შექმნილი იყო განსხვავებული ცხოვრები წესის მქონე განსხვავებული თემების მიერ. ამ ცნობებში მოკლედ შეიძლება იყოს მითითებული თითოეული კატეგორიის სამუშაოს თანმიმდევრობა, დაწყებული ტყის პროდუქტის მოგებით.
ძირითადი სეზონები, ჩიტების და ვირთხების დასაჭერად, იწყებოდა ივნისის თვეში და გრძელდებოდა ზამთრის ბოლომდე. სხვა და სხვა სახეობის ჩიტებს ჰქონდა მისთვის განკუთვნილი სპეციფიკური სეზონი, მათი წონის, მორჩილებისა და კვების რაციონის მიხედვით. ასე რომ ჩიტებს საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობოდათ და მათ მოპოვებაზე რეგულარულად , კონკრეტული დავალებები იყო გაცემული. ზაფხული ასევე იყო პერიოდი ტყის მცენარე-პროდუქტების შესაგროვებლად.
სხვა და სხვა ეკონომიკური აქტივობები ერთმანეთს საკმაოდ კარგად ერწყმოდა. მაშინ, როდესაც ზამთარში დასრულდებოდა ჩიტების მოპოვება და შენახვა, იწყებოდა მზადება მარცვლეულის დასათესად. წლის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ეკავა. ნიადაგი მუშავდებოდა გვიან შემოდგომაზე, მანამ სანამ წვიმით გაიჟღინთებოდა. მიწას ახლიდან თხრიდენ უკვე გაზაფხულის დასაწყისში. ეს სეზონი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი მაორის კულტურაში, რაც ჩანს, მისი ერთ-ერთი სახელიდან Te Koanga , რაც თხრას ნიშნავს. ეს პერიოდი განსაკუთრებით იყო დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან. ხოლო მაორის ლეგენდის მიხედვით, ეს იყო „მაჰურუ“ გაზაფხულის გაპიროვნებული ფორმა, რომელმაც გამოგზავნა ბულბული რომ ეხმო ადამიანები, რათა მათ დაეწყოთ მიწის მოხვნა მოსავლისთვის, კივილით Koia! Koia! Koia! (თხრა!თხრა!თხრა!). ვარსკვლავი Poutu-te-rangi (პუოტუ-ტე-რანგი) და ზოგიერთი აყვავილებული ბუჩქი ასევე იყო ნიშანი იმისთვის, რომ დაეწყოთ მოსავლის დასარგავად მომზადება. ეს ძირითადად ხდებოდა ოქტომბერში, მაგრამ შესაძლებელი იყო ადრეც დაწყებულიყო, ან გაგრძელებულიყო თითქმის შუა დეკემბრამდე. ეს დამოკიდებული იყო ამინდზე და ლოკაციაზე. ამის შემდეგ, როდესაც ნიადაგზე ყლორტები გამოჩნდებოდა, იწყებოდა პლანტაციის გაფარცხვა, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე კი შენდებოდა ბუჩქნარები ქარის საწინააღმდეგოდ, მცენარეების დასაცავად. თებერვალის თვისთვის იწყებოდა ტაპუს მოსავლიდან მოხსნის საზეიმო ცერემონიალი, ხოლო მარტში იწყებოდა მოსავლის შესანახი საწყობების მომზადება . ამის შემდეგ, აღმოსავლეთ ჰორიზონტზე Whanui (Vega)-ს გამოჩენისას იწყებოდა მარცვლეულის ამოთხრა, ამას მოყვებოდა ბოლქვების შენახვის პროცესი. ყველაფერი ეს ხდებოდა ადრეულ შემოდგომაზე. ეს სეზონიც მაორის კულტურაში მჭირდოდ არის დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთსან, რაზეც მეტყველებს დასახელება Te Ngahuru, მოსავლის აღების დრო. შესაბამისად ეს ტერმინი, ასევე გახდა მეათე თვის სინონიმი. სამუშაოს დაკვნით ნაწილს წარმოადგენდა მოსავლის ფესტივალი, რომელსაც ჰქონდა, როგორც რიტუალური, ისე სოციალური დატვირთვა, სხვა და სხვა თამაშებით და გართობით. მომდევო ორი თვე სასოფლო-სამეურნეო ტომებისთვის შედარებით ნაკლებად დატვირთული სეზონი იყო.
სხვა და სხვა ტომების ამ აქტივობების მიმოხილვით ჩნდება რამდენიმე საინტერესო საკითხი. პირველ რიგში მაორის კულტურაში გვაქვს შრომის სეზონური ორგანიზაცია, ეკონომიკური აქტივობების რეგულარული ციკლი, სადაც თითოეულ საქმიანობას აქვს მისი კარგად განსაზღვრული პერიოდი. ეს განსაზღვრა კლიმატური პირობების ცვლილებებმა და მცენარეების არსებობის ხასიათმა. ბუნებრივი პროცესებისა და ასევე თანმხლები ნიშნების ძალიან დეტალურმა ცოდნამ საშუალება მისცა ნებისმიერ ნაკვეთში მომუშავეს, როგორც ექსპერტს გაეზომა ახალი თუ დამწიფებული ნაყოფი. ყოველ აქტივობას ჰქონდა მისი კანონიერი ადგილი ეკონომიკური ოპერაციების მთელს სისტემაში.
მეორე საინტერესო ფაქტორი - აბსოლუტურად ნათელია, რომ საკვები რესუსრსის მრავალფეროვნებამ სხვა და სხვა ტომებში მათ ძალიან განსხვავებული სამუშაო გრაფიკი შეუქმნა.
ძირითად შემთხვევებში, სხვა და სხვა ტომებში რეგულირებული სამუშაო ერთმანეთს ემთხვეოდა, რადგან ისინი ძირითადად სავაჭრო საკვებს ამზადებნდენ, მაგრამ სხვაობები ასევე გაწერილი იყო.
შემდგები მომენტი ეს არის სხვა და სხვა ტომების მიერ განსხვავებულ სეზონზე ერთი და იმავე საკვების მოპოვება. ფლეშერი აღნიშნავს, რომ Taupo (ტაუპო), თევზაობის სეზონი იწყება სექტემბერში, ხოლო ბუკის მიხედვით კი ეს სეზონი იწყება დეკემბრიდან. ზღვის თევზაობაშიც, ერთ სეზონზე იყო სხვა და სხვა ტერიტორიები ერთი და იგივე სახეობების მოსაპოვებლად. ასევე კარგად არის გამოკვეთილი დროში სხვაობა, ერთი და იმავე აქტივობებისთვის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტომებს შორის . მაშინ, როცა თევზ სალამურიას ვანგანუიში მაისიდან ივლისამდე იჭერდნენ, სამხრეთში მისი მოპოვება, ჰ.ბეტის მიხედვით, ოქტომბერსა და ნოემბერში ხდებოდა. სამხრეთში კენკრის მცენარეებს, რომლებსაც ჩიტები საკვებად იყენებდნენ, ნაყოფი გამოქონდათ 6 კვირით გვიან, ვიდრე ჩრდილოეთში. ეს კი ხაფანგში გაბმის ოპერაციებში იძლეოდა ექვივალენტურ “ჩამორჩენას” დროში. ასეთი კლიმატური ვარიაციები და სხვაობა ადგილმდებარეობებს შორის იწვევდა შემდგომ განსხვავებებს სამუშაო კალენდრში, სხვა და სხვა ტომებს შორის.
მაორის ჩაცმულობის ეკონომიკური ასპექტები
მაორი ქმნის ერთ-ერთ საინტერესო მაგალითს გარემოს რეგულაციის მხრივ. მათი წყაროების მიხედვით, ისინი ახალი ზელანდიის სამკაოდ ახალი მოსახლეები არიან. რამდენიმე ასეული წელია გასული მას შემდეგ, რაც ტაჰიტიდან მიგრანტების ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ტალღა გადმოსახლდა ამ მიწებზე. ახლა ამ პოლონეზიური კუნძულების ბუნებრივი საზღვრები, მათი ბოლო საცხოვრებელი “ჰავაიკი”, საკამოდ განსხვავდება ახალი ზელანდიისგან. ადრე კლიმატური პირობები იყო ნაკლდებად მკაცრი, ფლორა და ფაუნაც განსხვავებული. შესაბამისად, მაორის ხალხს მოუწევდა გარკვეული რეგულაციების გაკეთება გარემოში გადარჩენისთვის.
ახალი ზელანდიის კლიმატი, პოლონეზიურ კუნძულებთან შედარებით არის საკმაოდ ცივი და ნესტიანი, რაც ითხოვს ბუნებისგან უფრო მეტ დაცვას. თავიანთ ძველ სახლში მაორელები ატარებდნენ “ტაპას”, აუტეს შიდა ქერქისგან დამზადებულ ქსოვილს. ამას ძირითადად ატარებდნენ კაცები, გრძელ ზოლად, რომელიც გადიოდა ფეხებს შორის და საზარდულის გარშემო. ქალები კი მას ატარებდნენ, როგორც კილტს. ახლა კი მაორელები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ - ამ ტანისამოსის დასამზადებელი მასალა ახალ ზელანდიაში არ მოიპოვებოდა. ეს დაბრკოლება, ერთის მხრივ, გათვალისწინებული იყო და მაორელები ცდილობდნენ ამ ტანსაცმლისთვის შესაქმნელი მცენარე მოეტანათ მოგზაურებთან ერთად თავიანთი კანოებით, მაგრამ ახალი ზელანდიის კლიმატური პირობები ძალიან მკაცრი გამოდგა, როგორც ამ მცენარის მოსაშენებლად ისე “ტაპას” ტანზე სატარებლად. შესაბამისად, მაორელებს მოუწიათ ახალი ტანსაცმლის ძებნა, შესაბამისის კლიმატურ პირობებთან შესაგუებლად. ამის შემდეგ დაიწყო ახალი ტანისამოსის წარმოება. ეს ტანსაცმელი დაიყო ოთხ სახეობად: წინსაფრები, კილტები, მოსაცმელები, პლაშები. წინსფარი და კილტი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებოდა.მ კაცრი კლიმატური პირობებისგან დასაცავად იყენებდნენ საწვიმრებს. სქელ ტანსაცმელს ფართოდ იყენებდნენ გარეთ გასასვლელად და სითბოს შესანარჩუნებლად. ყოველდღიურ მოხმარებაში ეს ტანსაცმელი სხეულს უკეთესად ფარავდა, ვიდრე კილტი და წინსაფარი. ეს ტანისამოსი, რომელსაც წელზე იხვევდნენ, იყო სადა, ორნამენტების გარეშე.
აქედან ჩანს მაორელების შეუგუება მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებთან: ყველაზე შესაფერისი მატერიების და ტექნიკის ამორჩევა გარემო პირობებთან შესაგუებლად.
ინდივიდი და დაჯგუფება მაორის საზოგადოებაში
მაორები ცხოვრობდნენ სოფლებში, თითოეული სოფელი კი იყო ამ რაიონის მაცხოვრებლების ეკონომიკური ცენტრი. ძირითადი ეპიცენტრი სხვა და სხვა აქტივობებისთვის იყო მარაე ან სახალხო სკვერი და შეხვედრების სახლი “ვაკაირო” (whakairo). ადრე მისი დანიშნულება იყო სოციალურ-ეკონომიკური შეხვედრების მასპინძლობა. მოგვიანებით კი ეს ადგილი ტომთა საკუთრებად იქცა. აქ ხდებოდა შრომის ორგანიზება, სიმდიდრის დაგროვება და საქონლის ექვივალენტურად დაანწილება. თითოეული სოფელი შედგებოდა ოჯახებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ ეკონომიკურ ერთეულებს.
რაც შეეხება ნათესაობრივ დაჯგუფებეს,”ვანაუს” ანუ ოჯახის გენეალოგია მოიცავდა სამ ან ოთხ თაობას. ასეთი საოჯახო ჯგუფები იყო მაორის ეკონომიკის საფუძველი. ცალკეული ოჯახები თავის მხრივ ქმნიდნენ დამოუკიდებელ ეკონომიკურ ჯგუფებს. მოგვიანებით, მათი სოციალური ფუნქციები კიდევ უფრო გაფართოვდა. ეკონომიკურ თვალსაწიერიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ცალკეულ ოჯახებში ენიჭებოდა ქმრისა და ცოლის მოვალეობების გადანაწილებას საკვების, ტანსაცმლის , საშინაო საქმეების და ბავშვების მოვლის სფეროში.; კავშირები ორ ნათესაობას შორის მყარდებოდა ქორწინების საშუალებით; იყო წესებიც, რომლებიც განსაზღვრავდნენ წარმატებასა და მემკვიდრეობას. წესების ნაწილი ეხებოდა პრივილეგიებსა და წოდებებს, მეორე კი შემოსავლის განაწილებას.
თითოეული ოჯახი თავად აგვარებდა საკუთარ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა არ ეხებოდა სოფელს ან ტომს. ვანაუს წევრები ერთად მუშაობდნენ, ჭამდენენ და ცხოვრობდნენ.
უფრო ინკლუზიური ნათესაური ჯგუფი “ჰაპუ”, ჩართული იყო უმრავლეს სასოფლო აქტივობებში. საკუთრების უფრო მნიშვნელოვანი სახეობები, როგორებიც არის საომარი კანოე, შეხვედრების სახლი , სოფლის გარშემო მიწები და ა.შ. ეკუთვნოდა მთლიანად ჰაპუს და მის თითოეულ წევრ შეეძლო მათი გამოყენება.
ტომის (iwi) ეკონომიკური ფუნქციები ძალიან იზღუდებოდა დიდ ფესტივალებში მონაწილეობისას. მაორის ეკონომიკურ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ ნათესაურ დაჯგუფებებს: აქ არ ვხვდებით არცერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ასოციაციას, რომელიც მათზე არ არის დამყარებული.
ეკონომიკური დაგეგმარება და მაორის სოფელი
მაორის აგრარული სოფლების ეკონომიკურ ცხოვრებას ძირითად შემთხვევაში მთავრობა განსაზღვრავს. ბიჭებს სკოლა უვითარებს შესაბამის უნარებს. მოგვიანებით ის მემკვიდრეობას იღებს მიწაზე, რომელზეც ფერმის მოშენება შეუძლია. როგორც ფერმერს, მას მთავრობა აფინანსებს, აძლევს რჩევებს და ეხმარება კარაქისა და ყველის გაყიდვაში. გოგონებთან დაკავშირებით კი სკოლა სახლის საქმეებზეა ორიენტირებული. ის უნდა დარჩეს სოფელში, დაქორწინდეს და მიწის მისი წილი მეუღლეს გადაეცეს.
მაორის ეკონომიკური დაგეგმარება სულაც არ არის სიახლე. ძველთაგანვე ხდებოდა ადგილობრივი სქემების შემუშავება მაორის ეკონომიკის გარდაქმნისათვის. თუმცა, ძველი გეგმები უფრო ლოკალურ ეკონომიკას ეხებოდა, ახლანდელი კი მეტად უნივერსალურია და კოოპერაციას უსვამს ხაზს. მისი მიზანი არის ის, რომ მაორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ახალი ზელანდიის ეკონომიკაში, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აამაღლებს ცხოვრების სტანდარტს.
1996 წელს მთავრობა მაორების მისცა მიწა და 177 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა. ამის შემდეგ მაორებმა მოიპოვეს თევზაობის უფლებაც.
ადგილმდებარეობა
ახალი ზელანდია ორი კუნძულს მოიცავს: ჩრდილოეთსა და სამხრეთს. მაორები დასახლებულნი იყვნენ ძირითადად ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. სამხრეთის კუნძული კი უფრო მეჩხერად იყო დასახლებული. არქეოლოგები მაორების ორ განშტოებას განასხვავებენ: არქაულსა და ტრადიციულს. არქაული მაორები ახალი ზელანდიის თავდაპირველი მკვიდრნი იყვნენ. ტრადიციული მაორების მიგრირება ჩრდილოეთ კუნძულზე დაახლოებით მე-14 საუკუნეში მოხდა.
დასახლებები
დღესდღეობით მაორები, ძირითადად,ახალი ზელანდიის ჩრდილოეთის კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის ქალაქებში ცხოვრობენ. წარსულში ორი ტიპის დასახლება არსებობდა: დაცული (Pa) და ნაკლებად დაცული (Kainga). Pa ომის პერიოდში ადამიანთა თავშესაფარს წარმოადგენდა, რომელიც, ძირითადად, შემაღლებულ ადგილას მდებარეობდა. აქ სახლებიც ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იყო აგებული. Kainga კი მცირე სოფელი იყო, რომელიც 5 ან 6 სახლისგან (Whare), სამზარეულოსგან (Kauta) და ერთი ან ორი გადახურული ორმოსგან, საწყობისგან (Hangi) შედგებოდა. შენობათა უმრავლესობა ჩალითა და ხის ბოძებით იგებოდა.
დემოგრაფია
როდესაც კაპიტანი კუკი ესტუმრა ახალ ზელანდიას 1769 წელს მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 200,000-250,000 იყო. ევროპელებთან კონტაქტის შედეგად კი მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა შემდეგ ისევ ზრდა დაიწყო და ახლა 300,000-ს აღემატება.