EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« 20 წლის ლამაზი გოგო ვარ და სიყვარული მწყურია »
კატეგორია: უფროსთათვისავტორი: admin
თარიღი: 2020-11-11 20:10:09
ღალატი, სიცრუე, ორმაგი ცხოვრება, პროტესტი, სიყვარული, სინანული, პატიება – ეს სიტყვები ჩვენი ცხოვრების თანმდევია. ოჯახის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. ჩვენი დედების თაობა მეტს ითმენდა და, შესაბამისად, ინარჩუნებდა კიდეც მყარ ოჯახს. დღეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა შეიცვალა, არავის სურს დათმობა, რასაც ხშირად ოჯახის ნგრევა მოჰყვება.
რატომღაც, ისე ხდება ხოლმე, რომ ღალატი უფრო კაცისთვის არის დამახასიათებელი და აქედან გამომდინარე, თითქოს ეპატიება კიდეც. ქალებს ამასთან დაკავშირებით თავიანთი აზრი აქვთ, მეტიც, ზოგი ცოლი ქმარს ისე ღალატობს, წარბსაც არ იხრის. ქმარს უღალატეთ? რა იგრძენით?
ეკა, 20 წლის:
– ქმარი სასტიკად მექცეოდა, მცემდა, რამდენჯერმე სახლიდან გავიქეცი, მაგრამ მატერიალური მდგომარეობა არ მაძლევდა ცალკე ცხოვრების საშუალებას. ერთ მშვენიერ დღეს სკაიპში ბიჭი გავიცანი. ჯერ მხოლოდ ვსაუბრობდით, შემდეგ შევეჩვიეთ ერთმანეთს და როცა შეხვედრა მთხოვა, დავთანხმდი. დათო მივლინებაში იყო და ამიტომაც გავბედე. სანდრომ კაფეში დამპატიჟა. გავერთე, ჩემი პრობლემები დამავიწყდა. მერე კიდევ შევხვდით. მივხვდი, რომ მიზიდავდა და ვეღარაფერი შემაჩერებდა. ერთი სული მქონდა, სასტუმროში როდის დამპატიჟებდა. დადგა ნანატრი დღე. საოცარი იყო მასთან სექსი. ერთი წუთითაც არ მინანია, თუმცა, ურთიერთობა გავწყვიტე, რადგან ერთი ღამე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დათოზე შური მეძია. გავთავისუფლდი, აღარ ვიტანჯები, გულში ჭკუა ვასწავლე და მიხარია. მე გავიმარჯვე.
ხათუნა, 40 წლის:
– სიყვარულით არ გავთხოვილვარ, ქმარი გამირიგეს. შვილი არ მეყოლა. ადრე სხვა ბიჭი მიყვარდა. ღალატზე არ მიფიქრია, მაგრამ 2 წლის წინ შემთხვევით შევხვდი ძველ შეყვარებულს. ეშმაკი შემიჯდა თუ რა იყო, არ ვიცი, მასთან ურთიერთობის აღდგენა მომინდა. დავურეკე. ზურასაც სურდა ჩემი ნახვა. დაიწყო რომანტიკული საღამოები, მივხვდი, მისი დაკარგვა აღარ მინდოდა. დღემდე ვხვდებით ერთმანეთს. ვიცი, ვაშავებ, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია.
ქეთი, 20 წლის:
– ქმარიც მყავს და საყვარელიც. ორივე მიყვარს, ორივე მინდა, ვერც ერთს ვერ დავთმობ! რას ვაშავებ? ბოროტი არ ვარ. რა მოხდა, თუ ჩემს ცხოვრებას ჩემითვე ვილამაზებ. გაზზე მისაბმელად გავთხოვდი? არ უნდა გავიხარო? სექსუალური ქალი ვარ, ლამაზი, სიყვარული მწყურია, რა ვქნა? ქალები შურიანები არიან. ზოგს არავინ ჰყავს და სხვისი ბედნიერება არ უხარია. მე სულ კარგ ხასიათზე ვარ და სხვასაც ამასვე ვუსურვებ. გაიხარეთ, ქალებო, როგორც შეგიძლიათ!
თაკო, 35 წლის:
– ერთხელ დაქალები ვისხედით და განვლილ ცხოვრებას ვიხსენებდით. უმეტესობა გამოტყდა, რომ ქმარს ძველ შეყვარებულთან უღალატა. მე ვერ გავბედე თქმა. დიდი ხნის წინ მეც შევხვდი ძველ სიყვარულს. სამჯერ შევცოდე. მერე კახასთან ურთიერთობა გავწყვიტე, რადგან ქმარი მიყვარდა და გიო ღალატს არ იმსახურებდა. შვილებისაც მრცხვენოდა, რას იფიქრებდნენ, რომ გაეგოთ. ვერ მოვისვენე. ეკლესიაში წავედი და მღვდელს აღსარება ჩავაბარე. არც ამან მიშველა. მაშინ მოძღვარი არ მყავდა. წლების შემდეგ, როცა სისტემატურად დავიწყე ტაძარში სიარული, ოდნავი შვება ვიგრძენი. ახლა ჩემი მოძღვარი მყავს, რომელიც სწორ გზას მაჩვენებს. დავმშვიდდი, წარსული აღარ მტანჯავს. მთავარი ის კი არ არის, რომ აშავებ, არამედ ის, რომ წრფელი გულით ინანიებ და ცოდვის ჩადენა აღარ გინდება.
WTF
epicentri.club