EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას - ლევან რატიანი »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2020-11-25 18:12:58
ლევან რატიანმა "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ექიმები ძალიან მალე შეწყვეტენ ჰუმანურ ექიმობას. მისი განმარტებით, მკურნალობა, შესაძლოა, არჩევითად მოხდეს და ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს.
"კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისევ ისე, როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა, თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, როგორც 2X2=4-ია, აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა. ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს," - განაცხადა რატიანმა.
მისი თქმით, არჩევითად მკურნალობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ ამ სერვისს ვეღარ მიიღებენ.
რატიანის თქმით, გადარჩენის ამოსავალი წერტილი ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტაა.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარება ახდენს ტრიაჟს და როგორც ახლა ხდება დაყოვნება, უარესად დაყოვნდება და ვერ მოხვდებიან მიზანმიმართული ჯგუფები კლინიკებში, ყველამ უნდა მოიფიქროს რაღაცა, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მიზანმიმართულმა ჯგუფებმა მიიღონ სამედიცინო დახმარება. ამისთვის, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს,"- აღნიშნა ლევან რატიანმა.
ასევე, ლევან რატიანმა "რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა, რომ მას კორონავირუსზე ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან კორონავირუსი უკვე გადაიტანა. სწორედ ამიტომ, ის აღარ იყენებს სრულ დამცავ ეკიპირებას კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტისას.
რატიანის თქმით, კორონავირუსი გადატანილი აღმოაჩნდათ კლინიკის ექიმების უმრავლესობასაც, რომლებიც ინფიცირებულებთან მუშაობდნენ.
rustavi2