EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ორი ვერსია გვაქვს შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც 26 ნოემბერს გახდება ცნობილი — ტიკარაძე »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: jubei

თარიღი: 2020-11-25 18:27:35

ორი ვერსია გვაქვს შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც 26 ნოემბერს გახდება ცნობილი — ტიკარაძე

ეკატერინე-ტიკარაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი, რა დამატებითი შეზღუდვები დაწესდება ქვეყნის მასშტაბით. მისი თქმით, საბჭოს ამ ეტაპზე ორი ვერსია აქვს.
 
"ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან. გვაქვს ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი", — განაცხადა ტიკარაძემ.
 
25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 366 , გარდაიცვალა — 34. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 114 889-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 95 581-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 085 გარდაცვალების შემთხვევა.