EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მეცნიერებმა არამიწიერი ვირუსი აღმოაჩინეს »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2020-12-10 12:34:54
ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს არამიწიერი წარმოშობის გიგანტური ვირუსი, რომელიც 10-ჯერ აღემატება ზომით აქამდე ყველა არსებულ ვირუსს რაც დედამიწაზე არსებობს.
ვირუსს სახელად "პანდორა" დაარქვეს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მკვლევართა ჯგუფმა ჩილესა და ავსტრალიის სანაპიროზე აიღეს წყლის სინჯები, შემდეგ სინჯებს დაუმატეს ანტიბიოტიკები, რომ დახოცილიყვნენ ბაქტერიები. როცა ერთუჯრედიანი ბაქტერიები დაიხოცა, მეცნიერებმა ნახეს, რომ დარჩა რაღაც უცნაური ბაქტერია. ასე აღმოაჩინეს უნიკალური ვირუსი.
მის შემადგენლობაში მხოლოდ 6%-ია მიწიერი წარმოშობის, დანარჩენი 94% აშკარად არამიწიერია. იგი შეიცავს 2556 გენს.
"პანდორა" ისეთი დიდია, რომ მისი დანახვა სასკოლო მიკროსკოპითაც კი შეიძლება.
მეცნიერების აზრით ვირუსი სხვა პლანეტიდან მოხვდა ჩვენთან, მრავლდება მხოლოდ "შიგნით თავის თავში". სიცოცხლის პერიოდში ვირუსი თავისუფლდება უჯრედებისაგან, ისრუტავს ცილებს და დ.ნ.მ-ს, ხოლო უჯრედებისგან ასეულობით ახალი ასლი მრავლდება.
“არ ვიცით რა გადატრიალება მოხდება ბიოლოგიაში მისი შესწავლის შემდეგ" -განაცხადა დოქტორმა ჟან მიშელ კლევარიმ.
ციმბირში, დაახლოებით 30 ათასი წლის ყინულქვეშ გიგანტური ვირუსი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ამერიკის ერთ-ერთ უძველეს გამოცემაში Scientific America ვკითხულობთ, რომელიც 1845 წლის შემდეგ უწყვეტად გამოდის. ვირუსი ჯერ კიდევ ცოცხალია და ზომით ბევრ ბაქტერიას აღემატება. მეცნიერების აზრით, ადამიანებისთვის ვირუსი საშიში არ არის, თუმცა დედამიწაზე ყუნულის დნობის ინტენსიურობის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, რომ პლანეტაზე სხვა ანტიკური ხანის ე.წ. პანდორა-ვირუსებიც გამოჩნდნენ, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
ახლადაღმოჩენილი ვირუსის ზომა ერთნახევარი მიკრომეტრია და სიდიდით აქამდე კაცობრიობისთვის ცნობილ ყველა ვირუსს აჭარბებს. ის ფრანგმა მეცნიერებმა, ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარებმა - ჟან მიშელ კლავერიმ და ჩანტალ აბერგელმა- იპოვეს. სახელად გიგანტურ ვირუსს „ფიტოვირუს სიბერიკუმი“ უწოდეს. ეს ფრანგი წყვილის პირველი აღმოჩენა არ გახლავთ, მათ რამდენიმე გიგანტური პანდორა-ვირუსი აღმოაჩინეს, მათ შორის ერთ-ერთი პირველი 2003 წელს. ახალი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია პირველად ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.