EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია მისიის გაგზავნას იუპიტერის მთვარეზე - ევროპაზე - გეგმავს »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2020-12-10 12:41:06
ნასას თვალი იუპიტერისკენ უჭირავს. მარსზე მოძრავი ლაბორატორიის, „კურიოზითის“ დასმის შემდეგ, შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია მისიის გაგზავნას იუპიტერის მთვარეზე -ევროპაზე- გეგმავს.
ნასას მეცნიერების აზრით, ევროპაზე მზის სისტემაში სიცოცხლის არსებობისთვის შესაძლოა დედამიწის შემდეგ ყველაზე ხელსაყრელი პირობები იყოს. პლანეტის სქელი ყინულის საფარქვეშ ოკეანის წყლის და შესაბამისად, რაიმე სიცოცხლის არსებობას, არ გამორიცხავენ. 15-მილიარდიანი ფედერალური ბიუჯეტით მისიის განხორციელება დაახლოებით 2025 წლისთვის იგეგმება. ამის შესახებ განცხადება 4 მარტს ნასას ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სააგენტოს ფინანსურმა დირექტორმა ბეტ რობინსონმა გააკეთა. მისი თქმით, „ევროპა გამოწვევებით სავსე მისია იქნება, რომელსაც ფუნქციონირება მაღალი რადიაციის ქვეშ მოუწევს, რაც გრანდიოზულ მოსამზადებელ სამუშაოებს მოითხოვს“.