EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მართა, მარიამი (ბიზანტიის დედოფალი - გაგრძელება) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2020-12-20 23:55:36

მართა, მარიამი (ბიზანტიის დედოფალი - გაგრძელება)

მართა

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება
 
მარიამს მართლაც დიდი გავლენა ჰქონდა დავით აღმაშენებელზე. მას თავის სამშობლოში მიმდინარე განუკითხაობაზე დიდად შესტკიოდა გული, ამიტომაც მან დავითს პირველ რიგში სასულიერო ფენაში არსებული ანარქიის მოგვარება ურჩია. მისივე რჩევით, 1104 წელს დავით IV-მ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მოაწყო, რა დროსაც დედოფალი მარიამი საქართველოში ჩავიდა და კრებას დაესწრო. ამ კრებაზე მან მოინახულა თავისი ძმა, ბერად აღკვეცილი გიორგი და მეფე დავით IV. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას მსოფლიო საეკლესიო კრების მსგავსი სამზადისი გაუწია მარიამმა, რითაც ხაზი გაუსვეს მის საგანგებო და განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ კრების თაოსანი ცხადია დავითი იყო. ის ერთადერთი მანდილოსანი, რომელიც ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას ესწრებოდა-მარიამი იყო.
 
კრებამ დავით აღმაშენებლის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები: ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის ძეგლისწერა), რომლის ძალითაც გადააყენა უღირსი მღვდელმთავრები; მათი ადგილი სამეფო ხელისუფლების ერთგულმა პირებმა დაიკავეს. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი. კრების დასრულების შემდეგ, მარიამი დაემშვიდობა თავის ოჯახის წევრებს და კვლავ ბიზანტიაში, კერძოდ კი თავის თრაკიულ მამულში დაბრუნდა.
 
გარდაცვალება
 
ბიზანტიაში დაბრუნებულმა მარიამმა უკანასკნელი წლები თრაკიაში, თავისივე აგებულ ერთ-ერთ მონასტერში გაატარა, თუმცა იგი არც თუ ისე იშვიათად ჩნდებოდა კონსტანტინეპოლის სამეფო კარზე. მან მოაწყო რამდენიმე დინასტიური ქორწინება ბიზანტიისა და საქართველოს სამეფო კარებს შორის, რითაც ცხადია ხელი შეუწყო ამ ორი სახელმწიფოს კიდევ უფრო დაახლოვებას. სწორედ მისი წყალობით, 1116 წელს შედგა დავით აღმაშენებლის შუათანა ასულის, პრინცესა კატასა და იმპერატორ ალექსი I-ის ვაჟის, ისააკ კომნენოსის ქორწინება, რომლიდანაც დაიბადა მომავალი იმპერატორი ანდრონიკე I[12], რომელმაც შემდეგში ცოლად საფრანგეთის მეფე ლუი VII-ის ასული აგნეს ფრანგი შეირთო.[13] მონაზვნად აღკვეცილმა მარიამმა დიდი გავლენა მოახდინა კომნენოსთა დინასტიის სამეფო კარის ქალბატონების მოდაზე. გარდა ამისა, იგი დიდგვაროვან ქალებს აქტიურად მოუწოდებდა ქველმოქმედებაში ჩაბმისკენ. დედოფალი მარიამი გარდაიცვალა 1118 წელს თავის თრაკიულ მამულში. იგი დაკრძალეს იქვე, თავისსავე აგებულ ერთ-ერთ მონასტერში.
 
პორტრეტი
 
ერთ-ერთი პირველი ისტორიკოსი ქალი და მარიამის სარძლო, იმპერატორ ალექსი I-ის უფროსი ასული ანა კომნენე დედოფალ მარიამის გარეგნობის შესახებ ასეთ რამეს წერს:
 
„დედოფალი კვიპაროსივით მაღალი და ტანადი იყო, ისეთივე თეთრი და ქათქათა როგორიც თოვილი, მისი სახე არც ისე მრგვალი, თუმცა გაზაფხულის ვარდივით ალისფრად იყო გაფურჩქნული. რაც შეეხება მისი თვალების ბრწყინვალებას...
მისი მშვენიერების აღწერა შეუძლებელია. წამწამები გრძელი აქვს, თვალები კი ცისფერი. მხატვრები ხშირად გადმოგვცემენ იმ ყვავილთა მრავალფეროვნებას, რომლებიც წლის სხვადასხვა დროს ჰყვავიან, თუმცა დედოფლის მომაჯადოვებელი სილამაზე ხელოვნებას აღემატება.
 
მისი მსგავსი მშვენიერი ქანდაკება, არცერთ მოქანდაკეს არ შეუქმნია.  მითოლოგიის მიხედვით, მედუზა გორგონა ყველა იმ კაცს, რომელიც მას შეხედავდა ქვებად აქცევდა, ხოლო ვინც შემთხვევით ჩვენს ქართველ დედოფალს დაინახავდა, საზღვარი არ ჰქონდა მნახველის გაოცებას. ის ადგილზევე ქვავდებოდა.
 
მსგავსი სინატიფე და ნაწილთა ასეთი შეხამება, მართლაც არავის უნახავს ადამიანის სხეულში. ეს იყო გაცოცხლებული ქანდაკება, რომელიც ყველას ხიბლავდა. ეს იყო ხორცშესხმული ქალღმერთი, რომელიც ჩვენს დედამიწაზე ჩამოვიდა.“
 
კულტურული მემკვიდრეობა
 
დედოფალი მარიამის სულ ორი ისტორიული გამოსახულება მოგვეპოვება. ერთ-ერთი მათგანი, მარიამმა თავადვე გაუგზავნა დავით აღმაშენებელს. აქ საუბარია მარიამ დედოფლის ყველაზე ადრეულ, 1071 წლის ჩვენამდე მოღწეულ მხატვრულ პორტრეტზე. ტიხრული მინანქრის სახით ხახულის კარედის ყველაზე საპატიო ადგილას, ხატის შუბლზეა მოთავსებული. ხახულის ხატზე ასახულია მარიამისა და მიხეილ დუკას ქორწინების ცერემონია. მეფე და დედოფალი წარმოდგენილი არიან სრულ სადღესასწაულო ბიზანტიურ სამოსელში, მარიამს მარჯვენა ხელი გულ-მკერდზე აქვს მიდებული. მარცხენაში კი ჯვრით დამშვენებული სკიპტრა უჭირავს.
 
იგი ასეთივე სკიპტრით არის გამოსახული მარიამ დედოფლის პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცულ იოანე ოქროპირის თხზულებათა ბერძნული ხელნაწერის მინიატურაზე. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფრანგმა მეცნიერმა ხალანდონმა კომნენოსების შესახებ დაწერილ ორტომიან მონოგრაფიაში 69 გვერდი მარიამ დედოფლის თავგადასავალს დაუთმო, ხოლო იმპერიის ქართველი დედოფლის დრამატული ცხოვრება სრულყოფილად ასახა მაქსიმ დე კონსტანიმ ისტორიულ რომანში "ბიზანტიისაკენ". გარდა ამ ყველაფრისა, დედოფალი მარიამი კონსტანტინე გამსახურდიას რომან „დავით აღმაშენებელში“ არის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი