EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ყველაზე ცნობილი კომიკოსი კინოს ისტორიაში იხსენებს »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2021-01-19 14:25:40
"ჩარლი ჩაპლინი", ყველაზე ცნობილი კომიკოსი კინოს ისტორიაში იხსენებს:
როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მამაჩემთან ერთად წავედი ცირკში შოუს სანახავად, დიდხანს ვიდექით ბილეთების რიგში , იქ ჩვენს თვალწინ იდგა ოჯახი, რომელთაც ჰყავდათ ექვსი შვილი. აშკარად ჩანდა ღარიბები იყვნენ, მათ ეცვათ ძალიან ძველი , მაგრამ სუფთა ტანსაცმელი. ბავშვები ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, მაგრამ როდესაც მამა ბილეთის სალაროსთან მივიდა და ფასი იკითხა, ძალიან შეწუხდა და ბავშების წინაშე უხერხულობის გამო, ცოლს ჩურჩულით უხსნიდა საკუთარ გაჭირვებას.
ამ დროს ,დავინახე მამაჩემმა ჯიბიდან ოცი დოლარი ამოიღო, მიწაზე დაყარა, შემდეგ მოიხარა, აიღო ,ბავშვების მამას მხარზე ხელი დაადო და უთხრა: თქვენ ფული დაგივარდათ!
კაცმა მამაჩემს შეხედა და ცრემლიანი თვალებით უთხრა: მადლობა, ბატონო, მაგრამ ის ჩემი არ არის!
რადგან ჩემი არ არის , ის უსათუოდ თქვენია, უპასუხა მამამ , შემდეგ
ხელი მომკიდა და სალაროს რიგიდან გამიყვანა, რადგან მას მხოლოდ ის ოცი დოლარი ჰქონდა, რომელიც ექვსშვილიანი ოჯახისთვის აქ დაყარა !
იმ დღიდან, მე ვამაყობ მამაჩემით, ეს სიტუაცია იყო ყველაზე ლამაზი შოუ, რომელიც მე მინახავს ჩემს ცხოვრებაში, ბევრად უფრო ლამაზი, ვიდრე ცირკის შოუ, რომელიც მინახავს!