EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ღვთისმშობელი დინიუსის ხატი »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2021-01-20 00:01:43

ღვთისმშობელი დინიუსის ხატი

ღვთისმშობელი-დინიუსის-ხატი

თურქების ოკუპაციის დროს საბერძნეთში ერთი თურქი ბერძნს მისდევდა დასაჭერად. ბერძენი ეკლესიაში შევიდა რომ დამალულიყო, მაგრამ ვერ მოასწრო შესულიყო საკურთხეველში და დაიმალა ღვთისმშობლის დიდი ხატის უკან, ხატი რომელიც სამფეხაზე იყო დამალული, ბერძენი რა თქმა უნდა ჩანდა... ის ხატის უკან ისე იდგა რომ მისი თავი ზუსტად ემთხვეოდა ღვთისმშობლის თავს. თურქი შევიდა ტაძარში და დაინახა ბერძნი. თურქმა მიმოიხედა და დაინახა წმინდანთა ფრესკები , ღვთისმშობლის ხატი, მაგრამ მას არ შეეძლო შეეგრძნო წმინდანთა და ღვთისმშობლის მადლი. მან ბერძენს შესძახა: რატომ დაიმალე მაგ ხის ფარდულის უკან ბერძენო? როგორ ფიქრობ ვერ გხედავ და ვერ მოგკლავ? " დიდია ღვთისმშობლის მადლი, ცის დედოფალის, " : უპასუხა ბერძენმა. " ამიტომ ამ რთულ დროს მივმართავ მას... დახმარებას და დაცვას ვთხოვ და ვიცი, რომ შემიწყალებს! " თურქმა ამოიღო პისტოლეტი, ესროლა ბერძენს.. და იცით რა მოხდა? ტყვია ღვთისმშობლის ხატზე შუბლს მოხვდა, უკან გაბრუნდა და თურქი მოკლა! ასე გადაარჩინა ქრისტიანი დედაღვთისამ.. ღვთისმშობლის ამ ხატს ეწოდება " ღვთისმშობელი დინიუსი" რაც თურქულად ნიშნავს დაბრუნებას, ხოლო ღვთისმშობელის ხატს თურქული ტყვიისგან შუბლზე ხვრელი აქვს დღესაც. ღვთისმშობელის ეს ხატი დღეს ევიის ჩრდილოეთში არის დაბრძანებული ერთ ერთ ტაძარში. ვინც მთელი არსით ვინც ღვთისმშობელისადმი ლოცულობს და ითხოვს მის მოწყალებას და დახმარებას, ღვთისმშობელი მას ყოველთვის იცავს ამ ცხოვრების მრავალი ბოროტებისგან და განსაცდელისაგან! დაე შეესმინოს დედაღვთისმშობელს ჩვენი ვედრება და დაე გვიხსნას ამ განსაცდელისგან რომელშიც დღეს მთელი კაცობრიობა იმყოფება ! ამინ! ( ბერძნულიდან თარგმნა ნატალია კაპანაძემ) და გამხადოს ღირსი და მოვილოცო ეს მონასტერი სადაც ეს სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული! ამინ !❤
 
გააზიარეთ