EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გულწრფელად რომ ვთქვა, ეს პროფესია თქვენ შთამაგონეთ და შემაყვარეთ… »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2021-03-15 10:59:26
„მოხუცი კაცი ხვდება ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ეკითხება მას:
– გახსოვართ?… და მოხუცი პასუხობს:
– არა.
შემდეგ ახალგაზრდა ეუბნება, რომ ის იყო მისი სტუდენტი.
-აჰ დიახ? – და ახლა რას აკეთებ?
-მასწავლებელი ვარ-ამბობს ახალგაზრდა…და გულწრფელად რომ ვთქვა, ეს პროფესია თქვენ შთამაგონეთ და შემაყვარეთ…
ცნობისმოყვარე მოხუცი სთხოვს ახალგაზრდას , აუხსნას თუ რატომ.
ერთ დღეს, ჩემი მეგობარი, სკოლაში მოვიდა ულამაზესი ახალი საათით და მე ის მოვიპარე… – თქვა ბიჭმა.
ჩემმა მეგობარმა თქვენ გითხრათ,რომ საათი მოპარეს .თქვენ მოგვმართეთ მთელ კლასს და გვთხოვეთ საათი დაებრუნებინა მას ვინც აიღო.
მაგრამ მე არ დავაბრუნე იმიტომ, რომ არ მინდოდა.
შემდეგ თქვენ კარი მიხურეთ და ყველას გვითხარით:
-წამოდგეთ, სათითაოდ შევამოწმებ თვენს ჯიბეებს, მაგრამ მანამდე ყველამ თვალები დახუჭეთო.
ასეც მოვიქეცით და თქვენ ჯიბეების ჩხრეკა დაიწყეთ, როდესაც ჩემთან მოხვედით, იპოვეთ საათი და აიღეთ,
მაგრამ მაინც განაგრძეთ ყველას ჯიბეში ძებნა და როდესაც დაასრულეთ…
-გაახილეთ თვალები,საათი ვიპოვნეო-თქვით თქვენ.
ჩემთვის თქვენ არასდროს არაფერი არ გითქვამთ და არასდროს გიხსენებიათ ეს ეპიზოდი. არასდროს გიხსენებით სახელი თუ ვინ იყო ის ვინც მოიპარა. იმ დღეს თქვენ სამუდამოდ გადაარჩინეთ ჩემი ღირსება. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სამარცხვინო დღე.მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც უნდა გააკეთოს ნამდვილმა აღმზრდელმა.
-გახსოვთ ეს ეპიზოდი
პროფესორო?
– მახსოვს სიტუაცია, ჯიბეები რომ გავჩხრიკე, მაგრამ დღემდე არ ვიცოდი საათი ვინ მოიპარა, რადგანაც თვალები მეც თქვენთან ერთად დავხუჭე, როცა ვეძებდი...