EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბელგიური სუპერძროხები »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2021-03-27 15:08:44

ბელგიური სუპერძროხები

ბელგიური-სუპერძროხები

რას აღარ შეხვედებით თანამედროვე სუპერმარკეტებში. მთავარია, ფული ჰქონდეს ადამიანს და ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენად სასარგებლო და უვნებელია ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტი. დღესდღეობით ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის შეძენა ხომ თითქმის შეუძლებელია. 
 
მაგალითისთვის ავიღოთ ხორცი. ამ სტატიის მიძღვნა გადავწვიტეთ ბელგიური ძროხების ცისფერი ჯიშისთვის. ამ ძროხების თუ ხარების შეხედვისას მართლაც შიში შეგიპყრობთ. ისე გამოიყურებიან, თითქოს საბალახოდ კი არ დასეირნობენ მწვანე მდელოზე, არამედ სატრენაჟორო დარბაზებს სტუმრობენ და კუნთებს იმუშავებენ.
რეალურად კი ბელგიური ცისფერი ჯიშის ძროხები მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიულ ჯიშად ითვლება.
 
ეს ჯიში ხანგრძლივი სელექციის შედეგად იქნა გამოყვანილი, რომელზეც მეცნიერები წლობით მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ დროთა განმავლობაში ორგანიზმი გამოიმუშავებს მიოსტატინის ცილას, რომელიც გარკვეული ეტაპის შემდეგ აფერხებს კუნთოვანი მასის ზრდას. ბელგიური ცისფერი ძროხების ჯიშის დნმ-ში კი არის გენი, რომელიც აფერხებს ამ ცილის წარმოქმნას და კუნთოვანი მასაც უპრობლემოდ ვითარდება, ამიტომაც არის, რომ აღნიშნული ძროხები ბოდიბილდერებივით გამოიყურებიან. გარდა ამ თავისებურებისა, ეს ცხოველები თვინიერი ხასიათითაც გამოირჩევიან.
წარმოიდგინეთ, რომ ცისფერი ძროხის წონამ შესაძლოა 1,3 ტონასაც კი მიაღწიოს. ეს ძროხები ძალიან ფასობენ არა მარტო იმ რძის გამო, რომელსაც იწველიან და რომელიც განსაკუთრებული ცხიმოვნებით გამოირჩევა, არამედ ხორცის გამო, რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს ქონი.
 
თუ ეს ცხოველი გაშინებთ, დაფიქრდით იმაზეც, ღირს კი ისეთი ხორცის შეძენა, რომელსაც საერთოდ არ აქვს ცხი
მი. თუ სუპერმარკეტში ასეთ ხორცს წააწყდით, შესაძლოა ეს სწორედ ბელგიური ცისფერი ძროხის ჯიში აღმოჩნდეს.