EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 10 ყველაზე დიდი ეპიდემია და პანდემია ისტორიაში »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2021-09-11 14:19:47

10 ყველაზე დიდი ეპიდემია და პანდემია ისტორიაში

ეპიდემია

კაცობრიობის ისტორიაში ხშირად გვხვდება ფრაგმენტულად ეპიზოდები, რომელთა გახსენება დღესაც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს და შავი ლაქების სახითაა დალექილი მეხსიერებაში. 
მანამ დავიწყებდეთ განვმარტოთ ძირითადი ტერმინები. მაგალითად რა განსხვავებაა ეპიდემიასა და პანდემიას შორის. 
- ეპიდემია (ბერძნ. epidemos ხალხში გავრცელებული) - რომელიმე ინფექციური დაავადების სწრაფი და ფართო გავრცელება, რომლის გავრცელების არეალიც ძირითადად კონკრეტული ქვეყნით ან რეგიონითაა შემოფარგლული
- პანდემიას რაც შეეხება, იგი არ არის შემოფარგლული დროითა და სივრცით, ეს გახლავთ დაავადების უკონტროლო გავრცელება, ხშირად რამოდენიმე კონტინენტზეც კი
თვალი გადავავლოთ ისტორიას და გავიხსენოთ ყველაზე დიდი ეპიდემიები. აქვე გეტყვით, რომ თანამედროვე მედიცინის წყალობით უმეტესი მათგანი დღეს მკურნალობას ექვემდებარება ან სრულიად ამოძირკვულია.
10. სიფილისი / ათაშანგი _ ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს, შინაგან ორგანოებს, ნერვულ სისტემას.
ათაშანგის გამომწვევია მიკროორგანიზმი მკრთალი ტრეპონემა, რომელიც ქსოვილებში იჭრება, მრავლდება და მთელ ორგანიზმში ვრცელდება. სიფილისით ინფიცირება ძირითადად სქესობრივი კონტაქტის შედეგად ხდება, თუმცა მისი გადაცემა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო გზით და გამონაყართან ახლომდებარე ქსოვილებთან ფიზიკური კონტაქტითაც. ორსულობში ან მშობიარობის დროს შესაძლებელი ინფექციის ნაყოფზე გადაცემა. დღეს უკვე მისი განკურნება შესაძლებელია, პირველი რიგირს პრეპარატს ანტიბიოტიკი Penicillin G წარმოადგენს.
ჯამში 500.000 ზე მეტი სასიკვდილო შემთხვევა
9. ჰონგ-კონგის გრიპი _ შემთხვევამ თავი 1968 წელს იჩინა დიდი აფეთქების სახით. უდიდესმა გრიპის ეპიდემიან 1968-1970 წლებში 1 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ალტერნატიული წყაროებზე დაყრდნობით ეს ციფრი 2 მილიონამდეც აღწევდა. ვირუსმა მალევე დატოვა ჰონგ-კონგის საზღვრები. მაგ. გერმანიაში აღნიშნულმა პათოგენმა 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პანდემიის გამომწვევი გახლდათ  ინფლუენცა A/H3N2 უფრო კონკრეტულად ვარიანტი A/Hong Kong/1/1968 H3N2.
8. ქოლერა _ ბაქტერიული დაავადება, რომელიც უმეტესად დაბინძურებული წყლით ვრცელდება. ქოლერას ინფექციას იწვევს ბექტერია ვიბრო ქოლერა. დაავადების ეფექტები კი მისი ძლიერი ტოქსინითაა გამოწვეული, რომელსაც ბაქტერია წვრილ ნაწლავში გამოყოფს. ახასიათებს ძლიერი ღებინება და ფაღარათი. პირველმა პანდემიამ იფეთქა 1817 – 1824 წლებში.
1855 წელს კი ბრიტანელმა ქირურგმა სახელად John Snow დაადგინა ლონდონის პანდემიის წყარო, ეს გახლდათ დაბინძურებული სასმელი წყალი. ის არ გახლდათ სტარკის ბასტარდი, თუმცა ანესთეზიოლოგიის რკინის ტახტი სწორედ მას ეკუთვნის. გამოიყენა რა პირველმა ეთერი და ქლოროფორმი, რის გამოც დამსახურებულად ითვლება ანესთეზიის პირველ სპეციალისტად.
1892 წლის ქოლერის ეპიდემია კი, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ჰამბურგში, ითვლება ერთ-ერთ უკანასკნელ ქოლერის ეპიდემიად ევროპის კონტინენტზე.
პათოგენის იდენტიფიცირება 1883 წელს შეძლო რობერტ კოხმა, რომლის სახელობის ინსტიტუტიც დღეს აქტიურადაა ჩართული კორონა ვირუსის ელიმინაციისა და პრევენციის პროგრამებში.
ჯამში 1 000 000 ზე მეტი სასიკვდილო შემთხვევა
7. აზიური გრიპი გახლდათ ესპანურის გრიპის შემდგომ ყველაზე დიდი ინფლუენცა-პანდემიის გამომწვევი მეოცე საუკუნეში. გამომწვევი გახლდათ Influenzavirus A/Singapore/1/57 (H2N2). აზიური გრიპის აფეთქება მოხდა 1957 წელს, თავდაპირველ ლოკაციას კი დიდი ალბათობით ჩინეთი წარმოადგენდა. 1957-1958 წელს 2 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 1968 წლამდე იწვევდა ყოველწლიური ინფლუენცა-ტალღებს.
ჯამში 2 000 000 მდე საისკვდილო შემთხვევა
6. ჰემორაგიული ცხელება - ეს გახლავთ ცხელებით მიმდინარე მძიმე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევიც ყველა კონტინენტზე იყო, გარდა ანტარქტიდისა. ძირითადად გვხვდება აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.
ჯამში 3 000 000 ზე მეტი სასიკვდილო შემთხვევა
5.  ყვავილი - Orthopoxvirus Variola. განსაკუთრებით ინტენსიურად გავრცელებული იყო ევროპაში XVIII საუკუნეში. ბოლო ყველაზე დიდი ეპიდემია 1870/71 წლებში, გერმანია საფრანგეთის ომის დროს გავრცელდა. აღნიშნულ პათოგენს უკავშირდება პირველი ვაქცინის შექმნის ისტორიაც.
ჯამში 10 000 000 ზე მეტი სასიკვდილო შემთხვევა
4. მალარია და მისი გადამტანი ცნობილი კოღო ანოფელესი სიის მე-4 საფეხურს იკავებენ. სიმპტომები მხოლოდ მაღალი სიცხით, კანკალით, კრუნჩხვებითა და კუჭ-მაწლავის ტრაქტის ჩივილებით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომლებშიც ინფიცირებას ადვილად მივყავართ კომატოზურ მდგომარეობამდე. მალარიის წინააღმდეგ აქტიურად იქნა გატარებული სხვადასხვა ზომები, რის შედეგადაც ბავშვთა სიკვდილიანობა 2005 წლის შემდგომ ფაქტობრივად განახევრდა.
ჯამში 10 000 000 ზე მეტი სასიკვდილო შემთხვევა
3. შავი ჭირი. გამომწვევი - Bakterium Yersinia pestis. 
მას ძირითადად ჰქონდა ბუბონური ფორმა, რომელიც XIV საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას (1346—1353), ჩრდილოეთ აფრიკასა და კუნძულ გრენლანდიას. ცნობილია აგრეთვე სახელწოდებით „მეორე პანდემია“. როგორც ჩანს, გავრცელდა ბუნებრივი კერიდან გობის უდაბნოს ტერიტორიაზე ევრაზიაში კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, რაც გამოწვეული იყო მცირე გამყინვარების პერიოდით. თავიდან მოიცვა ჩინეთი და ინდოეთი, შემდეგ კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად შეიჭრა ევროპაში. ეს საშინელი დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და დიდი განგაშის მიზეზი გახდა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. კაცობრიობის ისტორიას შავი ჭირის არაერთი პანდემია ახსოვს.
ჯამში 25 000 000 ზე მეტი სასიკვდილო შემთხვევა
2. აივ ინფექცია და მისი ტერმინალური სტადია შიდსი. საზოგადოება დღეს უკვე საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული აღნიშნული დაავადების შესახებ. არსებობს სხვადასხვა ვერსია მისი წარმოშობისა და გავრცელების შესახები. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად იგი ცხოველიდან გადავიდა ადამიანზე, კონკრეტულად კი მაიმუნებისაგან. გასული საუკუნის მიწურულს დიდი აურზაური გამოიწვია აივ ინფექციის გამოაშკარავებამ, მით უფრო რაც ცნობილი გახდა, რომ მისი გავრცელების ყველაზე ფართო საშუალება სქესობრივი კავშირი არის. დღეს დღეისობით ბაზარზე ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა ანტივირუსული პრეპარატები, რომელთა რეგულარული მიღების შემთხვევაშიც აივ ინფიცირებული პირები ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას, ყოველგვარი სერიოზული შეზღუდვების გარეშე. თუმცაღა ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პრეპარატები საკმაოდ ძვირია და განვითარებად ქვეყნებში ნამდვილად ხელმიუწვდომი ყველასათვის.
ჯამში 39 000 000 ზე მეტი სასიკვდილო შემთხვევა
1. და ბოლოს სიის პირველი ნომერი - ესპანური გრიპი. ეს გახლდათ მეოცე საუკუნის დასაწყისის უდიდესი პანდემია გამოწვეული ინფლუენცა ვირუსით (Subtyp A/H1N1). გაზეთები წერდნენ თუ როგორ ეცემოდნენ ინფიცირებულნი ქუჩაში და იღუპებოდნენ ადგილზე. 
ჯამში 50 000 000 ზე მეტი სასიკვდილო შემთხვევა
 
ი. ტერსენიდისი
 
ექიმი / ფსიქიატრი