EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ეს სასწაული მოვლენა ერთ ძველად მომხდარ ამბავს უკავშირდება »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2021-09-20 23:52:09
-ერთხელ, სოფელ მარკოპულოს მცხოვრებლებმა, ტყეში დანთებული დიდი ცეცხლი შენიშნეს. მიჰყვნენ კვამლს და მიადგნენ დამწვარ ხეს, რომლის ფესვთან ღვთისმშობლის მშვენიერი ხატი შეამჩნიეს. რომელიც სასწაულად უვნებელი გადარჩენოდა ცეცხლს!
-სოფლის მცხოვრებლებმა დიდი მოწიწებით გადააბრძანეს ხატი სოფლის ეკლესიაში, თუმცა ხატი მეორე დღეს ისევ დამწვარი ხის ძირას აღმოჩნდა. ეს სასწაული მოვლენა მეორედაც განმეორდა. რის გამოც, ხალხმა გადაწყვიტა, რომ სწორედ იმ დამწვარი ხის ადგილას აეგოთ ტაძარი, სადაც ხატს დააბრძანებდნენ!
-ცოტა ხნის შემდეგ, იმავე ადგილას დედათა მონასტერი აშენდა.
-ერთ დილას, მონოზვნებმა შენიშნეს, რომ კუნძულს მეკობრეთა გემები უახლოვდებოდნენ. ცოტა ხანში კი მეკობრეები უკვე მონასტერს უახლოვდებოდნენ გაძარცვის მიზნით.
-შეშინებულმა მონაზვნებმა ღმრთისმშობელს შეავედრეს თავიანთი თავი. სწორედ მაშინ, ყოვლადწმიდა ქალწულმა ასეთი სასწაული მოახდინა: მონასტერს გარს გველები შემოერტყნენ. როდესაც მეკობრეებმა გველები დაინახეს, შეშინებულები უკანვე გაიქცნენ.
.
-აი, ამ სასწაული მოვლენის მოსაგონებლად, ყოველ წელს, ამ ადგილას ისევ ჩნდებიან გველები.
-ისინი მომლოცველებთან ერთად შედიან ტაძარში და მარიამღვთისმშობლის ძალით და მადლით - მშვიდობა სუფევს ადამიანებსა და გველებს შორის. არც ადამიანები ერჩიან გველებს და არ გველები გესლავენ ადამიანებს იმ სადღესასწაულო დღეებში.
.
-ფოტოზე აღბეჭდილია ის მომენტი, როცა გველები გარს ეხვევიან წმიდა მარიამღვთისმშობლის მიძინების ხატს.❣️
.
.
ღმერთმა გვიშველოს და წმიდა მარიამღვთისმშობელმა დაგვიფაროს და გადაგვარჩინოს სიკვდილს თავისი შემწეობითა და მეოხებით! ამინ!