EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« კორპორაცია Hanson Robotics წლის ბოლომდე რობოტი სოფიას ათასობით ასლის გამოშვებას გეგმავს »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2021-09-21 19:54:00

Hanson Robotics

Hanson-Robotics

კორპორაცია Hanson Robotics წლის ბოლომდე რობოტი სოფიას  ათასობით ასლის გამოშვებას გეგმავს. სოფიასთან ერთად, კიდევ სამი რობოტი შევა მასობრივ წარმოებაში.
 
Hanson Robotics მიიჩნევს, რომ ახლა შესანიშნავი დროა სოფიას მასობრივ რობოტად გადაქცევისთვის.
 
”COVID-19-ის პერიოდში, მსოფლიოს დასჭირდება მეტი რობოტი, რათა ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ”,-ამბობს აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ჰენსონი.
 
რობოტ სოფიას ანთროპომორფული გარეგნობა და ადამიანის მსგავსი ქცევა აქვს. სოფია არის სოციალური რობოტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სპეციალურად შეიქმნა ადამიანებთან ურთიერთობისათვის. მაგალითისათვის, სოციალური რობოტი სახელად მილო ეხმარება აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს, ამოიცნონ და გამოხატონ თავიანთი ემოციები.
 
Hanson Robotics Limited არის ჰონგ-კონგში დაფუძნებული საინჟინრო კომპანია, რომელიც ცნობილია ხელოვნური ინტელექტის მქონე ჰუმანოიდი რობოტების შემუშავებით.