EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« Neuralink მომავალ წელს ადამიანებზე ტესტირებას დაიწყებს »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2021-12-08 20:13:30
წელიწადზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც ვნახეთ მაიმუნი, რომელიც Neuralink-ის გამოყენებით ვიდეოთამაშს ართმევდა თავს. ახლა კომპანიის მფლობელი, ილონ მასკი ამბობს, რომ მომავალ წელს ტექნოლოგიას ადამიანებზე გამოცდის.
ასევე: ილონ მასკი ამბობს, რომ ტვინის იმპლანტიანი მაიმუნი ჰყავს, რომელიც ვიდეოთამაშებს ართმევს თავს
2016 წლის ივლისში დაარსებული კომპანია ცდილობს შექმნას იმპლანტირებადი ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის ტვინს საშუალებას მისცემს უშუალოდ დაუკავშირდეს კომპიუტერებს. 2021 წლის დასაწყისში კომპანიამ გაასაჯაროვა კადრები, სადაც მაკაკა პინგ-პონგს "ტელეპატიურად", ჯოისტიკის დახმარების გარეშე თამაშობდა. როგორც ჩანს, კომპანიამ მიაღწია პროგრესს, რადგან მისი დამფუძნებელი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი ადამიანებზე ტესტირებასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ოფიციალური განცხადება Neuralink-ისგან, აქციების ინვესტორმა Twitter-ზე მასკის ციტირება მოახდინა, რის მიხედვითაც კომპანია მალე ახალ ტექნოლოგიას ადამიანებზე გამოცდის. ტვიტში ასევე აღნიშნული იყო, რომ Neuralink-ის სტანდარტები მისი მოწყობილობების იმპლანტაციისთვის ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ამას აშშ-ში სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) მოითხოვს. თავის მხრივ, მასკმა არ უარყო ტვიტი და მეტიც, გამოეხმაურა კიდევაც მას.