EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რუსეთთან მედიალოგე სვანეთის მთავარი კონსტანტინე მურზაყან დადეშექლიანი »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2021-12-08 20:21:02
ეს უმაგალითო შემთხვევა იყო რუსეთის იმპერიაში – მეფის მოხელეზე ხელი აღმართეს! კონსტანტინე დადეშქელიანის სახელი უმალ ლეგენდით შეიმოსა.
სვანეთის უკანასკნელი მთავარი 1832 წლის შეთქმულების შემდეგ პირველი იყო, ვინც წინ აღუდგა, მარტოდმარტო შეებრძოლა რუსიფიკატორულ პოლიტიკას, მეფის ხელისუფლებას, სიცრუეს, უზნეობას, უსამართლობას.
…1857 წლის 22 ოქტომბერს ქუთაისში, ეკლესიაში წირვაზე მდგარ კონსტანტინე დადეშქელიანს ლოცვა გააწყვეტინეს და გუბერნატორ გაგარინთან წაიყვანეს.
გუბერნტორმა მთავარს გამოუცხადა: მეფისნაცვალმა საჭიროდ დაინახა საცხოვრებლად ერევანი დაგენიშნათ და ახლავე უნდა წახვიდეთ… თქვენს ოჯახს კი სანდო ადამიანს ჩავაბარებთო.
– მე სვანეთის მთავარი ვარ და სხვისი ბრძანებების შესრულებას არა ვარ ჩვეული, – განრისხდა მურზაყან დადეშქელიანი.
მაგრამ გაგარინმა თავისუფლების სანაცვლოდ ფული შესთავაზა მთავარს. მოთმინების ძაფი გაუწყდა შეურაცხყოფილს, იშიშვლა მახვილი და ფულიან მარჯვენაზე დაჰკრა გუბერნატორს, მერე გულში აძგერა და მაგიდას დააკლა. სატევარმა მაგიდის ზედაპირი გაანგრია და მის ქვეშ შეფარებული ადიუტანტიც განგმირა…
კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანმა მეფის 6 მოხელე გაისტუმრა იმ დღეს საიქიოს. გზა ხმლით გაიკაფა და ვინმე ბაქრაძის სახლს შეაფარა თავი. სახლს გარსშემოადგნენ რუსები. აქაც 2 ჯარისკაცი გამოასალმა სიცოცხლეს. ბედმა უმუხთლა დადეშქელიანს – მარტო მებრძოლი დაჭრეს, ტყვია-წამალიც გაუთავდა, ხმალი ვადაში გადაუტყდა…
ხელმოცარული მთავარი კარზე გამოდგა და შესძახა ჯარს, – თუ ვინმე ქართველი ხართ, გამოდით, წამიყვანეთო…
მეორე დღეს დახვრიტეს. კონსტანტინე მაშინ 32 წლის იყო.
სვანეთის და სრულად საქართველოს გამორჩეული შვილი